სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დაცემის მიზეზებზე, ასევე იმაზე რა გავლენას იქონიებს მომხდარი რუსეთზე, ირანზე, ასევე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე, სავარაუდოდ, რა ტიპის შეთანხმებას მოაწერენ ხელს მოსკოვი და თეირანი, სავარაუდოდ, როგორ პოლიტიკას გაატარებს სამხრეთ კავკასიის და კერძოდ საქართველოს მიმართ ვაშინგტონი ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, „ინტერპრესნიუსი“ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, აღმოსავლეთმცოდნეს, ემილ ავდალიანს ესაუბრა.
– ბატონო ემილ, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ სირიაში ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების დაცემა ძალიან ბევრს, წარმოუდგენლად მიაჩნდა, უმცროსი ასადის ხელისუფლება საკმაოდ სწრაფად ჩამოიშალა, ძალაუფლებაში მისი და მამამისის ჰაფეზ ასადის დიდი ხნის ოპონენტები მოვიდნენ და ძალიან სწრაფად დაიწყეს გარე სამყაროს ურთიერთობა და ამ თვალსაზრისით საკმაოდ წინაც არიან წასული.
სირიის ტერიტორიის ნაწილი თურქებს აქვთ დაკავებული, სირიის ტერიტორიაზე არსებულ ჰამასის სამხედრო ბაზებს ისრაელი დროგამოშვებით ბომბავს.
ცხადია, ბაშარ ასადის ჩამოშლას თავისი მიზეზებიც გქონდა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ბაშარ ასადმა ქვეყანა დატოვა და რუსეთში წავიდა, ამჟამად, როგორი ვითარებაა სირიაში და ამ ეტაპზე რა ჩანს – სავარაუდოდ, როგორი მომავალი შეიძლება ჰქონდეს მას, და რა საზღვრებში?
– სირიაში რთული ვითარებაა: ახალი ხელისუფლება დამასკში ისევე, როგორც ბოლო წლებში ასადის მმართველობა, ქვეყნის სრულ ტერიტორიას ვერ აკონტროლებს. მეტიც, ასადის დაცემით გამოწვეული ქაოსით ისარგებლეს „როჯავას“ ქურთებმა და თავისი კონტროლის ქვეშ არსებული ტერიტორიები სირიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მეტად გააფართოვეს. თურქული საჯარისო შენაერთები და თურქების მიერ მხარდაჭერილი სირიის ეროვნული ჯარი სირიის ჩრდილოეთ საზღვრის დიდ ნაწილებს აკონტროლებენ და ქურთებთან აქტიურ შეტაკებებში არიან გადასულები.
ასადის დაცემით გამოწვეული ქაოსით ისარგებლეს „როჯავას“ ქურთებმა და თავისი კონტროლის ქვეშ არსებული ტერიტორიები სირიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მეტად გააფართოვეს. თურქული საჯარისო შენაერთები და თურქების მიერ მხარდაჭერილი სირიის ეროვნული ჯარი სირიის ჩრდილოეთ საზღვრის დიდ ნაწილებს აკონტროლებენ და ქურთებთან აქტიურ შეტაკებებში არიან გადასულები
ამასთან ერთად, სირიის სამხრეთ ნაწილში ისრაელის საჯარისო შენაერთებმა თავისი კონტროლის ზონა გაავრცელეს გოლანის მაღლობების უფრო დიდ ტერიტორიაზე და აგრეთვე იმ მაღლობებზე, რომლებიც უშუალოდ დამასკს გადაჰყურებენ. სირიის სანაპიროზე ჯერ კიდევ დგანან რუსები, თუმცა მკვეთრად შემცირებული ტექნიკითა და ადამიანური რესურსით.
ამრიგად, ვითარება საკმაოდ რთულია, რასაც ემატება სუნიტებსა და ალატივებს, სუნიტებსა და შიიტებს და საკუთრივ სუნიტებსა და ქრისტიანებს შორის გამწვავებული ურთიერთობები. გახშირებულია ძალადობა ეთნო-რელიგიურ ნიადაგზე.
გამოსავალი აღნიშნული ვითარებიდან ზომიერი, ინკლუზიური სახელმწიფო მმართველობის სისტემის დამყარებაა. თუმცა ბევრს ამის არ სჯერა, რადგან ახალი ხელისუფალნი დამასკში სულაც არ არიან ზომიერი ისლამისტები, არამედ, შესაძლოა, აღნიშნულ როლს მხოლოდ დროებით ირგებენ, როგორც ამას ბევრი მკვლევარი მიიჩნევს
გამოსავალი აღნიშნული ვითარებიდან ზომიერი, ინკლუზიური სახელმწიფო მმართველობის სისტემის დამყარებაა. თუმცა ბევრს ამის არ სჯერა, რადგან ახალი ხელისუფალნი დამასკში სულაც არ არიან ზომიერი ისლამისტები, არამედ, შესაძლოა, აღნიშნულ როლს მხოლოდ დროებით ირგებენ, როგორც ამას ბევრი მკვლევარი მიიჩნევს.
ფაქტია რომ სირიას გაუჭირდება თავისი ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის შიდა პოლიტიკური სტაბილურობის დამყარება. ამისთვის კი ახალ ხელისუფლებას დასჭირდება თურქეთთან და ისრაელთან საერთო ენის გამონახვა. ანკარასა და ტელ-ავივს სურთ სირია, რომელიც გეოპოლიტიკურად ნაკლებად ამბიციური იქნება და დიდწილად მათ გავლენას დაექვემდებარება.
2023 წლის ბოლოდან ისრაელმა მოახერხა, ჰამასის თითქმის სრულად ჩამოშლა, ჰეზბოლას უკიდურესად დასუსტება, ირანის რამდენჯერმე დაბომბვა, იემენში ჰუსიტების დასუსტება, რასაც სირიაში ასადის დინასტიის დაცემაც მოყვა. ის ცეცხლის რკალი, რომელსაც ირანი ისრაელის გარშემო აშენებდა ჩამოიშალა და ებრაული სახელმწიფო დღეს თავდაცვიდან შეტევაზეა გადასული. ისრაელის წინა-ხაზზე-თავდაცვას ცვალებადი საერთაშორისო გარემოც უწყობს ხელს. ტრამპის დაბრუნება აშშ-ის მხრიდან ირანზე მაქსიმალური ზეწოლის პოლიტიკის დაბრუნებას მოასწავებს
– დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტი ტრამპი არაპროგნოზირებადი ფიგურაა, მაგრამ იმავე დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი თვლის, რომ ტრამპის არჩევა თუ ვინმეს შეიძლება წაადგეს, ისრაელია.
მეტიც, ბევრი დარწმუნებულია იმაში, რომ სირიაში ასადის დაცემის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში „ისრაელის ეპოქა“ დაიწყება. მანამდე, ისრაელმა ერთ წელიწადში ქვეყნის ყველა ძირითადი მოწინააღმდეგე ან დაამარცხა, ან საგრძნობლად დაასუსტა.
ამას ემატება მკაფიოდ პრო-ებრაული პოზიციის მქონე ტრამპის მოსვლაც. რა სურს ისრაელს, როგორ ხედავს ის ახლო აღმოსავლეთს და რამდენად რეალიზებადია მისი ხედვები?
– 2023 წელს ისრაელზე ჰამასის მიერ განხორციელებულმა შეტევამ თავდაყირა დააყენა ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური სურათი. ისრაელი გადავიდა, როგორც ირანის მოკავშირეების – გასამხედროებული ჯგუფების, ე. წ. წინააღმდეგობის ღერძის – განადგურებაზე, ასევე საკუთრივ ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამის განადგურებისთვის მზადებაზე.
2023 წლის ბოლოდან ისრაელმა მოახერხა, ჰამასის თითქმის სრულად ჩამოშლა, ჰეზბოლას უკიდურესად დასუსტება, ირანის რამდენჯერმე დაბომბვა, იემენში ჰუსიტების დასუსტება, რასაც სირიაში ასადის დინასტიის დაცემაც მოყვა. ის ცეცხლის რკალი, რომელსაც ირანი ისრაელის გარშემო აშენებდა ჩამოიშალა და ებრაული სახელმწიფო დღეს თავდაცვიდან შეტევაზეა გადასული. ისრაელის წინა-ხაზზე-თავდაცვას ცვალებადი საერთაშორისო გარემოც უწყობს ხელს. ტრამპის დაბრუნება აშშ-ის მხრიდან ირანზე მაქსიმალური ზეწოლის პოლიტიკის დაბრუნებას მოასწავებს.
რუსეთს თავისი სამხედრო ტექნიკა ლიბიის ერთ-ერთ ბაზაზე გადააქვს. ამ მომენტისთვის უცნობია, მოხდება თუ არა სირიაში რუსული სამხედრო და საზღვაო ბაზების სრული გაუქმება, თუმცა ნათელია, რომ რუსეთს აღარ ექნება იგივე შესაძლებლობა სირიაში ბაზები ხმელთაშუა ზღვასა და აფრიკაში თავისი გავლენის გასაფართოებლად გამოიყენოს
თეირანში ეს კარგად იციან და ამიტომაც, ისლამური რესპუბლიკა მომდევნო წლების განმავლობაში უფრო თავდაცვით რეჟიმში იქნება გადასული. ერთია, რომ ამერიკის სანქციებისგან დაიცვას თავი და მეორე, რადგან წინააღმდეგობის ღერძის უკიდურესი დასუსტების პირობებში ირანს ურჩევნია მოიკრიბოს ძალები, თავის მოკავშირეებს დაეხმაროს.
– ინტერნეტსივრცეში ბევრი მასალა ვნახეთ თუ როგორ გაჰყავს რუსეთს თავისი სამხედრო ტექნიკა და შენაერთები სირიიდან. იყო შემთხვევები, როცა სირიელების ნაწილი მათ ქვის სროლითაც კი „აცილებდნენ“.
რა ბედი ეწევა რუსეთის პოზიციას სირიაში? რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ რუსეთმა თავისი სამხედრო ბაზა ლიბიაში შეიქმნას?
– არსებული ცნობებით რუსეთს თავისი სამხედრო ტექნიკა ლიბიის ერთ-ერთ ბაზაზე გადააქვს. ამ მომენტისთვის უცნობია, მოხდება თუ არა სირიაში რუსული სამხედრო და საზღვაო ბაზების სრული გაუქმება, თუმცა ნათელია, რომ რუსეთს აღარ ექნება იგივე შესაძლებლობა სირიაში ბაზები ხმელთაშუა ზღვასა და აფრიკაში თავისი გავლენის გასაფართოებლად გამოიყენოს.
ბოლო წლებში სირიაში ბაზები რუსეთისთვის აფრიკაში თავისი სამხედრო კომპანიების (აწ უკვე გაუქმებული ვაგნერის მსგავსი) მხარდაჭერისთვის ესაჭიროებოდა. ამიტომაც, გეოგრაფიულად ლოგიკურია ლიბიაში ახალი სამხედრო ბაზის შექმნის სურვილი. სირიაში ორი რუსული სამხედრო ბაზის მაგალითი ცხადყოფს თუ რა შეზღუდვების წინაშე დგას ისტორიულად რუსეთი. ეს უკანასკნელი კონტინენტური იმპერიაა, რომელსაც არ ჰქონდა თბილ წყლებში გასასვლელი და რისკენაც ის მუდამ მიილტვოდა. როდესაც ამის მიღწევა რუსეთს გამოსდიოდა (მაგალითად ცივი ომის დროს სირიაში ბაზების შექმნით), რუსეთს მაინც უჭირდა შესაბამისი ფლოტის და სამხედრო შესაძლებლობების შენარჩუნება, რათა თავის ბაზებთან მჭიდრო ბმა ჰქონოდა. სირიის სამხედრო ბაზების ზუსტად ამ პრობლემების წინაშე იდგნენ.
ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთი და ირანი ოფიციალურად, კლასიკური გაგებით, მოკავშირეები გახდნენ. მაინც, დიდია მათ შორის არსებული წინააღმდეგობათა ნუსხა. ამასთან ერთად, ასეთი მსხვილი მოთამაშეებისთვის ოფიციალური მოკავშირეობა უფრო შემზღუდავია, ვიდრე შესაძლებლობების მიმცემი. შესაბამისად, ორივე დაინტერესებული იქნება საგარეო პოლიტიკაში მეტი ლავირების სივრცე შეინარჩუნოს
რუსეთს შეზღუდული კავშირი ჰქონდა თავის ბაზებთან, პირველ რიგში, გეოგრაფიის გამო. მოსკოვი იგივე პრობლემების წინაშე დადგება ლიბიის შემთხვევაშიც. ამისგან თავის ასარიდებლად კი რუსეთს ხმელთაშუა ზღვაში დიდი ფლოტის ყოლა ესაჭიროება, რისი საშუალებაც მას არ აქვს.
– სირიაში ასადის რეჟიმის ჩამოშლისა და დამასკიდან წასვლის შემდეგ, უფრო სწორად მას შემდეგ, რომ სირიაში თავისი პოზიციები თურქეთმა გაიმტკიცა, საკმაოდ მალე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი და ირანი ქვეყნებს შორის ყოვლისმომცველ ხელშეკრულებას მოაწერდნენ ხელს.
უკვე ვიცი, რომ 17 იანვარს, ანუ, ტრამპის ინაუგურაციამდე 3 დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტი პუტინი თეირანში ჩავა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერება ხელი.
ზოგადად ვიცით, რომ რუსეთი და ირანი თავთავიან რეგიონებში, ან იმ ტერიტორიებზე, რომელსაც თავისი გავლენის სფეროებად მიიჩნევენ, ებრძვიან დასავლეთსა და აშშ-ს გავლენის ზრდას.
სავარაუდოდ, რუსეთსა და ირანს შორის 17 ან 18 იანვარს როგორ და რა ტიპის ხელშეკრულებას მოეწერება ხელი?
– აღნიშნული ხელშეკრულება გადახალისებული და თანამედროვე გამოწვევებზე მორგებული დოკუმენტი იქნება, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში დადებული შეთანხმების გაგრძელება იქნება. მასში მიმოხილული იქნება თანამშრომლობის პრაქტიკულად ყველა სფერო უსაფრთხოებიდან და სამხედრო საქმიდან კულტურულ და კოსმოსთან დაკავშირებული საკითხებამდე. ბოლო წლებში თეირანი და მოსკოვი აღიარებდნენ ასეთი ყოვლისმომცველი ხელშეკრულების დადების საჭიროებას, რადგან 2000-იანებიდან მოყოლებული ამ ორი ქვეყნის ურთიერთობები, ისევე, როგორც საერთაშორისო ვითარება რადიკალურად შეიცვალა.
ამასთან ერთად, ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთი და ირანი ოფიციალურად, კლასიკური გაგებით, მოკავშირეები გახდნენ. მაინც, დიდია მათ შორის არსებული წინააღმდეგობათა ნუსხა. ამასთან ერთად, ასეთი მსხვილი მოთამაშეებისთვის ოფიციალური მოკავშირეობა უფრო შემზღუდავია, ვიდრე შესაძლებლობების მიმცემი. შესაბამისად, ორივე დაინტერესებული იქნება საგარეო პოლიტიკაში მეტი ლავირების სივრცე შეინარჩუნოს.
რუსეთი და ირანი მეტად უკმაყოფილოები არიან თურქეთით, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს 3+3-ის შიგნით არსებულ წინააღმდეგობებზე და, შესაბამისად, ამ ფორმატის შეზღუდულობაზე
– 2-3 წელია მოსკოვი 3+3 ფორმატში გვეპატიჟება. თავიდან ითქვას, რომ ეს ინიციატივა ანკარას ეკუთვნოდა, მაგრამ, მაშინ მოსკოვი ანკარას თავის სიტუაციურ მოკავშირედ თვლიდა.
მას შემდეგ, რაც თურქეთმა, როგორც რუსი ექსპერტები ამბობენ, მოსკოვს „ხმალი ზურგში ჩაარტყა“, რის გამოც, როგორც ჩანს, დაჩქარდა ირანსა და რუსეთს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმება, ამის შემდეგ 3+3 ფორმატში ანკარა რომ საქართველოს მიწვევაზე თავს აღარ გამოიდებს, რადგან რუსეთ-ირანის ახალი შეთანხმება როგორც ჩანს, „თურქეთის ამბიციების“ წინააღმდეგაც იქნა ხელმოწერილი.
თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხშირად გვახსენებს, რომ 3 + 3 -ის ფორმატში საქართველოს ელოდებიან, ასეთ ვითარებაში, საქართველოსთვის ყველაზე ოპტიმალური და საუკეთესო გამოსავალი რა იქნებოდა?
– შეიძლება არაპოპულარული აზრი იყოს, მაგრამ რეგიონში მიმდინარე პროცესების დინამიკას თუ გადავხედავთ, არ გამოვრიცხავ რომ ახლო მომავალში საქართველომ 3 + 3 -ის ფორმატში მიიღოს მონაწილეობა. ლოგიკა ალბათ შემდეგნაირია: ქვეყანა არ უნდა იყოს გამოტოვებული გარშემო მიმდინარე პროცესებისგან მიუხედავად იმისა, რომ 3+3-ის ფორმატში რუსეთიცაა.
რთულია ერთ მაგიდასთან იყო და საუბრობდე რეგიონულ უსაფრთხოებაზე იმასთან, ვისაც არ აქვს აღიარებული შენი ტერიტორიული მთლიანობა. თუმცა გეოპოლიტიკა ხშირად სასტიკი რამაა და აქ არაა საუბარი კარგი იქნება საქართველოს ჩართვა ამ ფორმატში თუ არა, უბრალოდ გეოპოლიტიკური პროცესები თითქოს უბიძგებს საქართველოს ასეთი ნაბიჯი გადადგას.
მართლაც, დასავლეთსა და საქართველოს შორის გაუარესებული ურთიერთობების ფონზე, სავარაუდოა, თბილისი სულ უფრო მეტად იყოს დაინტერესებული ეს ურთიერთობები დააბალანსოს მეზობლებთან მეტად მჭიდრო კავშირებით. მართალია, ასეთი კავშირები უკვე არსებობს თითოეულ ჩვენს მეზობელთან, რუსეთთანაც კი ვაჭრობაში, მაგრამ აქ უფრო რეგიონულ ფორმატებზეა საუბარი.
აქვე არ შეიძლება იმის თქმაც, თუ კონკრეტულად რისი მომტანი შეიძლება იყოს ასეთ ფორმატში მონაწილეობის მიღება. ამ მომენტისთვის არც თუ ისე ბევრი რამის. აქამდე ჩატარებულ შეხვედრებს დიდი გავლენა არ მოუხდენია სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკაზე და თუ გავითვალისწინებთ იმას თუ რა მოხდა სირიაში, რუსეთი და ირანი მეტად უკმაყოფილოები არიან თურქეთით, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს 3+3-ის შიგნით არსებულ წინააღმდეგობებზე და, შესაბამისად, ამ ფორმატის შეზღუდულობაზე.
აშშ-თვის, დონალდ ტრამპის მმართველობისას, საქართველო და ზოგადად სამხრეთ კავკასია არ იქნება მთავარ პრიორიტეტთაგან. ჩინეთი, ირანი, რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა, ეს ის მოთამაშეებია, რომლებზეც კონცენტრირებული იქნება ამერიკული დიპლომატია. ეს არ ნიშნავს ამერიკის მხრიდან სამხრეთ კავკასიის სრულ უგულებელყოფას, თუმცა საქართველოში ხშირად გადაჭარბებულად წარმოგვიდგენია ვაშინგტონის დაინტერესება ჩვენს რეგიონით
– მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს შემდეგი პრეზიდენტი ტრამპი იქნება, აქტიურად განიხილე თუ როგორი საგარეო პოლიტიკა ექნება აშშ-ს. განსაკუთრებით ევროპის მიმართ, უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების პირობების მიმართ, ახლო აღმოსავლეთში, რუსეთთან და ჩინეთთან მიმართებაში.
ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თუ რა ადგილი ეკავება სამხრეთ კავკასიას ტრამპის საგარეო პოლიტიკაში. აზერბაიჯანი იმდენად თვითკმარი ქვეყანაა, და თან თურქეთის სახით ისეთი მოკავშირე და პარტნიორი ჰყავს, ბაქოს ეს შესაძლოა, ნაკლებად ადარდებდეს.
რაც შეეხება საქართველოს და სომხეთს, ახლა ისინი რომ განსხვავებულ პოზიციაში არიან, ცხადზე უცხადესია. მხედველობაში მაქვს ტრამპის პოლიტიკური უახლოესი გარემოცვის დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართ. რაც შეეხება სომხეთს, ვიცით, რომ სომხეთს აშშ-ში საკმაოდ ძლიერი და დიდი ლობი ჰყავთ. რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს კავკასიის რეგიონში აშშ-ს პოლიტიკასთან დაკავშირებით?
იმ მოვლენათა ფონზე თუ რა ხდება ახლა აშშ-საქართველოს ურთიერთობებში, თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორ პოლიტიკას გაატარებს ვაშინგტონის საქართველოს მიმართ?
– აშშ-თვის, დონალდ ტრამპის მმართველობისას, საქართველო და ზოგადად სამხრეთ კავკასია არ იქნება მთავარ პრიორიტეტთაგან. ჩინეთი, ირანი, რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა, ეს ის მოთამაშეებია, რომლებზეც კონცენტრირებული იქნება ამერიკული დიპლომატია. ეს არ ნიშნავს ამერიკის მხრიდან სამხრეთ კავკასიის სრულ უგულებელყოფას, თუმცა საქართველოში ხშირად გადაჭარბებულად წარმოგვიდგენია ვაშინგტონის დაინტერესება ჩვენს რეგიონით.
არც ვაჭრობით და არც სამხედრო კუთხით აშშ არაა ისე დაინტერესებული, როგორც, მაგალითად, ევროკავშირი, ან სამხრეთ კავკასიის გარშემო არსებული მსხვილი მოთამაშეები. ამიტომაც, როდესაც ამერიკის დაინტერესებაზე ვსაუბრობთ, აქ ბალანსის დაჭერა მნიშვნელოვანია. რისი გაკეთება შეუძლია ვაშინგტონს თავისი გავლენის გაზრდისთვის და სურს თუ არა მას ამის გაკეთება. გავლენაში იგულისხმება ხარისხობრივად განსხვავებული ფინანსური ინსტრუმენტებისა თუ პოლიტიკური ურთიერთობების გამოყენება, რაც 2025 წლამდე არ მომხდარა.
სირიაში დღეს საქართველოსთვის შესაძლებლობების ფანჯარაა გახსნილი. ახალი ხელისუფლების მოსვლის პირობებში ოკუპირებული აფხაზეთის აღიარების საკითხის გაწვევის შესაძლებლობა
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ტრამპის დროს მოხდეს. ის ხომ ვიწრო ეროვნული ინტერესების პრიზმაში განიხილავს ყველაფერს და მისთვის შორეულ სამხრეთ კავკასიაში ამერიკული გავლენის ზრდა ნაკლებად სავარაუდოა, რომ იყოს მთავარი საზრუნავი.
– ვიცით, რომ ასადის სირიიდან წასვლის შემდეგ დამასკში ჩასული იყო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც ჰუმანიტარული ხორბალიც ჩაიტანა. გავრცელებული ინფორმაციების კიევმა სირიის ახალ ხელისუფლებას ასადის ხელისუფლების მიერ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარებული უკან გაწვევა სთხოვა.
ასადის ხელისუფლებას აღიარებული აქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ამ თემაზე რაიმე ნაბიჯები გადადგა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ არ ვიცით. თქვენი აზრით, ამ მიმართულებით ჩვენი მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო თუ არა, თუ კი, სავარაუდოდ, როგორი შეიძლება ყოფილიყო ისინი?
– სირიაში დღეს საქართველოსთვის შესაძლებლობების ფანჯარაა გახსნილი. ახალი ხელისუფლების მოსვლის პირობებში ოკუპირებული აფხაზეთის აღიარების საკითხის გაწვევის შესაძლებლობა, ჩვენს წინა ინტერვიუსთან შედარებით, დღეს, რამდენიმე მიზეზის გამო უფრო მეტად აქტუალურია.
პირველი ისაა, რომ სირიის ახალი ხელისუფლების დე-ფაქტო აღიარების პროცესი დაჩქარდა და სახეზე გვაქვს თურქეთის, აშშ-ის, მდიდარი არაბული და დასავლეთ ევროპული ქვეყნების მიერ დამასკთან პირდაპირი კონტაქტის დამყარების არა მარტო სურვილი, არამედ რეალურად გადადგმული ნაბიჯებიც.
რადგან საქართველოს ახლო ურთიერთობა აქვს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სახელმწიფოსთან, ნამდვილად სასარგებლო იქნებოდა მათთან ოკუპირებული აფხაზეთის აღიარების საკითხზე მუშაობა.
თუმცა, ვფიქრობ, საკვანძო ქვეყანა აქ მაინც თურქეთია, რომელმაც სირიისთვის, პრაქტიკულად, პირდაპირი დიპლომატიური, სამხედრო თუ ეკონომიკური დახმარების გაწევაზე უკვე რამდენჯერმე გააკეთა განცხადება.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი