“ემპოლიმ” მოიგო – დააბრუნებს გოგლიჩიძეს მწვრთნელი სასტარტოში?

სერია A-ს მეთერთმეტე ტურში „ემპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „კომო“ 1:0 დაამარცხა.
ერთი მატჩით დისკვალიფიცირებული საბა გოგლიჩიძის ნაცვლად 32 წლის მატია დე შილიომ შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა: sofascore 7.3, whoscored 7.1, flashscore 7.1.
„ემპოლი“ 14 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა, 8 ნოემბერს სტუმრად „ლეჩეს“ დაუპირისპირდება და საინტერესოა დააბრუნებს თუ არა მწვრთნელი რობერტო დ’ავერსა ქართველს ძირითად შემადგენლობაში.
ემპოლი – კომო 1:0
გოლი: პელეგრი (47)