ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მარეგულირებელი აუდიტისა და სატარიფო რეგულირების პრინციპების შესახებ სასწავლო კურსზე რეგისტრაცია გამოცხადდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დაფუძნებულ (სემეკ) ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში, ახალ სასწავლო კურსზე – „მარეგულირებელი აუდიტისა და სატარიფო რეგულირების პრინციპები“ რეგისტრაცია გამოცხადდა.
ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
„სასწავლო კურსის ავტორები არიან რეგულირების საკითხებზე მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებისა და ცოდნის მქონე პროფესიონალები.
სასწავლო კურსი განკუთვნილია: ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირებად საწარმოებში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი სატარიფო განაცხადების მომზადების, წარდგენისა და დასაბუთების პროცესში, ასევე, მარეგულირებელი მოთხოვნების შესრულებაში;
ეკონომისტებისთვის და ფინანსისტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიითა და დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის მექანიზმებით;
იურისტებისთვის, რომელთაც აინტერესებთ სატარიფო რეგულირების სამართლებრივი ჩარჩო და სატარიფო დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის როგორც შინაარსობრივი ასევე, პროცედურული საკითხები;
ასევე, სხვა დაინტერესებული პირთათვის, რომელთა პროფესიული ინტერესები მოიცავს მარეგულირებელი აუდიტის, სატარიფო რეგულირების მექანიზმებისა და პრაქტიკის შესახებ ცოდნის გაღრმავებას.
სასწავლო კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგი ბმულის საშუალებით: https://bit.ly/3SzRjgx“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მეტრეველი: ვფიქრობ, რომელიმე ოპოზიციურ არხზე უნდა გაკეთდეს გადაცემა, რომელსაც ერთადერთი დანიშნულება და მისია ექნება: ამხილოს “ოცნების” ლიდერების და მათი პროპაგანდისტული მედიის ტყუილები

დონალდ ტრამპი – არ ვიცი, პუტინი თურქეთში ჩავა თუ არა – ვიცი, სურს, რომ იქ ვიყო და ეს შესაძლებელია, დატვირთული გრაფიკი გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად იქ არ წავიდოდი