“ემპოლი” “მილანთან” დამარცხდა – გოგლიჩიძემ 71 წუთი ითამაშა

სერია A-ს მეთოთხმეტე ტურში „ემპოლი“ გასვლაზე „მილანთან“ 0:3 დამარცხდა.
მასპინძლები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, პირველი ტაიმი კომფორტული ანგარიშით 2:0 მოიგეს, შესვენების შემდეგ ანგარიში გაზარდეს და გაიმარჯვეს.
სტუმართა გუნდის მცველმა საბა გოგლიჩიძემ 71-ე წუთამდე ითამაშა და ურიგოდ არ გაისარჯვა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში – შეფასებები: sofascore 6.7, flashscore 6.4, whoscored 6.3.
„ემპოლი“ ჯერჯერობით 16 ქულით მეათე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას თასზე 5 დეკემბერს ფლორენციაში „ფიორენტინასთან“ ჩაატარებს.
მილანი – ემპოლი 3:0
გოლები: 1:0 მორატა (19), 2:0 რეინდერსი (44),
3:0 რეინდერსი (69)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში