ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო – მომავალი ზამთარი უკრაინის ენერგეტიკული ქსელისთვის ყველაზე მკაცრი ტესტი იქნება

მომავალი ზამთარი უკრაინის ენერგეტიკული ქსელისთვის, სადაც მრავალი ელექტროსადგური განადგურდა ან დაზიანდა, ყველაზე მკაცრი გამოცდა იქნება, – ამის შესახებ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (IEA) განაცხადა.
„უკრაინის ენერგეტიკულმა სისტემამ გასული ორი ზამთარი გაუძლო, მაგრამ ეს ზამთარი, ჯერჯერობით, მისი ყველაზე მკაცრი გამოცდა იქნება“, – აღნიშნა ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ფატიჰ ბიროლმა.
მან წარადგინა მოხსენება, სადაც აღნიშნულია, რომ 2022 -2023 წლებში უკრაინის ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის დაახლოებით ნახევარი ან ოკუპირებული რუსული ძალების მიერ იყო ოკუპირებული, ან განადგურებული და დაზიანებული, ხოლო დიდი ქსელის ქვესადგურების დაახლოებით ნახევარი რაკეტებითა და დრონებით დაზიანდა.
ანგარიშის თანახმად, იმის გამო, რომ მ, ს შეჭრის შედეგად, ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის ორ მესამედზე მეტი დაკარგა ელექტროენერგიის ხელმისაწვდომ მიწოდებასა და პიკს შორის დიდი სხვაობაა მოსალოდნელი.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო ევროპულ ქვეყნებს მოუწოდებს, დააჩქარონ აღჭურვილობისა და ნაწილების მიწოდება დაზიანებული ობიექტების აღსადგენად და მიიღონ ზომები დრონებისგან მათ დასაცავად.
დოკუმენტში მოცემული შეფასების თანახმად, დაზიანებული ობიექტების შეკეთებისა და განახლებისთვის 30 მილიარდი დოლარია საჭირო.

ასევე დაგაინტერესებთ