ემილ ავდალიანი – ირანს არ სურს საპასუხო ნაბიჯი რეგიონული მასშტაბის ომში გადაიზარდოს, ახლო აღმოსავლეთში ირანი უფრო გრძელვადიან თამაშს თამაშობს

თეირანში ჰამასის ლიდერის მკვლელობაზე როგორი იქნება ირანის პასუხი, მომხდარი რა გავლენას იქონიებს არაბულ სამყაროსა და გაზას სექტორში მიმდინარე ომზე, რა ინტერესები აქვს რუსეთს ახლო აღმოსავლეთში, რა როლს ასრულებს ჩინეთი ახლო აღმოსავლეთში, ასევე საქართველო-ირანის ურთიერთობების პერსპექტივაზე ”ინტერპრესნიუსი“ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, აღმოსავლეთმცოდნეს, ემილ ავდალიანს ესაუბრა.
– ბატონო ემილ, თეირანში ახლად არჩეული ირანის პრეზიდენტის მასუდ ფეზეშკიანის ინაუგურაციაზე ჩასული „ჰამასის“ პოლიტიკური ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიუ საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა, საუბარი ამ თემით უნდა დავიწყოთ. მომხდარი რომ შემთხვევით არ მომხდარა ფაქტია.
„ჰამასს“ რომ ირანი ღიად უჭერდა მხარს, ცნობილია. „ჰესბოლასთან“ ერთად „ჰამასთან“ ისრაელი ომს აწარმოებს, ესეც ფაქტია.
თქვენ როგორ შეაფასებდით „ჰამასის“ პოლიტიკური ხელმძღვანელის ისმაილ ჰანიუს მკვლელობას? სავარაუდოდ, როგორი იქნება ირანის პასუხი მომხდარზე?
– ირანი დილემის წინაშე დგას. მორალურად უპირატესობა მის მხარესაა და თითქოს ისიც გასაგებია, რომ ისლამური რესპუბლიკა ისრაელს პასუხს გასცემს. თუმცა პრობლემა იმაში მდგომარეობს თუ რა სახის საპასუხო შეტევის განხორციელება იქნება ოპტიმალური.
ირანს არ სურს საპასუხო ნაბიჯი რეგიონული მასშტაბის ომში გადაიზარდოს. ახლო აღმოსავლეთში ირანი უფრო გრძელვადიან თამაშს თამაშობს, როდესაც ის ნელი და თანმიმდევრული ნაბიჯებით მუშაობს ამერიკული და ებრაული გავლენის შესამცირებლად. ამისთვის ირანს საკმაო რესურსი გააჩნია და ამიტომაც, სრულმასშტაბიანი ომი ისრაელთან თეირანისთვის წამგებიანი იქნება.
დიდი ომის შემთხვევაში ირანს მოუწევს კონფლიქტში თავისი მთავარი მოკავშირის, „წინააღმდეგობის ღერძის“ ცენტრალური მოთამაშის, „ღმერთის პარტიის“, ანუ ჰეზბოლას გამოყენება. ახლო აღმოსავლეთით დაინტერესებული მკითხველისთვის ჰეზბოლას ჩართვა თითქოს ბუნებრივ მოვლენად უნდა ჩაითვალოს. სინამდვილეში კი ირანს კარგად ესმის, რომ, ომის შემთხვევაში, ჰეზბოლა ისრაელს ვერ გაუმკლავდება და შედეგი იქნება ამ მნიშვნელოვანი მოკავშირის დასუსტება.
სინამდვილეში კი ირანს კარგად ესმის, რომ, ომის შემთხვევაში, ჰეზბოლა ისრაელს ვერ გაუმკლავდება და შედეგი იქნება ამ მნიშვნელოვანი მოკავშირის დასუსტება
ირანს ჰეზბოლა ისრაელის შესაკავებლად სჭირდება, ისრაელის ყურადღების გადასატანად და მისი რესურსების გამოსაფიტად. ომი ისრაელთან კი, სადაც მას აუცილებლად -ც დაუჭერს მხარს, მოარღვევს ირანის „წინააღმდეგობის ღერძს“.
ასეთი მსჯელობა განსაკუთრებით აქტუალურია იმ დროს, როდესაც, ირანის უკვე ერთი მნიშვნელოვანი მოკავშირე, ჰამასი, საკმაოდ დასუსტებულია. ირანი არ დაუშვებს მეორე დიდი მოკავშირის, ჰეზბოლას, დასუსტებას.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ირანი თავის მოკავშირეებთან ერთად დაახლოებით იმავეს გაიმეორებს, რაც აპრილში გააკეთა, როდესაც ისრაელის მიერ დამასკში განხორციელებული შეტევის საპასუხოდ, ირანმა ასეულობით დრონი და რაკეტა გაუშვა მოწინააღმდეგის მიმართულებით. თუმცა ამის შესახებ წინასწარ გააფრთხილა, როგორც ამერიკა, ასევე არაბული ქვეყნები.
– ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საქართველოს პრემიერის ყოფნის თემას ჩვენში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა.
გასაკვირი არაა, რადგან თუ ქვეყანას დასავლური ორიენტაცია აქვს გაკეთებული, და იქ სადაც ისმის ლოზუნგები – „სიკვდილი ამერიკას! სიკვდილი ისრაელს“, როგორც მინიმუმ, ქვეყნის პირველი პირი არ უნდა ესწრებოდეს…
რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება მტკიცება, რომ ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ანტიამერიკულ და ანტიისრაელური ლოზუნგებს ისინი გაიძახოდნენ, ვისაც ამერიკა-ირანს შორის ურთიერთობების დეესკალაცია არ უნდა…
– საქართველოს საგარეო პოლიტიკაში საინტერესო პერიოდი დაიწყო. აშკარაა, რომ ქვეყანა მრავალ-ვექტორული პოლიტიკის გატარების გზას დაადგა. ოფიციალური თბილისი აღარ არის ფოკუსირებული ერთ რომელიმე დიდ მოთამაშეზე და ამიერიდან ცდილობს რამდენიმე დიდ გეოპოლიტიკურ ცენტრთან ააგოს ახლო ურთიერთობები: ესენია დასავლეთი, ჩინეთი, თურქეთი და, როგორც ჩანს ირანი, რომელიც მნიშვნელოვანი ქვეყანაა მსოფლიო პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი სამხრეთ კავკასიაში.
თუ დავაკვირდებით საქართველოს ბოლოდროინდელ საგარეო პოლიტიკას ვხედავთ კიდევ ორ საინტერესო ცვლილებას. თითქოს ოფიციალური თბილისისთვის სამეზობლოში თავისი ინტერესების გაღვივება და როლის ამაღლება გარკვეულ პრიორიტეტად გადაიქცა. ეს კი ანაცვლებს ათწლეულების განმავლობაში არსებულ პოლიტიკას, როდესაც საქართველო ფსონს გეოგრაფიულად შორეულ მოთამაშეებზე აკეთებდა.
საქართველოს საგარეო პოლიტიკაში საინტერესო პერიოდი დაიწყო. აშკარაა, რომ ქვეყანა მრავალ-ვექტორული პოლიტიკის გატარების გზას დაადგა. ოფიციალური თბილისი აღარ არის ფოკუსირებული ერთ რომელიმე დიდ მოთამაშეზე და ამიერიდან ცდილობს რამდენიმე დიდ გეოპოლიტიკურ ცენტრთან ააგოს ახლო ურთიერთობები
მეორე შესამჩნევი სიახლეა საქართველოს (ევრ)აზიული ხედვის დაბადება. ჩინეთის და ზოგადად აზიის გეოპოლიტიკურ აღმავლობასთან ერთად, კონტინენტზე ბევრმა ქვეყანამ წამოიწყო ე. წ. „ხედვა აზიისკენ“. შესაძლოა, დღეს, საქართველოც ასეთი პოლიტიკის გატარებას იწყებს. ზუსტად ასეთ გეოპოლიტიკურ სურათში უნდა დავინახოთ ირანთან ფრთხილი დაახლოების ნაბიჯებს.
– გასული წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელსა და პალესტინას შორის ომი მიმდინარეობს.
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს არაბულ შიიტურ ქვეყნებთან საკმაოდ ნორმალური ურთიერთობები აქვთ, რადგან ისმაილ ჰანიუს გარდაცვალებას მუსლიმანურ სამყაროში ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია, გკითხავთ – რა რეაქცია ექნებათ „ჰამასის“ პოლიტიკური ხელმძღვანელის ისმაილ ჰანიუს მკვლელობაზე არაბულ ქვეყნებს? არის თუ არა მომხდარის გამო რეგიონში დიდი ომის გამოწვევის ალბათობა?
როგორ იმოქმედებს „ჰამასის“ ხელმძღვანელის მკვლელობა ღაზაში მიმდინარე ისრაელისა და პალესტინას შორის ომზე?
– არაბულ ქვეყნებს ღაზაში ომის სწრაფი დასრულება სურთ. ს, გაერთიანებული ემირატების თუ სხვ. ინტერესებში არ შედის ომის გაფართოება, რადგან ირანსა და ისრაელს/აშშ-ს შორის პოტენციური საომარი მოქმედებების შემთხვევაში გართულდება ნეიტრალიტეტის შენარჩუნება.
საუდის არაბეთსა და ემირატებს სურთ ისრაელთან ურთიერთობების სწრაფი დალაგება, რადგან ამას, შესაძლოა, მოჰყვეს ვაშინგტონთან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების დადება.
საუდის არაბეთსა და ემირატებს სურთ ისრაელთან ურთიერთობების სწრაფი დალაგება, რადგან ამას, შესაძლოა, მოჰყვეს ვაშინგტონთან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების დადება
ამ არაბული ქვეყნების მთავარი დილემაა, თუ როგორ უნდა შეაზავონ ერთმანეთს არსებული ვალდებულება/სენტიმენტი პალესტინელების მიმართ გეოპოლიტიკურ რეალიებთან, რომლებიც კარნახობენ იმას, რომ ერთდროულად კარგი ურთიერთობა უნდა დაიჭირონ, როგორც ირანთან, რომელიც ახლოსაა, ასევე ამერიკასთან და ისრაელთან, რომელთაც დომინანტური პოზიცია უკავიათ სამხედრო საქმეში.
– ცოტა ხნის წინ ჩინეთის აქტიური დიპლომატიური აქტიურობით „ჰამასსა“ და პალესტინის მთავრობას შორის ჩინეთში „შერიგების“ დოკუმენტს მოეწერა ხელი.
რა როლის შესრულება სურს ჩინეთს ახლო აღმოსავლეთში?
– ეს არაა პირველი მცდელობა ჩინეთის მხრიდან ახლო აღმოსავლეთში მოწინააღმდეგე მხარეები შეარიგოს. ასეთი რამ მოხდა 2023 წლის მარტში, როდესაც პეკინმა ხელი შეუწყო ირანისა და საუდის არაბეთის შერიგებას, შემდეგ კი პალესტინელების საკითხთან დაკავშირებით სამშვიდობო გეგმა წარადგინა.
დღეს, ახლო აღმოსავლეთში ბევრი ქვეყანა ცდილობს ჩინეთის მზარდი როლი გამოიყენოს, როგორც ხერხი ამერიკას თუ სხვა ტრადიციულ მოთამაშეებს დაანახოს, რომ არსებობს სხვა მოთამაშე, ერთგვარი გეოპოლიტიკური ალტერნატივა რისკენაც გახედვაა შესაძლებელი
ჰამასსა და პალესტინის მთავრობას შორის დადებული ხელშეკრულება არაა საბოლოო დოკუმენტი, ის უფრო მონახაზია, რომლის გარშემოც ორივე მხარე თანხმდება, დაძაბულობის შემცირებას შეუწყოს ხელი.
ამ მომენტისთვის რთულია, დავინახოთ რით დასრულდება ჩინეთის ეს მცდელობა. ნათელია, რომ დღეს, ახლო აღმოსავლეთში ბევრი ქვეყანა ცდილობს ჩინეთის მზარდი როლი გამოიყენოს, როგორც ხერხი ამერიკას თუ სხვა ტრადიციულ მოთამაშეებს დაანახოს, რომ არსებობს სხვა მოთამაშე, ერთგვარი გეოპოლიტიკური ალტერნატივა რისკენაც გახედვაა შესაძლებელი.
– სსრკ-ს დროს ახლო აღმოსავლეთში სერიოზული გავლენები ჰქონდა საბჭოთა კავშირს. ეს ტრადიცია სსრკ-ს დაშლის შემდეგაც გაგრძელდა.
პუტინის რომ ახლო აღმოსავლეთში პოზიციების დათმობას არ აპირებს სირიაში მიმდინარე მრავალწლიანმა სამოქალაქო ომმაც და მოსკოვის დახმარებით ასადის მიერ ხელისუფლების შენარჩუნებამაც გვანახა.
რუსების გავლება იგრძნობა არა მარტო რეგიონის ყველა ქვეყანაში მცხოვრებ ქურთებში, არამედ, იემენში, არაბულ სამყაროს ქვეყნებში. თქვენი დაკვირვებით, როგორ ხედავს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს რუსეთი? დღეს მას ამ რეგიონში რა ინტერესები აქვს და ახერხებს თუ არა ამ ინტერესების რეალიზებას?
– რუსეთს აწყობს არეულობა ახლო აღმოსავლეთში, ოღონდ ეს დაძაბულობა არ უნდა გადაიზარდოს სრულმასშტაბიან ომში. მოსკოვს თავისი სამხედრო-ეკონომიკური ინტერესები გააჩნია სირიასა და ერაყში და მჭიდრო სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები აქვს სხვა არაბულ ქვეყნებთან. ამ კავშირებს თუ აქტივებს დაცვა სჭირდება, რისი გაკეთებაც, რეგიონში დიდი ომის შემთხვევაში, საკმაოდ გართულდება, რადგან რუსული ჯარების დიდი ნაწილი ში ომობს.
ამიტომაც, რუსეთისთვის ახლო აღმოსავლეთში იდეალური ვარიანტია ზომიერი, „კონტროლირებადი“ დაძაბულობა, რომელიც აშშ-ის და მის მოკავშირეების ყურადღებას მოადუნებს უკრაინის საკითხისგან.
რუსეთისთვის ახლო აღმოსავლეთში იდეალური ვარიანტია ზომიერი, „კონტროლირებადი“ დაძაბულობა, რომელიც აშშ-ის და მის მოკავშირეების ყურადღებას მოადუნებს უკრაინის საკითხისგან
ამასთან ერთად, ღაზაში დაწყებული ომიდან მოყოლებული რუსეთი ცდილობს მდიდარი არაბული ქვეყნების გულის მოგებას, რაც გამოიხატება შედარებით ანტი-ებრაული რიტორიკით, რაც მოსკოვიდან მოდის ბოლო თვეების განმავლობაში.
გათვლა მარტივია: არაბული ქვეყნები მეტნი არიან და რუსეთის ეკონომიკას ესაჭიროება ე. წ. „გლობალურ სამხრეთთან“ მჭიდრო ეკონომიკური და საინვესტიციო კავშირების გაღვივება დასავლური სანქციების საპირწონედ.
– მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა, ირან-საქართველოს ურთიერთობები საქართველოს ყველა ხელისუფლებების პირობებში დინამიკურად ვითარდებოდა.
თუმცა, 2006 წლის კრიზისმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში, მხედველობაში მაქვს რუსეთის მიერ საქართველოსთვის გაზის მიწოდებაზე უარის თქმა, ცხადად დაგვანახა, რომ თეირანისთვის სამხრეთ კავკასია რუსული გავლენის სფეროდ მიიჩნეოდა.
უკრაინა-რუსეთის ომამდე ხან თურქეთს, ხან ირანს დაჰბრალდათ 3 + 3-ის იდეის გააქტიურება, რომელიც სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებთან ასევე სამი ძლიერი მეზობლის – რუსეთის, თურქეთისა და ირანის თანამშრომლობას ითვალისწინებდა.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა-რუსეთს შორის ომი მიმდინარეობს, რუსეთის საგარეო უწყება დროდა დრო გვახსენებს 3 + 3-ის პროექტში მონაწილეობის აუცილებლობას, რომელიც თავისი არსით იმისკენაა უფრო მეტად ორიენტირებული, რომ სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში არ გაიზარდოს ევროპისა და ამერიკის გავლენები.
ასეთ ფონზე ვითარდება ქართულ-ირანული ურთიერთობები.
ახლა რა სტადიაშია საქართველო- ირანის ურთიერთობები? პრემიერ ირაკლი კობახიძის თეირანის სტუმრობის ფონზე სავარაუდო რა მოლოდინები შეიძლება არსებობდეს ქართულ-ირანულ ურთიერთობებში?
– როგორც მოგახსენეთ, საქართველოსა და ირანს შორის ბოლოდროინდელ ურთიერთობებს თბილისის მიერ წარმოებული მრავალ-ვექტორული პოლიტიკის ჭრილში უნდა ვხედავდეთ. საქართველო არ ხდება პრო-ირანული, არამედ ის, სავარაუდოდ, ცდილობს რეგიონში ძლიერ მოთამაშესთან გაამყაროს ურთიერთობები.
საქართველოსა და ირანს შორის ბოლოდროინდელ ურთიერთობებს თბილისის მიერ წარმოებული მრავალ-ვექტორული პოლიტიკის ჭრილში უნდა ვხედავდეთ. საქართველო არ ხდება პრო-ირანული, არამედ ის, სავარაუდოდ, ცდილობს რეგიონში ძლიერ მოთამაშესთან გაამყაროს ურთიერთობები
ამაში შეიძლება ლოგიკის დანახვა. 2020 წელს ყარაბაღში მომხდარი ომის შედეგები გათვალისწინებით, ირანმა უმატა მცდელობებს გაეზარდა თავისი გავლენა სამხრეთ კავკასიაში. ამისთვის თეირანის მიერ გადაიდგა რამდენიმე ნაბიჯი სომხეთთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის იქნება ეს ეკონომიკურ, თუ უსაფრთხოების სფეროებში.
ირანმა ასევე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები აზერბაიჯანთან ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, რაც დაგვირგვინდა კიდევაც სულ ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანული დიპლომატიური კორპუსის თეირანში დაბრუნებით.
სამხრეთ კავკასიაში, სადაც ერთ რომელიმე დიდ მოთამაშეზე დამოკიდებულება ხშირად უკუშედეგის მომტანია, საჭიროა საგარეო პოლიტიკაში პერმანენტული მანევრირება, ერთგვარი თამაში დიდ მოთამაშეებს შორის. ამას აკეთებდნენ ქართველი მეფეები, რამაც მათ მრავალი საუკუნის განმავლობაში შეანარჩუნებინა ქვეყანა. ალბათ ამას უნდა მიჰყვებოდეს თანამედროვე საქართველოც.
სამხრეთ კავკასიაში, სადაც ერთ რომელიმე დიდ მოთამაშეზე დამოკიდებულება ხშირად უკუშედეგის მომტანია, საჭიროა საგარეო პოლიტიკაში პერმანენტული მანევრირება, ერთგვარი თამაში დიდ მოთამაშეებს შორის. ამას აკეთებდნენ ქართველი მეფეები, რამაც მათ მრავალი საუკუნის განმავლობაში შეანარჩუნებინა ქვეყანა. ალბათ ამას უნდა მიჰყვებოდეს თანამედროვე საქართველოც
საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობით და კულტურული განსხვავებულობით შეიძლება აიხსნას ის, რომ ქვეყანა რეგიონში ერთადერთია, რომელსაც არ ჰყავს მოკავშირე.
თუმცა, შესაძლოა, ამ ერთგვარი ნაკლის სიძლიერედ გადაქცევა თუ საქართველო ყველა დიდი მოთამაშისთვის საჭირო გეოპოლიტიკურ აქტორად გადაიქცევა, ვფიქრობ, ეს ერთადერთი გამოსავალია ამ არასტაბილურ ვითარებაში, როდესაც ახალი მსოფლიო წესრიგი მყარდება და ყველა, დიდი თუ პატარა ქვეყანა ეძებს თავის ადგილს.
თუ საქართველო ყველა დიდი მოთამაშისთვის საჭირო გეოპოლიტიკურ აქტორად გადაიქცევა, ვფიქრობ, ეს ერთადერთი გამოსავალია ამ არასტაბილურ ვითარებაში, როდესაც ახალი მსოფლიო წესრიგი მყარდება და ყველა, დიდი თუ პატარა ქვეყანა ეძებს თავის ადგილს
გამოუვა საქართველოს ასეთი საგარეო პოლიტიკური თამაში თუ არა ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა მოსაზრება, რომ საქართველო დღეს იდეოლოგიისგან დაცლილ საგარეო პოლიტიკას მიყვება ნათელია. ასევე ნათელია ისიც, რომ არეულ ევრაზიაში თამაშისთვის მეტი ასპარეზი იქმნება. შესაძლოა, ეს იწვევდეს საქართველოსა და ირანს შორის ერთგვარ, ძალიან ფრთხილ დაახლოებას.
”ინტერპრესნიუსი”
კობა ბენდელიანი