თურქეთსა და სომხეთს შორის საზღვრის ტვირთებისთვის გახსნის მნიშვნელობაზე, რა გავლენას იქონიებს მომხდარი საქართველოს სატრანზიტო ფუნქციაზე, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მიზეზებსა და პერსპექტივაზე, სავარაუდოდ, რას შეიძლება უკავშირდებოდეს თურქეთ-საქართველოს საზღვრისპირეთში ანკარის სარკინიგზო გზების მშენებლობის გეგმები, ასევე იმაზე, რა ვითარებაა ღაზის სექტორში „ინტერპრესნიუსი“ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, ისტორიკოსს, ემილ ავდალიანს ესაუბრა.
– ბატონო ემილ, გასული კვირა თანამედრო თურქეთისა და სომხეთის ისტორიაში მნიშვნელოვანი აღმოჩნდა – თურქეთსა და სომხეთს შორის არსებული საზღვარი, რომლის დაცვაზე სსრკ-ს დაცვის შემდეგ სომხეთი და რუსეთი ნახევარ მილიარდ დოლარს ხარჯავდნენ, ტვირთებისთვის გაიხსნა.
ამ საზვღარზე უკვე აღარ დგანან რუსი მესაზღვრეები, რომლებიც სომეხ მესაღვრეებთან ერთად იცავდნენ ამ საზღვარს. სომხეთის პრემიერმა ფაშინიანმა თურქეთის პრეზიდენტი ერდოანი ერევანში მიიწვია.
თქვენ როგორ შეაფასებდით თურქეთსა და სომხეთს შორის საზღვრის ტვირთებისთვის გახსნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მნიშვნელობას?
რა გავლენას იქონიებს მომხდარი საქართველოს სატრანზიტო ფუნქციაზე?
– აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ის მეტად აახლოებს ერევანსა და ანკარას და ორივე მხარეს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ უბიძგებს.
რა თქმა უნდა, თურქეთისა და სომხეთის საბოლოო შერიგება მაინც უფრო ბაქოსა და ერევანს შორის საზავო მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული. ხოლო, რაც შეეხება იმას, ტრანზიტის გახსნა სომხეთზე რა გავლენას მოახდენს საქართველოზე, ვფიქრობ, ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რეგიონში მთავარი ტრანზიტული ქვეყნის როლი დაკარგოს. დიდი ალბათობით, სომხეთზე გამავალი გზა მაინც უფრო მეორადი ხასიათის იქნება.
სავაჭრო გზების განვითარების დინამიკა არ მუშაობს მხოლოდ იმ პრინციპით, რომელიც გეოგრაფიული დისტანციის სიმცირეს ეფუძნება. დიახ, აზერბაიჯანიდან თურქეთამდე მოსახვედრად უმოკლესი გზა მართლაც, რომ სომხეთზე გადის, თუმცა აღნიშნული ფაქტორის გარდა მრავალი სხვა საკითხია გასათვალისწინებელი.
თურქეთისა და სომხეთის საბოლოო შერიგება მაინც უფრო ბაქოსა და ერევანს შორის საზავო მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული. ხოლო, რაც შეეხება იმას, ტრანზიტის გახსნა სომხეთზე რა გავლენას მოახდენს საქართველოზე, ვფიქრობ, ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რეგიონში მთავარი ტრანზიტული ქვეყნის როლი დაკარგოს. დიდი ალბათობით, სომხეთზე გამავალი გზა მაინც უფრო მეორადი ხასიათის იქნება
მათ შორისაა ინფრასტრუქტურა, გეოპოლიტიკური ვითარება, სასაზღვრო რეგულაციები და ასე შემდეგ. საქართველოზე გამავალი სავაჭრო გზები მნიშვნელოვანი უპირატესობებით სარგებლობენ და, ამიტომაც, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სომხეთზე ტრანზიტმა ამიერიდან მთავარი როლი შეასრულოს რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკურ განვითარებაში.
– მას შემდეგ, რაც რუსებმა თავის ტერიტორიაზე აზერბაიჯანული ავიოხაზების თვითმფრინავი დააზიანეს და ამ თვითმფრინავმა შეძლო ყაზახეთისკერ აეღო გეზი, მაგრამ ამავე ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და მის ბორტზე მყოფი 45 აზერბაიჯანის მოქალაქე დაიღუპა, აზერბაიჯანს ადა რუსეთს შორის ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა.
რუსეთის სამართალდამცავები რუსეთში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ბიზნესმენებსა და მოქალაქეებს დაერივნენ, მათ შორის რუსეთში მცხოვრები აზერბაიზანული სათვისტომოს ხელმძღვანელობას.
ამის შემდეგ ცენტრალურ აზიაში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობა პრეზიდენტმა პუტინმა მიიღო, ვიხილეთ ალიევ-პუტინის შეხვედრა, რომელზეც პუტინმა მომხდარის გამო დაგვიანებული ბოდიში მოიხადა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მობოდიშების შეხვედრის კადრებში პუტინი დამცირებულადაც კი გამოიყურებოდა, პუტინის ქართველმა გულშემეტკივრებმა მომხდარია არა თუ არ შეიმჩნიეს, ისიც კი ეჭვის ქვეშ დააყენებს, მოუხადა თუ არა პუტინმა ალევს ბოდიში.
იმ პროცესების ფონზე თუ როგორ ვითარდება პროცესები უკრაინა-რუსეთის ფრონტზე, ისრაელსა და ხამასს შორის დაპირისპირება, როცა ამ კვირაში აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა ვაშინგტონში მიიწვია ყაზახეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთი ლიდრები, აზერბაიჯანი და სომხეთი შერიგების პროცესში არიან, როგორც ჩანს, არც თუ ისე შორსაა თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება, რამდენად რეალისტურად გამოიყურება პუტინ-ალიევის შერიგება და ახლა რა პრობლემების წინაშე დგანან ქვეყნები?
– დუშანბეში აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებს შორის შეხვედრამ ორ ქვეყანას შორის შერიგების შთაბეჭდილება დატოვა. შერბილდა პოლიტიკური რიტორიკა, გადაიდგა პრაქტიკული ნაბიჯები დაკავებული ადამიანების გასანთავისუფლებლად. მაგალითად, „სპუტნიკ აზერბაიჯანის“ მთავარი რედაქტორის გაათავისუფლეს. ამ მომენტისთვის არც ერთ მხარეს არ აწყობს გაურკვეველი ორმხრივი ურთიერთობების ქონა.
რუსეთისთვის უკრაინაში ომის პარალელურად მნიშვნელოვანია ირანამდე და, ზოგადად, ახლო აღმოსავლეთამდე სახმელეთო სავაჭრო გზების შენარჩუნება. ერთ-ერთი ასეთი გზა აზერბაიჯანზე გადის.
მოსკოვს ასევე არ აწყობს აზერბაიჯანთან დაძაბულობა, რადგან უკრაინაში ომის პარალელურად რუსეთს სულ უფრო მეტად უჭირს სამხრეთ კავკასიაში სხვა მოთამაშეების შეკავება. თურქეთის გარდა, აზერბაიჯანის მხრიდან აშშ-სთან თუ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება პირდაპირ ურტყავს რეგიონში მოსკოვის გავლენას. ამიტომაც, ამ მომენტისთვის აზერბაიჯანთან ურთიერთობების დალაგება პირადპირ მოსკოვის ინტერესებში შედის.
უკრაინაში ომის პარალელურად რუსეთს სულ უფრო მეტად უჭირს სამხრეთ კავკასიაში სხვა მოთამაშეების შეკავება. თურქეთის გარდა, აზერბაიჯანის მხრიდან აშშ-სთან თუ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება პირდაპირ ურტყავს რეგიონში მოსკოვის გავლენას. ამიტომაც, ამ მომენტისთვის აზერბაიჯანთან ურთიერთობების დალაგება პირდაპირ მოსკოვის ინტერესებში შედის
იგივეს თქმა შეიძლება აზერბაიჯანზეც. მართალია, რუსეთი ჩართულია დასავლეთის ქვეყნებთან არაპირდაპირ სამხედრო კონფლიქტში და მრავალი მძიმე სანქციის ქვეშაა მოქცეული, მაგრამ მას მაინც გააჩნია საკმარისი სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალი, რომ, საჭიროების შემთხვევაში, აზერბაიჯანი დააზარალოს.
მაგალითად, მოსკოვს შეუძლია აზერბაიჯანზე გამავალი სავაჭრო გზის საქართველოზე გადატანა. ასევე სავსებით შესაძლებელია რუსეთში აზერბაიჯანული ბიზნესების მეტად შევიწროება, თუ სრულად კონფისკაცია. ეს კი მნიშვნელოვანი ბერკეტია, რადგან აზერბაიჯანული წარმოშობის ბიზნესმენები რუსეთში, დაახლოებით, 50 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიზნესებს ფლობენ.
წლების განმავლობაში ისინი რუსეთში აზერბაიჯანის ე.წ. რბილ ძალას წარმოადგენდნენ და პრაქტიკულ პოლიტიკურ გავლენასაც ფლობდნენ. მათმა ლობირებამ გარკვეული როლიც კი შეასრულა 2020 წელს ყარაბაღის მეორე ომის დროს მოსკოვის პოზიციის ჩამოყალიბებაზე.
მოსკოვს შეუძლია აზერბაიჯანზე გამავალი სავაჭრო გზის საქართველოზე გადატანა. რუსეთში აზერბაიჯანული ბიზნესების მეტად შევიწროება და სრულად კონფისკაცია. ეს კი მნიშვნელოვანი ბერკეტია, რადგან აზერბაიჯანული წარმოშობის ბიზნესმენები რუსეთში, დაახლოებით, 50 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიზნესებს ფლობენ
ამასთან ერთად, აზერბაიჯანული წარმოშობის ბიზნესმენების აღზევება დაემთხვა რუსეთში სომხური წარმოშობის მქონე ბიზნესმენთა ჯგუფის დასუსტებას, რაც კარგად ირეკლავდა სამხრეთ კავკასიაში მოსკოვის პრეფერენციებს.
– თურქული მხარე საქართველოს საზღვრებთან ააშენებს ახალ სარკინიგზო ხაზებს. ამ პროცესმა, შესაძლოა, მომავალში ე.წ. „აფხაზეთის რკინიგზის“ აღდგენის საკითხი დააყენოს დღის წესრიგში უკვე არა მარტო მოსკოვის მხრიდან, არამედ უშუალოდ თურქული მხრიდანაც.
ანკარა დიდი ხანია ცდილობს აფხაზეთს სახმელეთო გზით დაუკავშირდეს. ამას აქამდე რუსეთი ეწინააღმდეგებოდა. ახლა როცა რუსებს აფხაზეთში თავისი 23 ნაწილი აქვთ, არაა გამორიცხული ეს საკითხი რუსებმაც დააყენონ დღის წესრიგში.
თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ აფხაზეთის რკინიგზის გახსნა რუსებს თავისი ტვირთების ირანში ჩასატანად უფრო უნდოდათ, ანუ ჩრდილოეთ-სამხრეთის ნაკადების გასახსნელად.
ახლა როცა, 3 + 3 -ის პროექტი პრაქტიკულად ჩავარდნილია, რომელშიც მოსკოვი საქართველოს ეპატიჟებოდა, არაა გამორიცხული, სწორედ ამას უკავშირდებოდეს თურქეთის ტერიტორიაზე ახალი სარკინიგზო ხაზების მშენებლობა.
იმ შემთხვევაშიც კი თუ აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გახსნა რუსეთის გარდა თურქეთმაც მოისურვა, ჩვენ რა თქმა უნდა, მათ ანგარიში კი უნდა გაუწიოთ, მაგრამ, ორივეს წინაშე უნდა დავაყენოთ საკითხი ამით საქართველო რას მოიგებს?
რაც აფხაზეთს ეხება ოფიციალური თბილისის პოზიცია ბევრი თვალსაზრისითაა გაუგებარი. არც საქართველო, არც მისი სეპარატისტული ტერიტორიები დსთ-ს წევრები არ არიან, მაგრამ, საქართველოს ხელისუფლებამ უპასუხოდ დატოვა პუტინის განკარგულება, რომლითაც რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩი დანიშნა და მას აფხაზეთსა და საქართველოს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის დემარკაცია დემილიტაციის კომისიის ხელმძღვანელობა დაავალა.
იმ შემთხვევაში თუ ანკარამ რუსეთთან ერთად მოითხოვა აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენა, სავარაუდოდ, როგორი იქნება ოფიციალური თბილისის პასუხი?
– 1990-იანი წლებიდან მოყოლებული სამხრეთ კავკასიაში „აფხაზეთის რკინიგზის“ შესაძლო აღდგენაზე საუბრისას, ყურადღებას, ძირითადად, მახვილდებოდა ამ პროექტის მნიშვნელობაზე რუსეთიდან სომხეთამდე და ირანამდე დასაკავშირებლად.
თუმცა, ბოლო წლებში ნათელი გახდა, რომ რუსეთს ირანამდე სარგინიგზო მიმოსვლა ბევრად გაუმარტივდება აზერბაიჯანის გავლით. ამისთვის კი აზერბაიჯან-ირანის საზღვარზე მხოლოდ 160-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის აშენება რჩება. აზერბაიჯანზე ამ ხაზის გავლა რუსეთს უფრო აწყობს, რადგან ეს არის ჩრდილოეთ-სამხრეთის სავაჭრო დერეფნის უმსხვილესი განშტოება.
რუსეთს ირანამდე სარგინიგზო მიმოსვლა ბევრად გაუმარტივდება აზერბაიჯანის გავლით. ამისთვის კი აზერბაიჯან-ირანის საზღვარზე მხოლოდ 160-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის აშენება რჩება. აზერბაიჯანზე ამ ხაზის გავლა რუსეთს უფრო აწყობს, რადგან ეს არის ჩრდილოეთ-სამხრეთის სავაჭრო დერეფნის უმსხვილესი განშტოება
შესაბამისად, რუსეთისთვის „აფხაზეთის რკინიგზის“ აღდგენა ირანამდე მისასვლელად აღარ წარმოადგენს ისეთივე პრიორიტეტს, როგორც ეს აქამდე იყო. ამასთან ერთად, რუსეთის დაინტერესება სომხეთამდე სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებითაც საეჭვოა, რადგან მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის საქართველოს გავლით უწყვეტად მიმდინარეობს: ლარსის გამშვები პუნქტის გარდა, მიმდინარეობს დამატებითი ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულების გზების გაყვანაც, რაც საქართველოს გავლით რუსეთსა და სომხეთს შორის კავშირებს მეტად გაზრდის.
არაა გამორიცხული, რომ ამ გეოპოლიტიკურ რეალობაში მნიშვნელოვანი როლი თურქეთმა შეასრულოს. ანკარა რუსეთთან პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლის შექმნის მომხრეა, რისი შესაძლებლობაც აქამდე არ ჰქონდა.
დღეს, თურქეთის ერთ-ერთი პროექტი სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის მაღალსიჩქარიანი მატარებლის ხაზია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სარკინიგზო ტრანსპორტირება ანკარას, თურქეთის შავი ზღვის რეგიონსა და საქართველოს შორის. პროექტის შედეგად, ერთმანეთს დაუკავშირდება ქალაქები – ორდუ, გირესუნი, ტრაპიზონი, რიზე და ართვინი. ამით თურქეთის სარკინიგზო სისტემა უფრო ახლოს მივა ოკუპირებულ აფხაზეთთან.
რუსეთისთვის „აფხაზეთის რკინიგზის“ აღდგენა ირანამდე მისასვლელად აღარ წარმოადგენს ისეთივე პრიორიტეტს, როგორც ეს აქამდე იყო… არაა გამორიცხული, რომ ამ გეოპოლიტიკურ რეალობაში მნიშვნელოვანი როლი თურქეთმა შეასრულოს. ანკარა რუსეთთან პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლის შექმნის მომხრეა, რისი შესაძლებლობაც აქამდე არ ჰქონდა
დარჩენილი იქნება მხოლოდ სარფსა და ენგურს შორის არსებული მონაკვეთი. თურქეთში ახალი პროექტის დასასრულებლად რამდენიმე წელი იქნება საჭირო. თუმცა, სავსებით შესაძლებელია, მომდევნო წლებში რუსეთისა და თურქეთის დაინტერესება, რომ „აფხაზეთის რკინიგზა“ აღდგეს და ორი ქვეყანა ერთმანეთს დაუკავშირდეს, უფრო გაიზარდოს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რთულია იმის პროგნოზირება თუ რა იქნება საქართველოს ხელისფლების პოზიცია, თუ ასეთი სცენარი განვითარდა. საკუთრივ რკინიგზის აღდგენა არ შეიძლება იყოს სრულად ნეგატიური მოვლენა. აქ საინტერესოა დეტალები.
იქნება გამოყენებული სეპარატისტული აფხაზეთის შტამპი ე.წ. საზღვარზე? რამდენად ეკონომიკურად მომგებიანი იქნება ეს ტრანზიტი თბილისისთვის? რამდენად დაახლოებს ეს ქვეყანას ოკუპირებულ ტერიტორიებთან? და მარავალი სხვა მსგავსი საკითხი.
– აშშ-ს აქტიური ჩარევითა და მონაწილეობით ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი კი მოეწარა, მაგრამ, ყველაფერი ამ შეთანხმების შესაბამისად არ მიმდინარეობს.
ხამასს ისრაელისთვის გადასაცემი ცოცხლად არც დარჩენილი მძევლები დარჩენია და არც მათი ცხედრები. მიუხედავად ამისა, ხამასი არ აპირებს ღაზის სექტორში მმართველობითი პოზიციების დათმობას.
ვხედავთ, რომ ხამასის ამ პოზიციასთან შერიგებას ისრაელი არ დათანხმდება. ისიც ცხადა ჩანს, რომ ამ საკითხში ისარელს მახრს აშშ სრულად დაუჭერს.
მას შემდეგ, რა პალესტიანსა და ისარელს შორის, ასევე ისრაელსა და ხამასს შორის სამშვიდობო შეთანხმებას მოეწერა ხელი, ახლა რა ხდება ღაზის სექტორში?
– ღაზის სექტორში სამხედრო მოქმედებები პრაქტიკულად შეჩერდა, მაგრამ, როგორც წინა ინტერვიუში ვიმსჯელე, მთავარი საკითხი, რომელიც ხელს უშლის რეალური, გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას არის ჰამასის ბედი.
ისრაელსა და აშშ-ს ჰამასის სრულად გაძევება სურთ. იგივე სურს ბევრ არაბულ ქვეყანას, მაგრამ რეალობა განსხვავებულია. ყველას კარგად ესმის, რომ ჰამასის გავლენის ამოძირკვა ვერ მოხდება თუ სრულად არ მოხდა ღაზის სექტორის სრული ეკონომიკური აღდგენა და რეალური გეგმა არ დაიდო პალესტინური სახელმწიფოს ჩამოყალიბების შესახებ.
აქ კი ისრაელსა და აშშ-ს სხვებისგან რადიკალურად განსხვავებული ხედვა აქვთ. არც ერთსა და არც მეორეს არ სურთ პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ვაშინგტონისთვის ისრაელი ახლო აღმოსავლეთში ფორფოსტს წარმოადგენს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ თელ-ავივის წინააღმდეგ წავიდეს რეგიონულ საკითხებში.
ისრაელსა და აშშ-ს ჰამასის სრულად გაძევება სურთ. იგივე სურს ბევრ არაბულ ქვეყანას, მაგრამ რეალობა განსხვავებულია. ყველას კარგად ესმის, რომ ჰამასის გავლენის ამოძირკვა ვერ მოხდება თუ სრულად არ მოხდა ღაზის სექტორის სრული ეკონომიკური აღდგენა და რეალური გეგმა არ დაიდო პალესტინური სახელმწიფოს ჩამოყალიბების შესახებ
არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება არაბული ქვეყნების გავლენა. ამერიკისთვის საუდის არაბეთისა თუ საემიროების აზრიც მნიშვნელოვანია.
თუმცა, როგორც ბოლოდროინდელმა მოვლენებმა (ისრაელის მიერ დოჰას დაბომბვა) აჩვენა, ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის არჩევანისას, ვაშინგტონი მაინც უფრო ებრაული სახელმწიფოსკენ იხრება.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი




