ემორის უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამა საქართველოში | ქართველების მეგობარი ამერიკელი პროფესორი კენ ვოლკერი

ჩვენ ხშირად გიყვებით ხოლმე ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შესახებ, რომელიც დღეს სტრატეგიულ პარტნიორობამდეა ასული, თუმცა ზოგჯერ ყველაფერი ადამიანური ურთიერთობებიდან იწყებოდა, რომელიც ნელ-ნელა საქმიან და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ბევრი დადებითი ნაყოფის მომტანი აღმოჩნდა.
დღეს ერთ განსაკუთრებულ ადამიანზე გიამბობთ, რომელმაც წლების წინ ორი ჯორჯია ერთმანეთს დაუმეგობრა და ქართველ ახალგაზრდებს უკეთესი მომავლის შანსი დაანახა. ახლაც, მისი გარდაცვალების შემდეგაც, კენ ვოლკერის სახელი და დატოვებული საქმე საქართველოსთვის კვლავაც შესაძლებლობების ფანჯარაა.
ავტორი: ელენე მარგალიტაშვილი