პსჟ-ს მეორე მეკარე მატვეი საფონოვი სოციალური ქსელის მეშვეობით პარიზელთა ჩემპიონობას გამოეხმაურა.
რუსის თქმით, პსჟ-ს მიმდინარე სეზონში უფრო დიდი მიზნები აქვს.
“ემოციებით არ უნდა გადავიტვირთოთ, ასე მალე ჩემპიონები იმიტომ გავხდით, რომ ღირსეული კონკურენცია არ იყო. მეტიც, გუნდში ყველას ესმის, რომ მიმდინარე სეზონში უფრო დიდი მიზნები გვაქვს.
ვულოცავ ყველას, ვინც გვგულშემატკივრობდა, ვულოცავ ჩემ თავსაც. ეს ჩემს კარიერაში უმნიშვნელოვანესი დღეა”, – დაწერა საფონოვმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, საფონოვი ლიგა 1-ის გამარჯვებული ისტორიაში მე-13-ედ გახდა.
