სერია A-ს მეთხუთმეტე ტურში „ემპოლიმ“ გასვლაზე წვიმიან ამინდში „ვერონა“ 4:1 დაამარცხა.
„ემპოლი“, რომლის თავდამსხმელმა პელეგრიმ დებიუტში ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა, უკეთ თამაშობდა, მათმა შემტევებმა ფაქტიურად კარში დარტყმული ყველა ბურთი გაიტანეს და პირველი ტაიმი 4:1 მოიგეს. შესვენების შემდეგ ანგარიში არ შეიცვალა და დ’ავერსას გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
სტუმართა მცველმა საბა გოგლიჩიძემ შეუცვლელად და რაც მთავარია უშეცდომოდ ითამაშა. შეფასებები: sofascore 6.8, flashscore 6.7, whoscored 6.6.
„ემპოლი“ 19 ქულით მეცხრე ადგილზეა და 13 დეკემბერს „ტორინოს“ მიიღებს.
ვერონა – ემპოლი 1:4
გოლები: 0:1 ესპოზიტო (16), 0:2 ესპოზიტო (19), 0:3 კაკაჩე (32), 1:3 ტენგსტედტი (35), 1:4 კოლომბო (42)