ენერგეტიკის სფეროში განხორციელდა მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი სახელმწიფო საწარმოების ხარჯების ოპტიმიზაციით შევძელით 370 მლნ ლარზე მეტის დაზოგვა, ეს სახსრები ჩვენი ენერგეტიკის სისტემის და ეკონომიკის განვითარებას მოხმარდება

ენერგეტიკის სფეროში განხორციელდა მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი სახელმწიფო საწარმოების ხარჯების ოპტიმიზაციით შევძელით 370 მლნ ლარზე მეტის დაზოგვა, ეს სახსრები ჩვენი ენერგეტიკის სისტემის და ეკონომიკის განვითარებას მოხმარდება
2012 წლიდან, დაახლოებით, 10-ჯერ არის გაზრდილი გაზიფიკაციის ტემპები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 860 დასახლებაში შევიდა ბუნებრივი აირი, რითაც საქართველოს ასი ათასობით მოქალაქე სარგებლობს.
„2012 წელს გაზიფიკაციის მაჩვენებელი იყო 55% ქვეყნის მასშტაბით და ეს ძირითადად უკავშირდებოდა საბჭოთა პერიოდში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
ჩვენ ბოლო დროის განმავლობაში განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები ენერგეტიკის სისტემაში, რამაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს მნიშვნელოვან რეფორმებს ენერგეტიკის სფეროში, მათ შორის, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები. განხორცილედა ოპტიმიზაცია, როგორც კადრების მიმართულებით, ასევე ზოგადად – ხარჯების ოპტიმიზაცია. წლის ჭრილში, მხოლოდ ენერგეტიკის სექტორში მოქმედი სახელმწიფო საწარმოების ნაწილში ჩვენ შევძელით 370 მლნ ლარზე მეტის დაზოგვა. ბუნებრივია, ეს არის ის სახსრები, რომლებიც ჩაბრუნდება ენერგეტიკის სისტემაში და მოხმარდება ჩვენი ენერგეტიკის სისტემის და ეკონომიკის განვითარებას“, – აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, გასული წლების განმავლობაში მანკიერი პრაქტიკა ჩამოყალიბდა სხვადასხვა მიმართულებით.
„მათ შორის იყო, მაგალითად ნებართვების გადაყიდვის არასწორი პრაქტიკა, რასაც სისტემური სახე ჰქონდა შეძენილი. ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა მიმართულებით ამ პრობლემების მოგვარებას, რაც დააჩქარებს ენერგეტიკის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. თვითკრიტიკის სახით უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში იყო მცირედით შეფერხებული ენერგეტიკის განვითარება და სწორედ ასეთი პრაქტიკები უშლიდა ხელს სექტორის სწრაფ განვითარებას. ეს პრობლემები მოგვარდება და ეს გახდება საწინდარი იმისა, რომ კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს ენერგეტიკის სექტორი მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს