“ენერგეტიკის დარგში ბევრი პოტენციური ინვესტიცია შეჩერებულია” – გიორგი აბრამიშვილი

ს წელი, როგორც ყოველთვის, ენერგეტიკის სფეროსთვის დაპაუზების წელია” – ამის შესახებ BMG-სთან Energy Solutions-ის მმართველი პარტნიორი გიორგი აბრამიშვილი საუბრობს და ენერგეტიკის სექტორისთვის 2024 წლის შედეგებს აჯამებს.
აბრამიშვილის თქმით, 2024 წელს ენერგეტიკული პროექტების დაფინანსება შენელდა, რაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა და რყევებმა განაპირობა.
” [ს წელს] გადაწყვეტილებები ჩერდება, ყველა ელოდება, როგორ გადაწყდება არჩევნების საკითხი, მას შემდეგ რამდენად დასტაბილურდება სიტუაცია და მერე გრძელდება მსხვილ ინვესტიციებზე საუბარი, გადაწყვეტილებების მიღება და იმპლემენტაცია. არც ეს წელი იყო გამონაკლისი, მით უმეტეს, მოგეხსენებათ, პოლარიზაცია წელს კიდევ უფრო მაღალი იყო, განსაკუთრებულად მაღალი რყევების მოლოდინი ჰქონდა ბიზნესს, რაც, სამწუხაროდ, გამართლდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს