ემილ ავდალიანი – 2024 წელს და, დიდი ალბათობით, მომდევნო პერიოდშიც, რუსეთ-ირანის უპრეცედენტო დაახლოების მომსწრენი ვიქნებით

თუ როგორი იყო ახლო აღმოსავლეთისთვის 2023 წელი, იმ დინამიკის გათვალისწინებით, რაც ახლო აღმოსავლეთში ჰამასის წინააღმდეგ ს ბრძოლას ჰქონდა, სავარაუდოდ, როგორი იქნება 2024 წელი ახლო აღმოსავლეთისთვის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბოლო ომის შემდეგ ჩამოყალიბებულ ახალ რეალობის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, როგორი იქნება 2024 წელის სამხრეთ კავკასიისთვის, სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობა რა კორექტივებს შეიტანს რეგიონის სატრანსპორტო შესაძლებლობებში, ასევე იმაზე, „ინტერპრესნიუსი“ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, ემილ ავდალიანს ესაუბრა.
– ბატონო ემილ, ს ომის ფონზე ახლო აღმოსავლეთში ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ჰამასმა ისრაელის სახელმწიფოზე ტერორისტული თავდასხმები განახორციელა და მძევლად ისრაელის და სხვა ქვეყნის მოქალაქეები აიყვანა.
ისრაელი აცხადებს, რომ ბრძოლას ტერორისტების წინააღმდეგ მანამდე არ დაასრულებს, ვიდრე მათ არ გაანადგურებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა დარწმუნებულია, რომ ჰამასის გააქტიურების უკან რუსეთი დგას, ისრაელის სამხედრო ოპერაციამ ტერორისტების წინააღმდეგ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ამ ოპერაციის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის.
ისრაელი ტერორისტებს საკმაოდ წარმატებით კი ებრძვის, მაგრამ, ფაქტია, რომ ამ ბრძოლას უამრავი მშვიდობიანი ადამიანიც შეეწირა და ბევრი დევნილად იქცა.
ტერორისტების წინააღმდეგ ისრაელის ბრძოლის ფონზე საუდის არაბეთში ვიზიტად იმყოფებოდა რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, რომელსაც უკრაინაში დაწყებული ომის გამო დასავლელი ლიდერები აღარც კი ეკონტაქტებიან.
2023 წელს რა ძირითადი ცვლილებები მოხდა ახლო აღმოსავლეთში? ღაზაში ომის ფონზე, სავარაუდოდ, როგორი იქნება 2024 წელი ახლო აღმოსავლეთისთვის?
– ღაზაში ომი კიდევ ერთი სიგნალია იმისა, რომ მახლობელ აღმოსავლეთში ახალი რეალობა ყალიბდება. 2023 წელს, ირანის მიერ დაწყებულმა შერიგებებების მთელმა სერიამ, იქნება ეს საუდის არაბეთთან თუ სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებთან, შეცვალა რეგიონის გეოპოლიტიკური დინამიკა. ამიერიდან, არაბულ ქვეყნებს ნაკლები სურვილი აქვთ ისრაელთან შერიგება და ირანის წინააღმდეგ „გალაშქრება“ – პროცესი რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდა თავისი პოზიციების დასამყარებლად.
2024 წელს აშშ-ს მეტად გაუჭირდება თავისი პოზიციების შენარჩუნება მახლობელ აღმოსავლეთში. ამას გამოიყენებენ ჩინეთი და რუსეთი, რომლებიც ირანთან, თურქეთთან, საუდის არაბეთთან თუ არაბთა გაეთიანებულ საემიროებთან მეტი მჭიდრო კავშირის დამყარებას შეეცდებიან.
2024 წელს აშშ-ს მეტად გაუჭირდება თავისი პოზიციების შენარჩუნება მახლობელ აღმოსავლეთში. ამას გამოიყენებენ ჩინეთი და რუსეთი, რომლებიც ირანთან, თურქეთთან, საუდის არაბეთთან თუ არაბთა გაეთიანებულ საემიროებთან მეტი მჭიდრო კავშირის დამყარებას შეეცდებიან
ამიტომაც, აშშ-ის დიპლომატიის უმთავრეს საზრუნავს ფართო ანტი-ებრაული კოალიციის შექმნისთვის ხელის შეშლა იქნება, ისევე, როგორც თავისი უმთავრესი არაოფიციალური ვალდებულების შენარჩუნება – წითელ ზღვასა და სპარსეთის ყურეში უსაფრთხო მიმოსვლის გარანტორის როლის შესრულება.
მთლიანობაში, 2024 წელს მახლობელი აღმოსავლეთი უფრო მეტად გადაიქცევა რეგიონად, სადაც ერთი რომელიმე დიდი ძალის ბატონობა საბოლოოდ წარსულს ჩაბარდება. ჩინეთსა და რუსეთს მეტ-ნაკლებად თანაბარი შესაძლებლობები ექნებათ თავისი როლის გასაძლიერებლად. აშშ-ს ბევრად მეტი სამხედრო და დიპლომატიური პოტენციალი გააჩნია, თუმცა არაბულ ქვეყნებში უნდობლობა ვაშინგტონისადმი მოიმატებს. ასეთ მულტი-ვექტორულ მახლობელ აღმოსავლეთში მეტი გასაქანი იქნება ირანისთვის, თურქეთისთვის და სთვის.
ჩვენ აღნიშნული პროცესის მოსწრენი უკვე 2022 წლიდან გავხდით, როდესაც უკრაინაში ომის ფონზე, რეგიონის წარმყვანმა ქვეყნებმა არ აირჩიეს რომელიმე მხარე (ირანის გამოკლებით), არამედ მეტი მოქნილობა გამოიჩინეს, რითაც მეტი თავისუფლება და პრესტიჟი მოიპოვეს მწოფლიო პოლიტიკაში.
დღეს, რუსეთი, ჩინეთი, აშშ და სხვები აქტიურად ცდილობენ მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნების გადმობირებას. არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ დღევანდელ ცვალებად მსოფლიო წესრიგში ის ძალა ითამაშებს წარმმართველ როლს, რომელიც მოახერხებს მახლობელი აღმოსავლეთის დიდი ქვეყნების გადმობირებას, ქვეყნების, რომლებიც ე.წ. „გლობალურ სამხრეთში“ წამყვან როლს ასრულებენ.
რუსეთი, ჩინეთი, აშშ და სხვები აქტიურად ცდილობენ მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნების გადმობირებას. არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ დღევანდელ ცვალებად მსოფლიო წესრიგში ის ძალა ითამაშებს წარმმართველ როლს, რომელიც მოახერხებს მახლობელი აღმოსავლეთის დიდი ქვეყნების გადმობირებას, ქვეყნების, რომლებიც ე.წ. „გლობალურ სამხრეთში“ წამყვან როლს ასრულებენ
– უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე მოხდა ანტიდასავლურად და ანტიამერიკულად განწყობილი რუსეთსა და ირანის დაახლოება.
უკრაინაში ომის დაწყების პირველივე თვეებში ირანი რუსეთს მის მიერ წარმოებულ დრონებს აწვდიდა. ორ ქვეყანას შორის რეკორდულად გაიზარდა ვაჭრობა. თეირანი ეწინააღმდეგება ისრაელის ოპერაციას ღაზას სექტორში იმ მოტივით რომ პალესტინელი ბავშვები და მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან, მაგრამ ირანული დიპლომატია უკრაინა-რუსეთის ომში გარდაცვლილ და დაზარალებულ ვერც ბავშვებს და ვერც მოქალაქეებს ამჩნევს.
25 დეკემბერს რუსეთსა და ირანს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას „თავისუფალი ვაჭრობის“ შესახებ.
უკრაინა – რუსეთის ომის ფონზე როგორი შეაფასებდით რუსეთ-ირანს შორის ურთიერთობებს? სავარაუდოდ, როგორ აისახება მათი ურთიერთობები იმ პროცესებზე, რაც უკრაინა-რუსეთის ომის გამო დღევანდელ მსოფლიოშია ჩამოყალიბებული?
– ირანისთვის უკრაინაში ომი ერთ-ერთ მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს, რადგან ამ ხანგრძლივი კონფლიქტით რუსეთმა ირანთან მეტად გააღრმავა სავაჭრო და სამხედრო თანამშრომლობა და მოსწყდა დასავლურ ვექტორს. ამიერიდან რუსეთიც მკაფიოდ ანტიდასავლურ წრეშია ირანთან და ჩინეთთან ერთად.
რანის რუსეთთან განსაკუთრებული დაახლოება კიდევ ერთ რამეზე მიანიშნებს. ირანის საგარეო პოლიტიკაში ბალანსი, რომელიც 1979 წლიდან ისლამური რევოლუციის მამებმა დაამყარეს, დღეს მორღვეულია. თუ რევოლუციის შემდგომი პოლიტიკა უფრო ბალანსის შენარჩუნებას ემსახურებოდა, თანამედროვე პერიოდში კი ქვეყნის პოლიტიკური ელიტის დიდ ნაწილში რუსეთისკენ და ზოგადად აზიისკენ ხედვამ ჩაანაცვლა ტრადიციული მიდგომები.
2024-იც რუსეთ-ირანის ურთიერთობებში განსაკუთრებული დაახლოების ტენდენცია გაგრძელდება. არცერთს არ სურს ოფიციალური სამოკავშირეო ვალდებულებების აღება. ორივე მოთამაშე ძალთა ბალანსის იდეით ოპერირებს და რაიმე სახის მკაცრი სამოკავშირეო ვალდებულებები მხოლოდ დამაბრკოლებებლი იქნება ახლო ურთიერთობებისთვის
ირანის რუსეთთან დაახლოების რამდენიმე მიზეზია, თუმცა მათგან დასავლეთთან უკიდურესი დაძაბულობა მაინც უმთავრესია. მეორე ისაა, რომ ქვეყნის პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ კოლექტიური დასავლეთის ბატონობა მსოფლიო პოლიტიკასა და ეკონომიკაში მოირღვა და ის დაცემის ფაზაშია. ამის პარალელურად, არსებობს ღრმა რწმენა (ევრ)აზიის აღმავლობისადმი.
მსგავსად წინა წლებისა, 2024-იც რუსეთ-ირანის ურთიერთობებში განსაკუთრებული დაახლოების ტენდენცია გაგრძელდება. არცერთს არ სურს ოფიციალური სამოკავშირეო ვალდებულებების აღება. ორივე მოთამაშე ძალთა ბალანსის იდეით ოპერირებს და რაიმე სახის მკაცრი სამოკავშირეო ვალდებულებები მხოლოდ დამაბრკოლებებლი იქნება ახლო ურთიერთობებისთვის.
აქვე დავამატებ იმასაც, რომ ჩრდილოეთ-სამხრეთის სავაჭრო დერეფნის განვითარების, ირანსა და ევრაზიულ კავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების დადებისა და საერთო ანტი-დასავლური სენტიმენტების არსებობის ფონზე, 2024 წელს და, დიდი ალბათობით, მომდევნო პერიოდშიც, რუსეთ-ირანის უპრეცენდენტო დაახლოების მომწრენი ვიქნებით.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ოფიციალური ზავის დადების შანსებმა ბევრად იმატა. არის იმის კონკრეტული მინიშნებები, რომ ხელშეკრულების დადება 2024 წლის პირველ თვეებში მოხდება
– აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბოლო ომის შედეგმა სამხრეთ კავკასიაში ვითარება მნიშვნელოვნად შეცვალა.
პოლიტიკური წრეების ნაწილში გავრცელებული აზრია, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღის დაბრუნება იმის გამო შეძლო, რომ ამ საქმეში მას რუსეთ დაეხმარა.
მეორე ნაწილი თვლის, რომ ყარაბაღის საკითხში რუსეთი იძულებული იყო „თვალი დაეხუჭა“ ყარაბაღის მიმართულებით აზერბაიჯანის აქტივობებზე. ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ თურქეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობა, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში ისეთ დონეზე იყო, რომ წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა. ნატოს სტანდარტებზე გამართული თურქული ჯარის ნაწილია აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები.
ამ ცვლილების ფონზე ვხედავთ, რომ ს საგარეო პოლიტიკა ბევრი თვალსაზრისით გახდა მრავალვექტორული. და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა სომხეთი ეკონომიკურად ბევრადაა დამოკიდებული რუსეთზე. სომხეთ-თურქეთის საზღვარს სომხეთთან ერთად რუსებიც აკონტროლებენ და ამისთვის რუსული ფინანსებიც იხარჯება.
როგორ შეაფასებდით სამხრეთ კავკასიაში მომხდარ ცვლილებებს 2023 წელს და სავარაუდოდ, როგორი იქნება ამ ცვლილებების დინამიკა 2024 წელს?
– 2023 წელს, სამხრეთ კავკასიაში ფაქტობრივად დასრულდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი. მე აქ აღარ ვისაუბრებ იმაზე თუ რატომ არის აზერბაიჯანის მიერ თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მნიშვნელოვანი სამართლებრივი და გეოპოლიტიკური პროცესი.
თუმცა საჭიროა იმის აღნიშვნა, რომ ყარაბაღის დაცემით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ოფიციალური ზავის დადების შანსებმა ბევრად იმატა. არის იმის კონკრეტული მინიშნებები, რომ ხელშეკრულების დადება 2024 წლის პირველ თვეებში მოხდება.
ჩრდილოეთ-სამხრეთის სავაჭრო დერეფნის განვითარების, ირანსა და ევრაზიულ კავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების დადებისა და საერთო ანტი-დასავლური სენტიმენტების არსებობის ფონზე, 2024 წელს და, დიდი ალბათობით, მომდევნო პერიოდშიც, რუსეთ-ირანის უპრეცენდენტო დაახლოების მომწრენი ვიქნებით
დიდი ალბათობით, აღნიშნული საზავო შეთანხმებით ვერ მოხერხდება ყველა პრობლემური საკითხის მოგვარება. დოკუმენტი უფრო ზოგადი ხასიათის იქნება, რომლითაც ერევანი და ბაქო მზაობას გამოხატავენ კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარების თაობაზე. ისეთი საკითხები როგორებიცაა საზღვრის დემარკაცია, სომხური და აზერბაიჯანული ანკლავები და ყარაბაღში სომხების შესაძლო დაბრუნება, დიდწილად გადაუწყვეტელი იქნება და, რაც მთავარია, დროში გაწელილი.
ამის პარალელურად, საინტერესოა დიდი მოთამაშეების ინტერესები. ირანს არ აწყობს აზერბაიჯანის მოძლიერება, თურქეთს კი პირიქით. რა სარგებლის მიღება შეუძლია რუსეთს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების მოგვარებისგან არაა ნათელი.
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რუსეთი გადის რეგიონიდან, მაგრამ აშკარაა, რომ მოსკოვს არ აქვს ის რესურსი, რომ სამხრეთ კავკასია წინა პერიოდების მსგავსად, ერთპიროვნულად მმართოს. ამის მიზეზია ომი უკრაინაში, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს მეტი ლავირების საშუალებას აძლევს. ამიტომაც, მოსკოვი სულ უფრო მეტად თანამშრომლობს ანკარასთან და თეირანთან.
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რუსეთი გადის რეგიონიდან, მაგრამ აშკარაა, რომ მოსკოვს არ აქვს ის რესურსი, რომ სამხრეთ კავკასია წინა პერიოდების მსგავსად, ერთპიროვნულად მმართოს. ამის მიზეზია ომი უკრაინაში, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს მეტი ლავირების საშუალებას აძლევს. ამიტომაც, მოსკოვი სულ უფრო მეტად თანამშრომლობს ანკარასთან და თეირანთან
ამ სამ ძალას არ სურს რეგიონში დასავლეთის მოძლიერება, რითაც „საერთო კომფორტის ზონას“ იქმნიან.
– 3 + 3-ის ფორმატის იდეას აქტიურად ლობირებს მოსკოვი და თეირანი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი დროგამოშვებით ახსენებს თბილისს, რომ საქართველოსთვის ამ ფორმატში მონაწილეობა კარგი იქნება და რომ მას ამ ფორმატში ელოდებიან.
მას შემდეგ რაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, რუსეთი და ირანი კი მკაფიოდ ანტიდასავლურ პოლიტიკურ კურსს ახორციელებენ. ასეთ ვითარებაში მოსკოვი და თეირანი ისევ შეეცდებიან 3 + 3-ის ფორმატში საქართველოს მიიღოს მონაწილეობა? თუ კი, ოფიციალური თბილისის სავარაუდო პასუხი როგორი შეიძლება იყოს?
– 3+3-ის ფორმატი უცნაური ინიციატივაა. თითქოს რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავება საქართველოსთვის ყოველთვის საინტერესო უნდა იყოს, თუმცა სამხრეთ კავკასიაში ამის გაკეთება საკმაოდ რთულია. საქართველოს ისედაც აქვს მჭიდრო ურთიერთობები თავის მეზობლებთან და ამითვის 3+3-ის ინიციატივაში მონაწილეობა სულაც არაა საჭირო.
ირანს, ისევე როგორც რუსეთს, უფრო სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულების სავაჭრო გზები აინტერესებს. თურქეთი კი საპირისპირო აზრისაა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებას ანიჭებს უპირატესობას
რაც მთავარია, გაუგებარია თუ რას ითვალისწინებს 3+3-ის ფორმატი, გარდა იმ სურვილისა, რომ არარეგიონალური ძალები გარიყულები იყვნენ სამხრეთ კავკასიიდან. მაგალითად, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ამ ინიციატივამ საერთო რეგიონალური სავაჭრო-სატრანზიტო გზები განავითაროს იმგრავად, რომ ამით რეგიონის ყველა ძალამ იხეიროს.
ირანს, ისევე როგორც რუსეთს, უფრო სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულების სავაჭრო გზები აინტერესებს. თურქეთი კი საპირისპირო აზრისაა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებას ანიჭებს უპირატესობას.
მეტიც, საქართველო-რუსეთს შორის რთული ურთიერთობები მეტად ამცირებს შანსებს, თბილისმა რამე ხელშესახები დივიდენდები მიიღოს აღნიშნული ფორმატისგან. არც სომხეთ-საზერბაიჯანს შორის იქნება გამარტივებული ურთიერთობები შესაძლო სამშივიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ.
ამიტომაც, 3+3-ის ფორმატი მაინც უფრო ბუნდოვანია, ვიდრე რამე კონკრეტული შედეგის მომტანი. ზუსტად ამ გადმოსახედიდან უნდა შევხედოთ საკითხს უნდა მონაწილეობდეს საქართველო ამ ინიციატივაში თუ არა.
3+3-ის ფორმატი მაინც უფრო ბუნდოვანია, ვიდრე რამე კონკრეტული შედეგის მომტანი. ზუსტად ამ გადმოსახედიდან უნდა შევხედოთ საკითხს უნდა მონაწილეობდეს საქართველო ამ ინიციატივაში თუ არა
– 2024 წელი რომ რთული წელი იქნება, ამაზე ისიც მიანიშნებს, თუ რა პერიპეტიები უძღვის წინ აშშ-ში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს.
მომავალი წელი რომ ასევე რთული იქნება ევროპისთვის, ესეც ჩანს, რადგან უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე ევროკავშირის ქვეყნებში უნდა ჩატარდეს ევროპარლამენტის .
ფაქტია, რომ ორივე ამ არჩევნების შედეგები უმნიშვნელოვანესი იქნება დღევანდელი მსოფლიოსთვის. ფაქტია, რომ აშშ ცდილობს ერთდროულად გაუმკლავდეს ირანს, რუსეთსა და ჩინეთს. თუმცა, ბევრი თვლის, რომ იმ რეალობაში, რომელშიც ვიმყოფებით ერთმანეთის კონკურენტი აშშ და ჩინეთი უფრო მოკავშირეები არიან, ვიდრე მოწინააღმდეგეები.
იმ რეალობებისა და წინააღმდეგობების გათვალისწინებით, რომელშიც მიილია 2023 წელი, სავარაუდოდ, როგორი შეიძლება აღმოჩნდეს 2024 წელი დღეს არსებული მსოფლიო წესრიგისათვის?
– 2024 წელი, დიდიწილად, გადამწყვეტი იქნება უკრაინაში მიმდინარე ომისთვის. კოლექტიური დასავლეთი ან გააგრძელებს სთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების დაწევას, ან მოხდება ისეთი საერთაშორისო პირობების შექმნა, რომ ომის აქტიური ფაზა დასრულდეს და მინიმუმ კიევსა და მოსკოვს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდოს.
ის რომ რუსეთი დასავლეთთან ხანგრძლივ კონფრონტაციაშია შესული, აიძულებს კოლექტიურ დასავლეთს ასევე ხანგრძლივი პაექრობისთვის მოემზადოს. ამისთვის კი საჭიროა სწორი და გრძელვადიან შედეგებზე გათვლილი სტრატეგიის მოფიქრება.
ის რომ რუსეთი დასავლეთთან ხანგრძლივ კონფრონტაციაშია შესული, აიძულებს კოლექტიურ დასავლეთს ასევე ხანგრძლივი პაექრობისთვის მოემზადოს. ამისთვის კი საჭიროა სწორი და გრძელვადიან შედეგებზე გათვლილი სტრატეგიის მოფიქრება
ანალიტიკოსები და მკვლევრები დასავლეთში სულ უფრო მეტად საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთის შეჩერება შესაძლოა მოხერხდა, თუმცა არა მისი გაგდება უკრაინის ტერიტორიიდან.
ამიტომაც, სწორი ფინანსური და სამხედრო სტრატეგია, რომელიც გაწელილი იქნება წლებზე ბევრად უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე მოლოდინის შექმნა, რომე უკრაინამ აუცილებლად დროის ერთ რომელიმე მონაკვეთში უნდა მოახერხოს ტერიტორიების დაბრუნება.
აშშ-ში არჩევნების შედეგები დიდ გავლენას მოახდენს უკრაინის ომზე. იქნება მომდევნო პრეზიდენტი ბაიდენი თუ ტრამპი, ამ მომენტისთვის რჩება შთაბეჭდილება, რომ ორივეს გაუჭირდება უკრაინისთვის სრული სამხედრო-ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფა.
არადა, კლასიკური გეოპოლიტიკური გათვლებით უკრაინაში ომი აშშ-ს უზარმაზარ უპირატესობას ანიჭებს. ვაშინგტონი არც თუ ისე დიდი დანახარჯებით ახერხებს რუსული ჯარების დაკნინებას, რაც რუსეთის გავლენის შესუსტებას იწვევს როგორც სამხრეთ კავკასიაში, ასევე ცენტრალურ აზიაში.
არადა, კლასიკური გეოპოლიტიკური გათვლებით უკრაინაში ომი აშშ-ს უზარმაზარ უპირატესობას ანიჭებს. ვაშინგტონი არც თუ ისე დიდი დანახარჯებით ახერხებს რუსული ჯარების დაკნინებას, რაც რუსეთის გავლენის შესუსტებას იწვევს როგორც სამხრეთ კავკასიაში, ასევე ცენტრალურ აზიაში
თუმცა, როგორც ჩანს, ასეთი „ცივი ომის“ დროინდელი სტრატეგიული გათვლები, რომლებიც ე.წ. rimland-ის და heartland-ის იდეებზე არის დამყარებული, დღეს, ნაკლებად ახდენს გავლენას ამერიკულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტზე.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი