ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში რუსთავის საჯარო სკოლებში ტრენინგები ჩატარდა

„სემეკის“ მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „წყალი, გარემო და ჯანმრთელობა მოზარდების უსაფრთხო მომავლისათვის“ ფარგლებში ქ. რუსთავის 22-ე და მე-15 საჯარო სკოლებში, მოსწავლეებისათვის ტრენინგები ჩატარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.
მათი ცნობით, ტრენინგების თემატიკა წყლის რესურსის რაციონალურად გამოყენებას, გარემოსდაცვითი საკითხების მნიშვნელობას შეეხებოდა, უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. ტრენინგები პროექტის ფარგლებში მოწვეულმა სპეციალისტებმა, რევაზ გერაძემ, თამარ ბაზღაძემ და ირაკლი გორდულაძემ ჩაატარეს.
„ტრენინგის დასრულების შემდგომ მონაწილე სკოლის მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
პროექტის – „წყალი, გარემო და ჯანმრთელობა მოზარდების უსაფრთხო მომავლისათვის“ მიზანია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეების ცნობიერების დონის ამაღლება სასმელი წყლის, გარემოს, შიდა ჰაერის დაბინძურებისა და კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე. პროექტის ფარგლებში ყურადღება გარემოს დაცვის საკითხებში ახალგაზრდების ჩართულობის ზრდის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობაზე მახვილდება, ამასთანავე მონაწილეებს მიეწოდებათ სიღრმისეული ინფორმაცია წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის აუცილებლობის შესახებ.
პროექტში ჩართულია ს, რუსთავის, ქუთაისისა და ს ორმოცი სკოლის 650 მოსწავლე, ასევე ქუთაისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების 50 სტუდენტი. პროექტის ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და საჯარო ლექციები. ასევე, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საბავშვო ბაღების ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან.
პროექტის ხანგრძლივობა 8 თვეა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.