ენგურჰესზე მომხდარი ავარიის გამო აფხაზეთს ელ. ენერგია გრაფიკით მიეწოდება

„კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, ენგურჰესზე ავარია მოხდა, რის გამოც სადგურის მუშაობა დროებით შეჩერებულია. აფხაზეთში ენერგო დეფიციტის გამო 7 აპრილს ამოქმედდა ელექტროენერგიის ექვსსაათიანი გამორთვის რეჟიმი.
კომპანია „ჩერნომორენერგოს“ პრესსამსახურის ცნობით, შემთხვევა ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის მერვე კილომეტრზე მოხდა. დაზიანდა ბეტონის კედელი, ხოლო მისი ფრაგმენტები ტურბინის განყოფილებაში ჩავარდა.
ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ გადაწყდა დენის გამორთვა დღეში ექვსი საათით — ორი საათით დილით, შუადღეს და საღამოს. ელექტროენერგია დე ფაქტო რესპუბლიკას ამჟამად დან მიეწოდება.
წინასწარი მონაცემებით, აღდგენითი სამუშაოები 15 აპრილამდე გაგრძელდება.
„ენგურჰესი“ ელექტროენერგიით ამარაგებს როგორც ქართულ, ასევე აფხაზურ მხარეებს. „ენგურჰესი“ ერთადერთი რეალური შეხების ობიექტია დღეს აფხაზურ და ქართულ მხარეებს შორის, რომელზეც ომის დასრულების შემდეგ არავინ დავობს. ქართულმა მხარემ საკუთარ თავზე აიღო მისი სრული დაფინანსება [დასავლური ორგანიზაციების ფინანსური დახმარებით] ჰესზე სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის და ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად.

ასევე დაგაინტერესებთ

კოტე ჯანდიერი: ყველას აქვს უფლება გამოთქვამდეს, აღიარებდეს ან მხარს უჭერდეს ამა თუ იმ მოსაზრებას. უბედურება იწყება მაშინ, როდესაც რაიმე იდეა, მსოფლმხედველობა ან რომელიმე იდეოლოგია იწყებს გატოტალურებას

საბა ბუაძე – „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მივმართავ, თავად გაიარონ სავალდებულო ნარკოშემოწმება, დაიტესტონ ყველანაირი ტიპის ნარკოტიკის მოხმარებაზე და საზოგადოებას წარუდგინონ შემოწმების შედეგები – ვურჩევ, დაიწყოს კახა კალაძით