სავარაუდოდ, რა მიზნით იყო ჩასული სირიის პრეზიდენტი აზერბაიჯანში და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში, მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს თუ არა აფხაზეთის თემაზე, თუ კი, რაზე შეთანხმდნენ, რა საფრთხეს შეუქმნის ზანგეზურის კორიდორი საქართველოს სატრანზისო შესაძლებლობებს, რა სარგებელს მოუტანს სომხეთს ქვეყნის შანხაის ორგანიზაციაში გაწევრიანება, ასევე იმაზე ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიაში ირანის პოზიციების შესუსტების შემდეგ რაში ვლინდება რომ ამ გეოპოლიტიკურ ვაკუუმს თურქეთი და არაბული სახელმწიფოები ცდილობენ შეავსონ, „ინტერპრესნიუსი“ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, აღმოსავლეთმცოდნეს, ემილ ავდალიანს ესაუბრა
– ბატონო ემილ, სირიის პრეზიდენტი ალ-შარაზი ვიზიტად აზერბაიჯანში იმყოფებოდა.
თუ სირიის წინა პრეზიდენტი ასადი უმცროსი ევროპაში და ამერიკაში ვერ ჩადიოდა, მისი აქტიურობა არც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში არ გვახსოვს, მხოლოდ მოსკოვში ჩადიოდა, სირიის ახალი ხელისუფლება საგარეო ასპარეზზე საკმაოდ აქტიურია.
მას შემდეგ, რაც ბაქოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები დაიძაბა, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევის ინიციატივით აზერბაიჯანში ვიზიტად იმყოფებოდნენ თურქეთის, ირანისა და პაკისტანის პირველი პირები, ალ-შარაზის აზერბაიჯანში ვიზიტი საინტერესოდაც კი გამოიყურება.
რას შეიძლება ნიშნავდეს სირიის პრეზიდენტის ვიზიტი აზერბაიჯანში?
– ალ-შარაას ვიზიტი აზერბაიჯანში შემდეგი მიზეზებით იყო განპირობებული. პირველია სირიის სურვილი, რომ თურქეთის გავლით აზერბაიჯანისგან გაზი მიიღოს. მეორე ისაა, რომ ბაქო, ბევრისთვის მოულოდნელად, ისრაელსა და სირიას შორის მოლაპარაკებების შუამავლად გამოვლინდა.
აღნიშნულმა ვიზიტმა დიდი ინტერესი გამოიწვია ირანში. ადგილობრივმა მედიამ აზერბაიჯანსა და სირიას შორის დაახლოება საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა. თეირანისთვის ეს რეგიონში მზარდი თურქული გავლენის კიდევ ერთი მაგალითია. 2024 წლის დეკემბერში ასადთა დინასტიის დაცემის შემდეგ, სირიაზე ირანის გავლენა საგრძნობლად შემცირდა, რამაც ასპარეზი გაუხსნა თურქეთს. ანკარის გავლენამ იმატა ერაყშიც, რაც ასევე უკმაყოფილებას იწვევს ისლამურ რესპუბლიკაში.
2024 წლის დეკემბერში ასადთა დინასტიის დაცემის შემდეგ, სირიაზე ირანის გავლენა საგრძნობლად შემცირდა, რამაც ასპარეზი გაუხსნა თურქეთს. ანკარის გავლენამ იმატა ერაყშიც, რაც ასევე უკმაყოფილებას იწვევს ისლამურ რესპუბლიკაში
თავის მხრივ, თეირანსა და ბაქოს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი სულ ახლახანს დასრულდა და არცერთი მხარე არაა დაინტერესებული დაძაბულობის ახალი ტალღით. შესაბამისად, არსებული შეცვლილი ძალთა ბალანსის ფონზე, მაინც, ნაკლებად მოსალოდნელია, ირანმა სამხრეთ კავკასიაში რამე სახის რადიკალურ ნაბიჯებს მიმართოს. თეირანისთვის წითელი ხაზები ჯერ კიდევ არაა გადალახული. სირიისა და ისრაელის დაახლოება აზერბაიჯანთან ისლამურ რესპუბლიკას ეგზისტენციურ საფრთხეს არ უქმნის.
– გასულ კვირას სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტად მოსკოვში იმყოფებოდა.
სირიაში რუსების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტ ასადის რუსეთში გაქცევა რუსეთის მარცხად ფასდებოდა.
ასეთ ფონზე სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსკოვში ვიზიტი უცნაურადაც კი გამოიყურებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ვიზიტი მას შემდეგ განხორციელდა, რაც ისრაელმა სირიის სამხრეთით მდებარე რაიონებზე სამხედრო შეტევა განახორციელა და ქალაქ სუდწაიდში დიდი ხოცვა-ჟლეტა იყო. დრუზებით დასახლებულ სირიის ამ ნაწილთან დაკავშირებით ისრაელმა განაცხადა, რომ მას ეს რაიონები ბუფერულ ზონად სჭირდებოდა.
სავარაუდოდ, რას უკავშირდებოდა და რა შედეგით დასრულდა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი მოსკოვში?
– სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი მოსკოვში მნიშვნელოვანი მოვლენაა. ეს პირველი ასეთი რანგის ვიზიტია სირიის ახალი ხელისუფლების მხრიდან, რომელიც იმ დროს განხორციელდა, როდესაც მოსკოვსა და დამასკოს შორის ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები სირიის ხმელთაშუა სანაპიროზე რუსული ბაზების შენარჩუნების შესახებ.
რუსეთი ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიურად ცდილობდა სირიაზე თავისი გავლენა შეენარჩუნებინა, რისთვისაც იყინებდა, როგორც დიპლომატიურ, ასევე ეკონომიკურ ბერკეტებს. მოსკოვი თავს ხშირად პოზიციონირებდა, როგორც პარტნიორი, რომელსაც შეუძლია აქტიური მონაწილეობა მიიღოს სირიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის აღდგენაში.
ამასთან ერთად, სირიაც დაინტერესებულია რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარებაში. რუსეთი ხომ ხორბლის უმთავრესი ექპორტიორია, ხოლო გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მისი პოზიცია კი სირიის ხელისუფლებისთვის მეტი ლეგიტიმაციის მომცემი იქნებოდა.
რუსეთი სულ უფრო რეალიზმის პერსპექტივიდან უყურებს ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში თავის საგარეო პოლიტიკას. შესაბამისად, არაა გასაკვირი თუ რატომ მიმდინარეობს დღეს მოსკოვსა და დამასკოს შორის პოლიტიკური დაახლოების პროცესი, მიუხედავად სირიის ახალი ხელისუფლების წარსულისა
მეტიც, სირიას რუსეთთან დაახლოება სურს თურქეთის და სხვა მოთამაშეების დაბალანსებისთვისაც. დამასკოს არ სურს ერთ რომელიმე მოთამაშეზე იყოს დამოკიდებული და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ისრაელის სამხედრო ძალა დამასკოსთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს, ალ-შარაას რუსეთის პოზიციის გამოყენების დიდი იმედი აქვს. რუსეთს ხომ განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს ისრაელთან.
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის კიდევ ერთი საინტერესო დეტალია ცნობილი – ოფიციალურმა მოსკოვმა ალ-შარაა რუსეთში ვიზიტისთვის მიიწვია. რუსეთის მხრიდან სირიის ახალ ხელისუფლებასთან დაახლოება იმ საერთო პოლიტიკაში ჯდება, რომელსაც მოსკოვი ამ ბოლო თვეების განმავლობაში ერთ დროს ტერორისტული ორგანიზაციების მიმართ აწარმოებდა. მაგალითად, ივლისში მოსკოვმა თალიბანი ოფიციალურად აღიარა.
თალიბანთან დაახლოების პროცესი უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. კავშირები 2021 წლიდან გაფართოვდა, როდესაც ამერიკულმა ჯარებმა ქვეყანა სრულად დატოვეს. არაოფიციალური კავშირების გაღვივებას რამდენიმე თვის წინ მოსკოვის მიერ თალიბანის ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოღება მოყვა.
რუსეთი სულ უფრო რეალიზმის პერსპექტივიდან უყურებს ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში თავის საგარეო პოლიტიკას. შესაბამისად, არაა გასაკვირი თუ რატომ მიმდინარეობს დღეს მოსკოვსა და დამასკოს შორის პოლიტიკური დაახლოების პროცესი, მიუხედავად სირიის ახალი ხელისუფლების წარსულისა.
– სირიის წინა ხელისუფლებას აღიარებული აქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. უმცროსი ასადის რეჟიმს ეს რომ მოსკოვის თხოვნით აქვს გაკეთებული, ეჭვი არავის ეპარება.
თუმცა, „დიპლომატიური“ წარმომადგენლობა სირიაში მხოლოდ აფხაზეთს აქვს. ფაქტია ისიც, რომ სოხუმის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი ამას წინათ ვიზიტად იმყოფებოდა დამასკოში. მან ეს ვიზიტი მას შემდეგ განახორციელა, რაც მოსკოვში შეხვედრა ჰქონდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.
თუ გაქვთ ინფორმაცია, აფხაზეთის დამოუკიდებლობის თემაზე თუ შედგა მოსკოვში მსჯელობა სირიისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის? თუ კი, სავარაუდოდ, რა შედეგით დასრულდა იგი?
– სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოსთვისაც საინტერესო მოვლენაა, რადგან მოსკოვსა და დამასკოს შორის დაახლოება გაართულებს არაბული ქვეყნის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმების უკან გაწვევის საკითხს.
მოვლენები სეპარატისტულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მაინც უფრო დამასკოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების მოგვარებაზე იქნება დამოკიდებული – ეს ის დინამიკაა, სადაც საქართველოს პირდაპირ გავლენის მოხდენის ნაკლები ბერკეტი გააჩნია
რამდენიმე კვირის წინ დამასკოში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ჩასული, რომელიც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც ჩანს, ვიზიტი თბილისის დიპლომატიურ მცდელობებზე პასუხი იყო, დამასკოსგან სასურველი გადაწყვეტილება მიეღო.
მოვლენები სეპარატისტულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მაინც უფრო დამასკოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების მოგვარებაზე იქნება დამოკიდებული – ეს ის დინამიკაა, სადაც საქართველოს პირდაპირ გავლენის მოხდენის ნაკლები ბერკეტი გააჩნია.
– მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველი ბაქოში იმყოფებოდა აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველ პირებს ალიევსა და ფაშინიანს შორის აბუ-დაბიში რუსების გარეშე შეხვედრა გაიმართა.
მხარეები რომ თანამშრომლობის რეჟიმზე არიან გადასული, ვიცით. მათ კონსენსუსის მიღწევა შეძლეს ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებითაც. ბევრი საუბრობდა იმაზე, რომ ზანგეზურის კორიდორის ეფექტურ კონტროლში მონაწილეობას აშშ-ს კერძო კომპანია მიიღებდა.
გვახსოვს, რომ ამ კორიდორზე ასეთ კონტროლის განხორციელება აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გამწვავებამდე რუსეთს სურდა. ახლა ირკვევა, რომ ზანგეზურის კორიდორში ამერიკელების გამოჩენას ოფიციალური თეირანი აპროტესტებს.
მიუხედავად ამისა, ისეთი პირი უჩანს, რომ ზანგეზურის კორიდორი ამოქმედდება. ბევრი თვლის რომ ამ კორიდორის ამოქმედება საქართველოს სატრანზიტო პოტენციას პრობლემებს შეუქმნის. თუმცა, ამ მოსაზრებას ბევრი არ იზიარებს.
რა საფრთხეს უქმნის ზანგეზურის დერეფანი საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს?
– ამერიკელებისთვის ზანგეზურის ეკონომიკური დერეფნის გადაცემა უფრო არარეალურ გეგმად მესახება, მიუხედავად იმისა, რომ ამ კვირის ბოლოს ვაშინგტონში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთება. ისევე, როგორც თურქეთს, ირანს, რუსეთს თუ აზერბაიჯანს დიდი ინტერესი არ გააჩნიათ, რომ რეგიონში ამერიკულმა გავლენამ იმატოს.
ამერიკელებისთვის ზანგეზურის ეკონომიკური დერეფნის გადაცემა უფრო არარეალურ გეგმად მესახება, მიუხედავად იმისა, რომ ამ კვირის ბოლოს ვაშინგტონში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთება. ისევე, როგორც თურქეთს, ირანს, რუსეთს თუ აზერბაიჯანს დიდი ინტერესი არ გააჩნიათ, რომ რეგიონში ამერიკულმა გავლენამ იმატოს
სომხეთი, შესაძლოა, მეტად იყოს მოხიბლული ამერიკელების შეთავაზებით, თუმცა ერევანმაც ოფიციალურად უარყო რამე სახის შეთანხმება აღნიშნულ საკითხზე. დიდი ალბათობით, ვაშინგტონის ხელშეწყობით ერევანი და ბაქო საერთო განცხადებას გაავრცელებენ, რომ ურთიერთობების საბოლოოდ მოგვარების მომხრე არიან.
რამდენაც იმოქმედებს ზანგეზურის დერეფნის გახსნა საქართველოზე, ამის პროგნოზირება რთულია, რადგან არ ვიცით ამ პროექტში რა სახის ინვესტიციები ჩაიდება.
მაგრამ მკითხველს უნდა შევახსენოთ, რომ ზანგეზურის დერეფანი პრაქტიკულად უკვე არსებობს. აზერბაიჯანი თავის ტერიტორიას, ნახიჩევანს, უკვე მრავალი წლის განმავლობაში ირანის ტერიტორიის გავლით და სომხეთის გვერდის ავლით უკავშირდება.
მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარების შემდეგ, ბაქომ და თეირანმა სპეციალურ შეთანხმებასაც კი მიაღწიეს, რომლითაც ირანის ჩრდილოეთ ტერიტორია ნახიჩევანამდე და, შესაბამისად, თურქეთამდე მისაღწევად მთავარ სავაჭრო არხად დარჩებოდა.
რასაკვირველია, სომხეთის ტერიტორიაზე დერეფნის გახსნას ის უპირატესობა გააჩნია, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი ირანზე დამოკიდებულები აღარ იქნებიან. მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც ისაა, რომ საქართველოზე გამავალი სავაჭრო მიმართულება უკვე აწყობილია და მასში ჩართულები არიან ისეთი მოთამაშეები, როგორც ევროკავშირი, ჩინეთი და სხვები. ე.წ. ზანგეზურის დერეფანი თავდაპირველად უფრო დამხმარე სავაჭრო გზად ჩამოყალიბდება და მრავალი წლის განმავლობაში უფრო ლოკალური მნიშვნელობა ექნება.
მთავარი პრობლემა მაინც ისაა, რომ საქართველოზე გამავალი სავაჭრო მიმართულება უკვე აწყობილია და მასში ჩართულები არიან ისეთი მოთამაშეები, როგორც ევროკავშირი, ჩინეთი და სხვები. ე.წ. ზანგეზურის დერეფანი თავდაპირველად უფრო დამხმარე სავაჭრო გზად ჩამოყალიბდება და მრავალი წლის განმავლობაში უფრო ლოკალური მნიშვნელობა ექნება
– სომხეთის ხელისუფლებამ სურვილი გამოხატა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას შეუერთდეს.
რუსეთზე დამოკიდებული სომხეთი რუსეთისაგან დისტანცირებას ცდილობს და აცხადებს რომ ევროკავშირში უნდა გაწევრიანება. როგორ ჩანს, სომხეთისთვის ევროკავშირის გზა რთული იქნება, რადგან სომხეთის ევრაზიული კავშირის წევრიცაა. საუბარია იმ ორგანიზაციაზე, რომელშიც სულ უფრო მეტად წამყვანი როლი ჩინეთს აქვს. თუმცა, ვხედავთ, რომ ტრამპის სატარიფო პოლიტიკის შედეგად, ასევე იმის გამო რომ ჩინეთს მეტად სჭირდება ევროპული და ამერიკული ბაზარი, ჩინეთის ეკონომიკასაც საკმაოდ ბევრი პრობლემები აქვს.
სავარაუდოდ, რა სარგებელი ექნება სომხეთს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ?
– სამხრეთ კავკასიაში სომხეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობები არ აკავშირებს. ეს ლოგიკურიც იყო, რადგან სომხეთი 1990-იანი წლებიდან მოყოლებული აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანზე არასდროს არ მდებარეობდა.
ბოლო დროს კი მაშინ, როდესაც, საუბრები ე.წ. ზანგეზურის დერეფნის შესახებ სულ უფრო გააქტიურდა, სომხეთი სულ უფრო მეტად ცდილობს თავისი პოზიციონირება მოახდინოს, როგორც პოტენციური დერეფანი კასპიასა და თურქეთს შორის. შესაბამისად, არაა გასაკვირი, რომ ოფიციალური ერევანი ახლა უკვე ჩინეთის მიმართულებითაც იჩენს ინიციატივას.
მეტიც, ჩინეთთან გააქტიურებული ურთიერთობები, პეკინში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი; შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად განცხადების შეტანა, სომხეთის იმ საერთო საგარეო პოლიტიკურ კურსში ჯდება, რომელსაც პირობითად „მულტი-ვექტორულ“ საგარეო პოლიტიკას დავარქმევდით.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ერთ დღეს, მოსკოვშია, მეორე დღეს კი ბრიუსელში. ერევანი ასევე ცდილობს მჭიდრო ურთიერთობები დაამაყაროს თურქეთთან, ინდოეთთან, საბერძნეთთან, საფრანგეთთან და ახლა უკვე ჩინეთთან. ამიტომაც, სავსებით ლოგიკური იქნება თუ გამოვთქვამთ ვარაუდს, რომ სომხეთი ახლო მომავალში ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობის მომხრეც კი გახდება.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ერთ დღეს, მოსკოვშია, მეორე დღეს კი ბრიუსელში. ერევანი ასევე ცდილობს მჭიდრო ურთიერთობები დაამაყაროს თურქეთთან, ინდოეთთან, საბერძნეთთან, საფრანგეთთან და ახლა უკვე ჩინეთთან. ამიტომაც, სავსებით ლოგიკური იქნება თუ გამოვთქვამთ ვარაუდს, რომ სომხეთი ახლო მომავალში ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობის მომხრეც კი გახდება
ამასთან ერთად, შესაძლოა, აღნიშნული დოკუმენტის ურთიერთობების მასშტაბი უფრო მცირე იყოს, ვიდრე ის, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანსაქვთ ჩინეთთან.
– ისრაელისა და აშშ-ს მიერ ირანზე განხორციელებული სამხედრო თავდასხმების შედეგად ირანის ისლამური სახელმწიფოს პოზიციები ახლო აღმოსავლეთში და სამხრეთ კავკასიაში საგრძნობლად შეირყა. თუმცა, ირანის პოზიციები სამხრეთ კავკასიაში არც მანამდეც იყო ძლიერი.
დამკვირვებელთა ნაწილი შენიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთსა და სამხრთ კავკასიაში გეოპოლიტიკური ვაკუუმის შევსებას თურქეთი და არაბული სახელმწიფოები ცხილობენ. სავარაუდოდ, რაში ვლინდება ის, რომ ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური ვაკუუმის შევსებას თურქეთი და არაბული სახელმწიფოები ცდილობენ?
– ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო შეტევების შედეგად ირანის და მისი მოკავშირეების, წინააღმდეგობის ღერძის დასუსტება ახლო აღმოსავლეთში ახალ რეალობას ქმნის. ასპარეზზე თურქეთი და სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნები გამოვიდნენ, რომლებმაც შექმნილი გეოპოლიტიკური ვაკუუმის სწრაფად შევსება მოახერხეს.
თვითმმართველობით და რამდენიმე მოთამაშის ბრძოლის ასპარეზს წარმოადგენდეს. ახლო აღმოსავლეთში შეცვლილი ძალთა ბალანსი სამხრეთ კავკასიასაც ეხება. ირანი ხედავს რეგიონში როგორ მატულობს თურქეთის გავლენა იქნება ეს ინფრასტრუქტურის განვითარების თუ სავაჭრო კუთხით. პოლიტიკურადაც, გარდა საქართველოსა და აზერბაიჯანის, ანკარა უკვე ერევანთანაც მჭიდრო ურთიერთობების დალაგებაზე აკეთებს აქცენტს
ამას ემატება ისრაელიც, რომელსაც სირიაში თურქეთის მოძლიერება არ აწყობს. თელ-ავივს მეზობლად ძლიერი სირიის არსებობაც არ მოსწონს და სურს, რომ ეს ქვეყანა დეცენტალიზებული იყოს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით ძლიერი ქურთული თვითმმართველობით და რამდენიმე მოთამაშის ბრძოლის ასპარეზს წარმოადგენდეს.
ახლო აღმოსავლეთში შეცვლილი ძალთა ბალანსი სამხრეთ კავკასიასაც ეხება. ირანი ხედავს რეგიონში როგორ მატულობს თურქეთის გავლენა იქნება ეს ინფრასტრუქტურის განვითარების თუ სავაჭრო კუთხით. პოლიტიკურადაც, გარდა საქართველოსა და აზერბაიჯანის, ანკარა უკვე ერევანთანაც მჭიდრო ურთიერთობების დალაგებაზე აკეთებს აქცენტს.
ირანი დარჩება მნიშვნელოვან მოთამაშედ, თუმცა მას თავისი საგარეო პოლიტიკური პრიორიტებების გადაწყობა მოუწევს. ირანისთვის სამხრეთ კავკასია სულ უფრო მზარდი საგარეო პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელი რეგიონი ხდება.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი
