ემილ ავდალიანი – დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება

ისრაელსა და ირანს შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, ისტორიკოსს, ემილ ავდალიანს ესაუბრა
– ბატონო ემილ, ცოტა ხნის წინ არაბთა ემირატების პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტად იმყოფებოდა.
ემირატების პრეზიდენტს თბილისში შეხვდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე . იმის გათვალისწინებით, რომ კარგა ხანია ბატონი ივანიშვილი არც ევროპელ და არც ამერიკელ მარალჩინოსნებს არ ხვდება, ამ თემაზე საკმაოდ არასასიამოვნო გამოხმაურობებიც ვნახეთ.
ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლება საკმაოდ გააქტიურებულია არა ევროკავშირის მიმართულებით, რომლის წევრიც თითქოს უნდა გავხდეთ, არამედ აღმოსავლეთით. იგულისხმება ჩინეთთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ასევე ირანთან და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება.
თქვენ როგორ შეაფასებდით არაბთა ემირატების პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს?
სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ემირატებთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, საგარეო პოლიტიკაში ცვლილებებს ხომ არა, როგორც ამას ბევრი აღნიშნავს?
– არაბთა გაერთიანებული საემიროები განსაკუთრებით გავლენიან მოთამაშედ იქცა საერთაშორისო ასპარესზე. ამ ქვეყანას გავლენა აქვს როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთის ქვეყნებშიც. ამიტომაც, ბუნებრივია, საქართველოს სურდეს მჭიდრო კავშირები ჰქონდეს აბუ-დაბისთან. ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ აღნიშნულ გაღრმავებულ ურთიერთობებს საფუძვლად მხოლოდ საქართველოს დაინტერესება არ დევს, არამედ სურვილი საემიროებიდანაც მოდის.
მაგალითისვის, საემიროები მსოფლიოს მასშტაბით საზღვაო და სახმელეთო საპორტო ინფრასტრუქტურაში უზარმაზარ ინვესტიციებს დებენ. ასე, აფრიკის ოთხივე სანაპიროზე, ისევე როგორც კონტინენტის შიგნიდ საემიროები დიდ წილებს ფლობენ ათობით საზღვაო და მშრალ პორტში. საემიროების მიზანია, მსოფლიოს სწრაფად ცვალებად სავაჭრო გზებზე მთავარი როლი შეასრულონ.
საემიროები ასევე სხვა გეოგრაფიული მიმართულებითაც იყურებიან, იქნება ეს ცენტრალური აზია, თუ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია. ამიტომაც, არაა გასაკვირი, აბუ-დაბის მხრიდან საქართველოთი დაინტერესება, როგორც ქვეყნისა, რომელიც შუა დერეფანში საკვანძო როლს ასრულებს.
არაბთა გაერთიანებული საემიროები განსაკუთრებით გავლენიან მოთამაშედ იქცა საერთაშორისო ასპარესზე. ამ ქვეყანას გავლენა აქვს როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთის ქვეყნებშიც. ამიტომაც, ბუნებრივია, საქართველოს სურდეს მჭიდრო კავშირები ჰქონდეს აბუ-დაბისთან
მართლაც, საქართველოში საემიროები თბილისთან ახლოს მშრალ პორტზე მუშაობას აწარმოებენ. „შუა დერეფანი“ მზარდია და პერსპექტიული და საემიროებისთვის საქართველო და აზერბაიჯანი ერთიან სავაჭრო გზას წარმოადგენენ. არაა გასაკვირი, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე საემიროების პრეზიდენტი ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა.
ამ ყველაფერს უნდა მიემატოს ისიც, რომ თბილისისთვის აბუ-დაბისთან ურთიერთობების გაღრმავება მრავალ-ვექტორული პოლიტიკის გატარების გამოხატულებაა. აღნიშნული არაა დამახასიათებელი მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სამეზობლოს ყველა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში შეიძლება მოიძებნოს.
თბილისისთვის აბუ-დაბისთან ურთიერთობების გაღრმავება მრავალ-ვექტორული პოლიტიკის გატარების გამოხატულებაა
– მას შემდეგ, რაც სირიაში ბაშარ ასადის ხელისუფლება დაემხო, მიუხედავად იმისა, რომ სირიის ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები ვიზიტად მოსკოვში იმყოფებოდნენ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში თურქეთსა დ არუსეთს შორის მეტოქეობა გრძელდება.
რუსეთსა და თურქეთს შორის მეტოქეობა მოიცავს სივრცეს ლიბიიდან, სირიამდე და სამხრეთ კავკასიამდე. სამივე რეგიონში ამ ბოლო თვეების განმავლობაში თურქეთის პოზიციები მეტად ძლიერდება, ხშირად ს გავლენის ხარჯზე. რაში ვლინდება ამ სამივე რეგიონებში რუსეთის ხარჯზე თურქეთის გაძლიერება?
– ლიბიიდან და სირიიდან სამხრეთ კავკასიამდე არსებულ გეოგრაფიულ არეალში რუსულ-თურქული მეტოქეობა უკვე წლებია საკმაოდ ინტენსიურ ხასიათს ატარებს. ყველა ამ მიმართულებაზე ანკარა და მოსკოვი საპირისპირო ბანაკებში იყვნენ. მათ შორის ერთგვარი ბალანსიც არსებობდა. რუსეთი ბენგაზიში მდებარე აღმოსავლეთ ლიბიის ხელისუფლებას უჭერდა მხარს, ხოლო თურქეთი ტრიპოლიში არსებული საერთაშორისოდ აღიარებულ დასავლეთ ლიბიის ხელისუფლებას.
ბოლო დროს კი ვითარება შეიცვალა, თურქეთმა მჭიდრო კავშირები დაამყარა ბენგაზის ხელისუფლებასთანაც. სულ ცოტა ხნის წინ აღმოსავლეთ ლიბიის ხელისუფლების ლიდერის, ფელდმარშალ ხალიფა ჰაფთარის შვილი მოლაპარაკებებისთვის ეწვია ანკარას. ანკარის მხრიდან დაახლოების მიზეზი უფრო საბერძნეთთან არსებული საზღვაო დავებში უპირატესობის მიღწევაა.
აღმოსავლეთ ლიბიის საზღვაო საზღვრები საბერძნეთისას ემიჯნება. მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთის ფაქტორი უფრო მნიშვნელოვანი გამოდგა, ბალანსი რუსეთსა და თურქეთს შორის მაინც შეიცვალა. ხალიფა ჰაფთარი აღარაა რუსეთსზე ისე დამოკიდებული, როგორც ეს აქამდე იყო.
ლიბიიდან და სირიიდან სამხრეთ კავკასიამდე არსებულ გეოგრაფიულ არეალში რუსულ-თურქული მეტოქეობა უკვე წლებია საკმაოდ ინტენსიურ ხასიათს ატარებს. ყველა ამ მიმართულებაზე ანკარა და მოსკოვი საპირისპირო ბანაკებში იყვნენ. მათ შორის ერთგვარი ბალანსიც არსებობდა
უფრო ფუნდამენტური ცვლილებებია სირიაში, სადაც ასადის დინასტიის დაცემის შემდეგ, თურქეთმა დიდი გავლენა მოიხვეჭა, ხოლო მოსკოვის პოზიცია სრულად თუ არა, მნიშვნელოვნად შეიკვეცა.
მართალია, ამ ბოლო დროს რუსეთსა და დამასკოს შორის მეტად გაფართოვდა სამხედრო-ეკონომიკური კავშირებზე საუბარი და, დიდი ალბათობით, რუსეთი მოახერხებს სირიაში თავისი ორი ბაზის შენარჩუნებას, მოსკოვის გავლენა არაა იმ დონის როგორც ეს ბაშარ ალ-ასადის მმართველობისას იყო.
სამხრეთ კავკასიაში მთიანი ყარაბაღის საკითხის მოგვარებამ და მიმდინარე წლის აგვისტოში, ვაშინგტონში, ბაქოსა და ერევანს შორის სატრანზიტო დერეფნის შესახებ ხელმოწერილმა შეთანხმებამ, რეგიონში თურქეთის გავლენა მკვეთრად გაზარდა. ამას უნდა მიემატოს ისიც, რომ მოსკოვს ამჟამად ბაქოსთან და ერევანთან არ აქვს იმ სახის ურთიერთობები, სადაც რუსეთი უპირობო ავტორიტეტს წარმოადგენს.
აზერბაიჯანი და სომხეთი სულ უფრო აქტიურად იყურებიან სხვა მოთამაშეებისკენ. ეს კი თავისთავად საინტერესო პროცესს წარმოადგენს. უკვე ორასი წელია, რაც ამა თუ იმ ფორმით რუსეთი სამხრეთ კავკასიაში დომინანტურ ძალას წარმოადგენდა. დღეს, ვითარება სხვაგვარია – რუსეთს უწევს ერთდროულად 4-5 მსხვილ მოთამაშესთან ერთად გავლენებისთვის იბრძოლოს. თურქეთი ერთ-ერთი მათგანია და, როგორც ითქვა, ამ ბოლო წლებში, ძალთა ბალანსი ამ ორ ქვეყანას შორის ანკარის სასარგებლოდ შეიცვალა.
რუსეთს უწევს ერთდროულად 4-5 მსხვილ მოთამაშესთან ერთად გავლენებისთვის იბრძოლოს. თურქეთი ერთ-ერთი მათგანია და, როგორც ითქვა, ამ ბოლო წლებში, ძალთა ბალანსი ამ ორ ქვეყანას შორის ანკარის სასარგებლოდ შეიცვალა
– ცოტა ხნის წინ საუდის არაბეთმა და პაკისტანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ურთიერთთავდაცვის შესახებ. შეთანხმება მოიცავს ს ბირთვული ქოლგის გაფართოებას საუდის არაბეთზე.
ეს ხდება იმის ფონზე, როცა ისრაელმა ყატარი დაბომბა, რითაც ხაზი გაესვა სპარსეთის ყურეში არსებული ქვეყნების სუსტ პოზიციებს.
მას შემდეგ, რაც ტრამპმა და ნეთანიახუმ ღაზის სექტორთან დაკავშირებით სამშვიდობო გეგმაზე საჯაროდ ისაუბრეს, ვნახეთ რომ ვაშინგონიდან სამშობლოში დაბრუნებულმა ს პრემიერმა ყატარის ხელისუფლებას ბოდიში მოუხადა ამას წინათ ისრაელის მიერ ყატარის დაბომბვის გამო.
არაა გამორიცხული ნეთანიაჰუს ამ ნაბიჯის გადადგმა ტრამპმა აიძულა თუნდაც იმის გამო რომ ყატარელებმა ტრამპს საკმაოდ ძვიარადღირებული თვითმფრინავი აჩექეს მისი რეგიონში ვიზიტისას.
თქვენ როგორ შეაფასებდით საუბდის არაბეთსა და პაკისტანს შორის ხელმოწერილ შეთანხმებას ურთიერთთავდაცვის შესახებ, რომლითაც ბირთვული ქოლგის ქვეშ უნდა მოხვდეს?
– აღნიშნული ხელშეკრულების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ უცნობია. მაგალითად, არც ერთ მხარეს მკაფიოდ არ უთქვამს დაიცავს თუ არა პაკისტანი საუდის არაბეთს თავისი ბირთვული არსენალით. მეორე მხრივ, ასეთი სტრატეგიული ბუნდოვანება კარგად ემსახურება ისლამაბადისა და ერ-რიადის ინტერესებს, ისრაელსა და -ს ერთგვარი გზავნილი გაუგზავნონ, რომ არ ეშინიათ თელ-ავისის და, რომ ვაშინგტონის გარდა, უსაფრთხოების მოპოვების სხვა ალტერნატივებიც არსებობს.
რომ დავუკვირდეთ, პაკისტან-საუდის არაბეთის შეთანხმების დადება სექტემბერში ისრაელის მიერ კატარზე თავდასხმას მოჰყვა. ეს არაა შემთხვევითი, რადგან საუდის არაბეთს სურს, უსაფრთხოების მეტი გარანტია მიიღოს, ხოლო აშშ-სთან ურთიერთობებში ერ-რიადმა ოფიციალური მოკავშირის სტატუსს ჯერ კიდევ ვერ მიაღწია.
პაკისტან-საუდის არაბეთის შეთანხმების დადება სექტემბერში ისრაელის მიერ კატარზე თავდასხმას მოჰყვა. ეს არაა შემთხვევითი, რადგან საუდის არაბეთს სურს, უსაფრთხოების მეტი გარანტია მიიღოს, ხოლო აშშ-სთან ურთიერთობებში ერ-რიადმა ოფიციალური მოკავშირის სტატუსს ჯერ კიდევ ვერ მიაღწია
ამასთანავე, პაკისტანისთვის საუდის არაბეთთან ორმხრივი დავდაცვის ხელშეკრეულების დადება უფრო ეკონომიკურ ინტერესებს ეფუძნებოდა. ისლამაბადს ქვეყნის ინფრასტრუქტურასა და სამხედრო ინდუსტრიაში მსხვილი ინვესტიციები ესაჭიროება, რისი შეთავაზებაც ერ-რიადს მარტივად შეუძლია.
ამასთან ერთად, პაკისტანი ამ ნაბიჯით ახლო აღმოსავლეთში აქტიურ მოთამაშედ გადაიქცა. მისი სტრატეგიული როლი საგრძნობლად მოიმატებს და მას უფრო მიმზიდველს გახდის სპარსეთის ყურის სხვა მდიდარი არაბული ქვეყნებისთვის.
კიდევ ერთი მიზეზი შეთანმხებისა პაკისტანის მეტოქეობაა ინდოეთთან. ბოლო ორი წლის განმავლობაში ნიუ-დელიმ არაბულ ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები გააფართოვა. ამიტომაც, ლოგიკურია, რომ ისლამაბადმა საუდის არაბეთთან დაახლოებით ინდოეთის დაბალანსება მოისურვა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ნიუ-დელიმ არაბულ ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები გააფართოვა. ამიტომაც, ლოგიკურია, რომ ისლამაბადმა საუდის არაბეთთან დაახლოებით ინდოეთის დაბალანსება მოისურვა
– როცა ახლო აღმოსავლეთის პრობლემებზე ვსაუბრობთ, გვერდს ვერ აუვლით იმას რაც ღაზის სექტორში მიმდინარე ომის ფონზე რამდენიმე ქვეყნამ პალესტინის აღიარების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. ამ თემაზე აზრთა სხვადასხვაობა რომაა, მსოფლიოს ქვეყნების ლიდერების განცხადებებიც მოწმობს.
მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა დაგმო პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარება, შეხვდა ისრაელის პრემიერს ნეთანიახუს. ამ თემაზე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში და ქვეყნებში არ ცხრება მსჯელობა და კამათი.
ფაქტია, რომ პალენტინის დამოუკიდებლობის ამღიარებელი ქვეყნების რიცხვი იზრდება. პალესტინის აღიარებას მუსლიმური ქვეყნების გარდა, ევროპული და ქრისტიანული აღმსარებლობის ქვეყნებიც უჭერენ მხარს.
იმ პრობლემების გათვალისწინებით, რომელიც პალესტინის აღიარებასა ისრაელსა და პალესტინელებს შორის არსებობს, თქვენ როგორ შეაფასებდით პალესტინის აღიარებასთან დაკავშირებით დაწყებულ პროცესს?
– პალესტინის აღიარება დიდად არ შეცვლის იმ მძიმე სამხედრო-ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელიც ღაზის სექტორსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ჩამოყალიბდა. პალესტინის აღიარების გადაწყვეტილება უფრო სიმბოლურია, რეალური გადაწვეტილებები კი თელ-ავივსა და ვაშინგტონში მიიღება. დღეს კი ისევე, როგორც წინა წლებში, ისრაელისადმი აშშ-ის მხარდაჭერა ურყევია.
პალესტინის აღიარების გადაწყვეტილება უფრო სიმბოლურია, რეალური გადაწვეტილებები კი თელ-ავივსა და ვაშინგტონში მიიღება. დღეს კი ისევე, როგორც წინა წლებში, ისრაელისადმი აშშ-ის მხარდაჭერა ურყევია
ეპოქაში, როდესაც მულტილატერული ინსტიტუტები მორყეულია, ირანი დასუსტებული, ხოლო არაბული ქვეყნები კი ისრაელის სამხედრო ძალის ჩრდილში იმყოფებიან, თელ-ავივი სრულად გადართულია ღაზის სექტორის პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ გადასაწყვეტად.
– სექტემბრის ბოლო დღეებში ვაშინგტონში, თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპსა და ისრაელის პრემიერ ნეთანაიჰუს შორის შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრის შედაგად ითქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა და ისრაელის პრემიერმა ღაზის სექტორის სამშვიდობო გეგმა შეუმუშავეს.
გეგმის თანახმად – ისრაელი უარს ამბობს ღაზის სექტორში ისრაელის მიერ გაკონტროლებაზე. გეგმა ითვალისწინებს ღაზის სექტორში ეკონომიკური ზონისა და ტექნიკური მთავრობის შექმნას ჰამასის გარეშე. ჰამასელებმა უნდა ივალდებულონ არ მიიღონ მონაწილეობა ღაზის სექტორის მართვაში, მანამდე, მათ უნდა გაათავისუფლონ მძევლები, რომელთა რიცხვი ამ დროისთვის სხვადასხვა მონაცემებით 250-ია. ჰამასელებს მიეცემათ საშუალება დატოვონ ღაზის სექტორი, ჰამასელების გარდა, ღაზის სექტორს ჰამასელების გარდა, არავინ არ დატოვებს.
მაგრამ, დამკვირვებელთა ნაწილი თვლის რომ ტრამპი-ნეთანიახუს სამშვიდობო გეგმა არ იმუშავებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ღაზის სექტრის მოსახლეობის უმრავლესობის მიზანია ისრაელის სახელმწიფოს განადგურება.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ღაზას სექტორო ჰამასელებმა დატოვეს, ღაზის სექტორის მოსახლეობამ და სხვა პალესტინელებმა უნდა აღიარონ რომ ისრაელის სახელმწიფოს აქვს თავის ისტორიულ მოწაზე არსებობის უფლება. ამას არც ღაზის სექტორელები და არც დანარჩენი პალესტინელები არ გააკეთებენ. ამიტომ, დიდია იმის ალბათობა, რომ ტრამპი-ნეტანიახუს სმშვიდობო გეგმა არ იმუშავებს.
ამის ფონზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკული გამანადგურებლების ახლო აღმოსავლეთში გამოგზავნის პარალელურად, ავიამზიდი USS Gerald R.Ford-იც ემზადება გიბრალტარში შემოსასვლელად, საიდანაც ისიც გეზს ახლო აღმოსავლეთისკენ აიღებს, რაც აშშ-ს სამშვიდობო გეგმებზე სულაც არ მიანიშნებს.
თქვენ როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ სხვადასხვა ქვეყნების მიერ პალესტინის აღიარებას, მეორე მხრივ ტრამპ-ნეთანიაჰუს სამშვიდობო გეგმას და ამ სამშვიდობო პროექტების რეალიზაციის შესაძლებლობებს?
– აღნიშნული შეთანხმება საზავოა, თუმცა სრულად მიესადაგება ისრაელის ინტერესებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში მრავალი მსგავსი შემთხვევა გვქონდა, როდესაც ჰამასი და ისრაელი საზავო შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ არაფერი გამოსულა. ამიტომაც, რთულია პროგნოზირება, თუ რამდენად წარმატებული იქნება ტრამპ-ნეთანიაჰუს ეს დიპლომატიური მცდელობა.
თითქოს, დღეს არსებული გეოპოლიტიკური ვითარება ზავის დადებას ხელს უნდა უწყობდეს. ამავდროულად, ნაკლებად სავარაუდოა, ჰამასი დათანხმდეს ღაზის სექტორიდან სრულ გასვლაზე, მაშინ, როდესაც, ისრაელმა საჯაროდ განაცხადა, რომ ნებისმიერი ქვეყანა გახდება თელ-ავივის სამიზნე თუ იქ ჰამასის კვალი იქნება შემჩნეული.
ნაკლებად სავარაუდოა, ჰამასი დათანხმდეს ღაზის სექტორიდან სრულ გასვლაზე, ღაზის სექტორიდან მათი გასვლა არ იქნება იმის გარანტია, რომ ჰამასი გადარჩება სხვაგან. ჰამასი სამიზნე იქნება ყველგან, სადაც ფიზიკურად იქნება წარმოდგენიული
ასე მოხდა სექტემბერში კატარის შემთხვევაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰამასისთვის ეს ეგზისტენციურ ბრძოლას წარმოადგენს. ღაზის სექტორიდან გასვლა არ იქნება იმის გარანტია, რომ ჰამასი გადარჩება სხვაგან. ამიერიდან, ჰამასი სამიზნე იქნება ყველგან, სადაც ფიზიკურად იქნება წარმოდგენიული.
– „ინტერპრესნიუსთან“ წინა ინტერვიუში ბრძანეთ – „რუსეთსა და სირიას შორის ურთიერთობები ნელი ტემპით ლაგდება, რაც დამასკოს მიერ ს ე.წ. აღიარების უკან გაწვევის საკითხს ართულებს“.
ამას წინათ, სირიის ახალმა ხელისუფლებამ, რომლის წარმომადგენელი ამას წინათ მოსკოვში ვიზიტად იმყოფებოდა და დიდი ალბათობით, მოსკოვის თხოვნით დამასკომ უკან არ გაიწვია აფხაზეთის დამოუკიდებლობა. მაგრამ, ამას წინათ რუსეთში სირიიდან დევნილი ბაშარ ასადს განაჩენი გამოუტანა სირიაში მიმდინარე ომის დროს ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამო.
იმის გათვალისწინებით რომ ამას წინათ აფხაზეთის, ანუ სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლები სირიაშიც იმყოფებოდნენ და სამხრეთ კორეაშიც, რაზეც საქართველოს ხელისუფლებას პროტესტიც არ გამოუთქვამს, სულაც არა გამორიცხული, სირიის ახალი ხელმძღვანელების მიერ ბაშარ ასადისთვის გამოტანილი განაჩენი სახის შენარჩუნებისთვის, ან ახალ ხელისუფლებაში გარკვეული ძალებისთვის მხოლოდ ანგარიშის გაწევის შემთხვევა იყოს.
თქვენ როგორ შეაფასებდით სირიის ახალი ხელისფლების მიერ ბაშარ ასადისთვის გამოტანილ განაჩენს?
– ლოგიკურია სირიის ახალი ხელმძღვანელების გადაწყვეტილება, რადგან დამასკოში ჯერ კიდევ ეშინიათ ქვეყანაში ასადის მომხრეების აჯანყების.
ნაკლებად მოსალოდნელია, მოსკოვმა ასადი დამასკოს გადასცეს. დღეს, რუსეთ-სირიის ურთიერთობებში უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე მიდის მსჯელობა და ორივე მხარე ცდას არ აკლებს, გააფართოვოს ორმხრივი თანამშრომლობა.
ნაკლებად მოსალოდნელია, მოსკოვმა ასადი დამასკოს გადასცეს. დღეს, რუსეთ-სირიის ურთიერთობებში უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე მიდის მსჯელობა და ორივე მხარე ცდას არ აკლებს, გააფართოვოს ორმხრივი თანამშრომლობა
მაგალითად, 2 ოქტომბერს, დამასკოში მოლაპარაკებები გაიმართა რუსეთის სამხედრო დელეგაციასთან, რომელსაც კონტრადმირალი კორნიბენკო ოლეგ ვიქტოროვიჩი ხელმძღვანელობდა. ვიზიტი იმაზე მიუთითებს, რომ სირიამ შესაძლოა უახლოეს თვეებში რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაზრდა სცადოს, შესაძლოა, სამხედრო ექსპერტიზის გაცვლის გზით.
სექტემბრის დასაწყისში, სირიაში ჩავიდა რუსეთის მაღალი რანგის დელეგაცია, ვიცე-პრემიერ მინისტრის, ალექსანდრ ნოვაკის ხელმძღვანელობით. მანამდე, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დამასკომ ინტერესი გამოთქვა რუსეთის სამხედრო პოლიციის მიერ სირიის სამხრეთ პროვინციებში პატრულირებისადმი.
ეს ნაბიჯები სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ასაად ალ-შიბანის მოსკოვში ვიზიტს მოჰყვა. ასე რომ, დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი