ემოციების ამარა ქვეყნის მომავლის დატოვება და სახელმწიფო უსაფრთხოების მხოლოდ “პარტნიორმეგობრობაზე” მინდობა არასერიოზული და სახიფათოა. ასეთი ნდობისა და დამოკიდებულების შედეგი უკვე ვიხილეთ უკრაინაში

ემოციების ამარა ქვეყნის მომავლის დატოვება და სახელმწიფო უსაფრთხოების მხოლოდ “პარტნიორმეგობრობაზე” მინდობა არასერიოზული და სახიფათოა. ასეთი ნდობისა და დამოკიდებულების შედეგი უკვე ვიხილეთ ში
„დღეს დემოკრატიის სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს უზღუდავენ და ამას საკუთარი ხელით აკეთებინებენ იმ თაობას, რომელიც ყველა დროს, ყველაზე ხმამაღლა ითხოვდა დამოუკიდებლობას,” – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს.
დიმიტრი ხუნდაძე შიშობს, რომ დაუძინებელი მეგობრების“ მზაკვრული გეგმების განხორციელება ქვეყნის მომავალს უქმნის საფრთხეს და სწორედ ამიტომ ქვეყანას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„დღეს დემოკრატიის სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს უზღუდავენ და ამას საკუთარი ხელით აკეთებინებენ იმ თაობას, რომელიც ყველა დროს, ყველაზე ხმამაღლა ითხოვდა დამოუკიდებლობას.
ქართულ კანონს სწორედ იმიტომ არქმევენ რუსულს, რომ შავი ფულით ქვეყნის მართვის ბერკეტი ხელიდან არ გაუშვან. ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები” სწორედ ამიტომ არიან შეშფოთებულები და არა იმიტომ, რომ ქვეყანას უკეთეს მომავალს უსურვებენ.
ემოციების ამარა ქვეყნის მომავლის დატოვება და სახელმწიფო უსაფრთხოების მხოლოდ “პარტნიორმეგობრობაზე” მინდობა არასერიოზული და სახიფათოა.
ასეთი ნდობისა და დამოკიდებულების შედეგი უკვე ვიხილეთ უკრაინაში, რაც საქართველოსთვის არ მემეტება.
ფრთხილად საქართველო!“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.
Previous: გვეუბნებიან – ჩამოდით, შეგხვდებით, მაგრამ ვიზიტამდე უნდა შეაჩეროთ კონკრეტული კანონის განხილვაო, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა მიღებული

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ