ემილ ავდალიანი – ახლო აღმოსავლეთში ისრაელის დომინირების ხანა დაიწყო

სირიაში ხელისუფლების ცვლილების, ირანსა და რუსეთს შორის სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერის, ისრაელსა და ჰამასსა და ჰესბოლას შორის მიღწეული შეთანხმებების ფონზე, სავარაუდოდ, როგორ ვითარდება პროცესები ახლო აღმოსავლეთში, ასევე იმაზე, თუ რა გავლენას იქონიებს ახლო აღმოსავლეთის მიმდინარე პროცესებზე თეთრ სახლში ტრამპის დაბრუნება, „ინტერპრესნიუსი“ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, აღმოსავლეთმცოდნეს, ემილ ავდალიანს ესაუბრა.
– ბატონო ემილ, ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ და ფაქტია, დაჩქარებულია ცხოვრების რიტმი. ცხოვრების დაჩქარებული რიტმი კიდევ უფრო დააჩქარა -ში პრეზიდენტად ს არჩევამ.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის სამომავლო გეგმებზე ახლა მეტი ვიცი, იგი მაინც არაპროგნოზირებად პოლიტიკურ ლიდერად რჩება. აშშ-ს პრეზიდენტის სავარაუდო გავლენაზე თუნდაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე ჩვენ აუცილებლად შევეხები.
მანამდე საუბარი გვინდა დავიწყოთ იმაზე, თუ როგორ ვითარდება სირიაში მას შემდეგ, რაც ქვეყანა ბაშარ ასადმა დატოვა სირიას მუჰამად ალ-ჯულანის ადმინისტრაცია მართავს.
მას შემდეგ საკმაოდ დიდი დრო კი გავიდა, მაგრამ, მაინც გკითხავთ – ამჟამად როგორი ვითარებაა სირიაში?
რამდენად მოხერხდა ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება? როგორ მიმდინარეობს სირიის ახალი დე-ფაქტო ხელისუფლების აღიარების პროცესი?
– ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სირიაში შედარებითმა სიმშვიდემ დაისადგურა. ყოველ შემთხვევაში, ისეთი დაძაბულობა აღარაა, როგორც ეს დეკემბერში იყო, როდესაც გახშირებული იყო სუნიტების მხრიდან ალავიტების, ქრისტიანების თუ შიიტების შევიწროება.
სირიის დე-ფაქტო მმართველმა აჰმედ ალ-შაარამ, რომელიც ადრე ალ-ჯულანის სახელით იყო ცნობილი, სირიის კონსტიტუცია გააუქმა და თავი გარდამავალ პრეზიდენტად დაასახელა. მან ასევე გამოაცხადა, რომ მოიწვევს ეროვნული დიალოგის კონფერენციას, სადაც ქვეყნის ყველა რელიგიური თუ ეთნიკური ჯგუფი იქნება წარმოდგენილი.
მიუხედავად ამისა, მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რომ სირიაში მოხდეს სრულად ინკლუზიური ხელისუფლების ჩამოყალიბება. ქვეყანას ამის არც ისტორიული ტრადიცია გააჩნია და არც დღევანდელი მმართველები გამოიყურებიან სანდო პოლიტიკოსებად თავისი წარსულის გამო. მიუხედავად ამისა, ევროპის ქვეყნებს, აშშ-სა თუ არაბულ ქვეყნებს ურჩევნიათ სირიაში სხვა ძალები იყვნენ, ვიდრე ბაშარ ალ-ასადი და მისი მოკავშირეები.
ზუსტად ამიტომაც, სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს სირიის ხელისუფლების დე-იურე აღიარებისკენ მიმავალი პროცესი. თურქეთის, ს, კატარის, ევროპული ქვეყნების და სხვა ლიდერები უკვე ეწვივნენ დამასკს და ამჟამად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სირიაზე არსებული აშშ-ის თუ ევროკავშირის მძიმე სანქციების მოხსნაზე. როგორც კი ეს მოხდება, არაბულ ქვეყნებს, თურქეთს და სხვებს პირდაპირი ფინანსური დახმარების გზები გაეხსნებათ.
სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს სირიის ხელისუფლების დე-იურე აღიარებისკენ მიმავალი პროცესი. თურქეთის, საუდის არაბეთის, ყატარის, ევროპული ქვეყნების და სხვა ლიდერები უკვე ეწვივნენ დამასკს და ამჟამად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სირიაზე არსებული აშშ-ის თუ ევროკავშირის მძიმე სანქციების მოხსნაზე. როგორც კი ეს მოხდება, არაბულ ქვეყნებს, თურქეთს და სხვებს პირდაპირი ფინანსური დახმარების გზები გაეხსნებათ
მეტიც, ალ-შარაა უკვე საუდის არაბეთსაც ეწვია, რაც პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ მდიდარი არაბული ქვეყნები დაინტერესებულები არიან სირიის სწრაფ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეაბილიტაციაში.
ირანისა და ს გავლენების შესუსტება, ნარკოტიკის წარმოების მკვეთრი შემცირება და მრავალი სხვა, ეს ის საკითხებია, რომელიც არაბულ ქვეყნებს აწუხებდათ და ახლა ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებენ.
– რამდენიმე დღის წინ რუსული დელეგაცია დამასკში იმყოფებოდა და სირიის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები აწარმოვა. მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემა იყო სირიაში რუსული ბაზების საკითხი.
მას შემდეგ, რაც ბაშარ ალ-ასადმა დამასკო დატოვა, სირიის ტერიტორიაზე მყოფმა რუსული შენაერთების მიერ რუსული ტექნიკის ნაწილი ლიბიაში გადაიტანეს. რუსული დელეგაციის დამასკში ჩასვლით სავარაუდოდ, როგორ გადაწყდა სირიაში რუსეთის ბაზების ბედი?
– ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით რუსეთის დელეგაციამ ვერ მიაღწია სასურველ შედეგებს – სირიაში რუსული ბაზების ბედი გადაუწყვეტელი რჩება. მოსკოვს არ აქვს იმედი, რომ თუნდაც ბაზების შენარჩუნება მოხდეს, მათ იგივე ფუნქციები ექნებათ, როგორც ეს ასადის დროს იყო. ამაზე მეტყველებს ის აქტიური საჰაერო გადაზიდვები სირიიდან ლიბიის მიმართულებით, სადაც რუსებს სურთ ახალი სამხედრო ბაზის გახსნა.
ეს კი მათ საშუალებას მისცემს, რომ აფრიკის კონტინენტზე აწარმოონ თავისი სამხედრო ოპერაციები. თუმცა, აქაც ყველაფერი რუსეთის გეგმების მიხედვით შეიძლება არ წარიმართოს. ლიბიის ეროვნული არმიის მეთაური და ლიბიის დიდი ნაწილის დე-ფაქტო მმართველი, ფელდმარშალი ხალიფა ჰაფტარი, უკვე წლებია, რაც ერიდება ლიბიაში რუსული სამხედრო ბაზის ოფიციალურ განლაგებას. ის ლავირებს დასავლეთსა და არაბული ქვეყნების ინტერესებს შორის და, მიუხედავად მოსკოვის მხარდაჭერისა, მაინც გეოპოლიტიკურად სარისკოდ მიაჩნია რუსული ბაზის გამოჩენა ლიბიის ტერიტორიაზე.
არსებული ინფორმაციით რუსეთის დელეგაციამ ვერ მიაღწია სასურველ შედეგებს – სირიაში რუსული ბაზების ბედი გადაუწყვეტელი რჩება. მოსკოვს არ აქვს იმედი, რომ თუნდაც ბაზების შენარჩუნება მოხდეს, მათ იგივე ფუნქციები ექნებათ, როგორც ეს ასადის დროს იყო. ამაზე მეტყველებს ის აქტიური საჰაერო გადაზიდვები სირიიდან ლიბიის მიმართულებით, სადაც რუსებს სურთ ახალი სამხედრო ბაზის გახსნა
შესაბამისად, რუსული სამხედრო და, შესაბამისად, გეოპოლიტიკური გავლენის შემცირება სირიასა და, ზოგადად, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში გარდაუვალია. შეიძლება ითქვას, რომ რუსული გავლენა ახლო აღმოსავლეთში შეეწირა ში მიმდინარე ომს. მოსკოვს არ შეუძლია ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე აწარმოოს აქტიური სამხედრო ქმედებები. ამას უნდა დაემატოს ისიც, რომ, მოსკოვის პერსპექტივიდან, უკრაინა ბევრად მნიშვნელოვანია რუსული ინტერესებისთვის, ვიდრე ახლო აღმოსავლეთი.
შეიძლება ითქვას, რომ რუსული გავლენა ახლო აღმოსავლეთში შეეწირა უკრაინაში მიმდინარე ომს
ამას კი ისევ მივყავართ რუსეთის მთავარ პრობლემამდე – ის სახმელეთო იმპერიაა და მას ყოველთვის უჭირდა არამომიჯნავე მიწებზე გავლენის შენარჩუნება.
– 17 იანვარს ირანსა და რუსეთს შორის დაიდო სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება. მოსკოვისა და ანკარის თანამშრომლობა მას შემდეგ გახდა უფრო ხელშესახები და მასშტაბური, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სანქციებით დამძიმებულ რუსეთს მხარდაჭერა სჭირდებოდა.
ირანსა და რუსეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მაშინ მოეწერა ხელი, როცა ზანგეზურის კორიდორის თემაზე აზერბაიჯანმა საკმაოდ მკაცრი განცხადებები გააკეთა სომხეთის მისამართით. საუბარი იმ განცხადებებზე, რომლის დროსაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თქვა, რომ თუ ერევანი ზანგეზურის კორიდორს ნებით არ დათმობს, იგი მზადაა ძალის გამოყენებით გააკონტროლოს სომხეთსა და ირანს შორის არსებული საზღვარი.
უნდა ითქვას, რომ მოსკოვთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე, თეირანი აქტიურად იცავდა სომხეთის პოზიციებს.
ირანსა და რუსეთის თანამშრომლობაზე „ინტერპრესნიუსთან“ თქვენ ნათქვამი გაქვთ – „ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთი და ირანი ოფიციალურად მოკავშირეები გახდნენ, რადგან დიდია მათ შორის არსებული წინააღმდეგობათა ნუსხა“.
რადგან, ირანსა და რუსეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ხელმოწერილია, სავარაუდოდ, რას ითვალისწინებს ეს შეთანხმება?
როგორი შეიძლება იყოს ზანგეზურის კორიდორის მომავალი? ანუ, დარჩებიან თუ არა ზანგეზურის კორიდორის გასაკონტროლებლად რუსეთის სპეცსამსახურები?
– ირან-რუსეთის ახალი შეთანხმება ორმხრივი ურთიერთობების ყველა არსებულ არეალს შეეხო, იქნება ეს სამხედრო, ეკონომიკური თუ სანიტარული საკითხები. როგორც ჩვენ წინა ინტერვიუში ვივარაუდეთ, ამ ხელშეკრულებაში არ არის პირდაპირი მინიშნება იმისა, რომ ეს ორი ქვეყანა ოფიციალური მოკავშირე ხდება.
მაგალითად, რუსეთ-ჩრდილოეთ კორეის შორის დადებულ ხელშეკრულებისგან განსხვავებით, სადაც მოსკოვსა და ფხენიანს მკაფიოდ აქვთ განსაზღვრული სამხედრო ურთიერთდახმარების პუნქტი, ირანმა და რუსეთმა მსგავსი ვალდებულების თავის თავზე აღება არ მოისურვეს. ეს კი ორ ქვეყანას შორის ხშირად განსხვავებულ ინტერესებზე მეტყველებს.
17 იანვრის რუსეთ-ირანის ხელშეკრულებიდან სულ რამდენიმე პუნქტია ისეთი, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა: პირველია ირანისა და რუსეთის მზადყოფნა, რომ სამხრეთ კავკასიასა და კასპიის ზღვაში ითანამშრომლონ და გარიყონ არა რეგიონული ძალები, მეორეა ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარება, რომელიც აკავშირებს რუსეთის პორტებს ირანის სპარსეთის ყურესთან, მესამეა რუსეთის დაპირება, რომ ირანს მიაწოდოს გაზი და ამ მიზნით მოახდინოს ისლამური რესპუბლიკის გაზის ინფრასტრუქტურაში მსხვილი ინვესტიციების ჩადება.
17 იანვრის რუსეთ-ირანის ხელშეკრულებიდან სულ რამდენიმე პუნქტია ისეთი, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა: პირველია ირანისა და რუსეთის მზადყოფნა, რომ სამხრეთ კავკასიასა და კასპიის ზღვაში ითანამშრომლონ და გარიყონ არა რეგიონული ძალები, მეორეა ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარება, რომელიც აკავშირებს რუსეთის პორტებს ირანის სპარსეთის ყურესთან, მესამეა რუსეთის დაპირება, რომ ირანს მიაწოდოს გაზი და ამ მიზნით მოახდინოს ისლამური რესპუბლიკის გაზის ინფრასტრუქტურაში მსხვილი ინვესტიციების ჩადება
ამასთან ერთად, საინტერესოა აღნიშნული შეთანხმების პრეამბულა, სადაც რუსეთი და ირანი აცხადებენ, რომ მათი მიზანია მრავალ პოლარული, სამართლიანი მსოფლიო წესრიგის შექმნას შეუწყონ ხელი.
რაც შეეხება ზანგეზურის დერეფანს, ის რჩება მტკივნეულ საკითხად რუსეთ-ირანის ურთიერთობებში. რუსები უჭერენ მხარს აღნიშნული დერეფნის გახსნის იდეას, თუმცა აქ ირანის საკითხია, რომელიც ტრადიციულად ეწინააღმდეგება აღნიშნულ ინიციატივას.
– პრემიერ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გაერთიანებულ ემირატებში იმყოფებოდა საქართველოს სამთავრობო დელეგაცია.
გაერთიანებულ ემირატებში მანამდეც რამდენიმეჯერ იმყოფებოდა საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც, იმხანად პრემიერი ხელმძღვანელობდა.
ვიცით, რომ ამ ვიზიტის შედეგად ემირატების უმსხვილესი სამშენებლო კომპანია თბილისსა და გონიოში დიდ სამშენებლო პროექტებს განახორციელებენ. ეკონომიკური ექსპერტები ამ პროექტებთან დაკავშირებით საკმაოდ კრიტიკულ შეფასებებს აკეთებენ, თან ამბობენ, რომ ამ თემაზე მხარეებმა მხოლოდ განზრახულებათა შეთანხმებებს მოაწერეს ხელი.
თქვენ როგორ შეაფასებდით საქართველოსა და სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს შორის გახშირებული ურთიერთობებს?
– ზოგადად, მიმაჩნია, რომ ქართული დიპლომატიის ქვაკუთხედს უნდა წარმოადგენდეს ბალანსის დაჭერა დიდ მოთამაშეებს შორის, რისთვისაც საჭიროა მეტ მნიშვნელოვან აქტორთან დაკავშირება. ერთ-ერთი ასეთი მოთამაშე არის სპარსეთის ყურის მდიდარი არაბული ქვეყნები, კერძოდ კი გაერთიანებული არაბული ემირატები.
ქართული დიპლომატიის ქვაკუთხედს უნდა წარმოადგენდეს ბალანსის დაჭერა დიდ მოთამაშეებს შორის, რისთვისაც საჭიროა მეტ მნიშვნელოვან აქტორთან დაკავშირება
ამ ქვეყნებს არ გააჩნიათ განსაკუთრებული სამხედრო პოტენციალი, მაგრამ აქვთ დიდი ფინანსური შესაძლებლობები, რაც საუდის არაბეთს, კატარსა და ემირატებს მსოფლიო პოლიტიკაში გავლენიან მოთამაშეებად აყალიბებს.
შესაბამისად, სამხრეთ კავკასიაში, საქართველოსა და აზერბაიჯანში, მდიდარი არაბული ქვეყნების გააქტიურება გეოპოლიტიკურად დადებით პროცესს წარმოადგენს – იქმნება კიდევ ერთი საპირწონე, როგორც რუსეთის, ასევე სხვა დიდი მოთამაშეების წინააღმდეგ.
ბოლო წლებში სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები მეტად დაინტერესდნენ ჩვენი რეგიონით. გათვლა მარტივია – ფული იდება ისეთ გეოგრაფიულ არეალში, რომელიც სულ უფრო მეტად ყალიბდება, როგორც ხიდი ცენტრალურ აზიასა-ჩინეთსა და ევროკავშირს შორის. გზა საქართველოსა და აზერბაიჯანზე გადის, რაც ხსნის კიდევაც იმ გაცხოველებულ სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობებს, რაც სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებთან ვითარდება.
ბოლო წლებში სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები მეტად დაინტერესდნენ ჩვენი რეგიონით. გათვლა მარტივია – ფული იდება ისეთ გეოგრაფიულ არეალში, რომელიც სულ უფრო მეტად ყალიბდება, როგორც ხიდი ცენტრალურ აზიასა-ჩინეთსა და ევროკავშირს შორის. გზა საქართველოსა და აზერბაიჯანზე გადის, რაც ხსნის კიდევაც იმ გაცხოველებულ სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობებს, რაც სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებთან ვითარდება
საქართველო ხშირად ნაკლებ ყურადღებას აქცევდა ახლო აღმოსავლეთის დიდ მოთამაშეებს. ამის გამოსწორება სპარსეთის ყურის ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობების გაღვივებითაა შესაძლებელი. ეს ის ქვეყნებია, ვისაც დიდი გავლენა აქვთ სირიაზე თუ სხვა ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე.
იქნება ეს სირიის ახალი ხელისუფლების მიერ ს საკითხის უკან გაწვევა თუ სხვა, საუდის არაბეთს და არაბეთის გაერთიანებულ ემირატებს პოტენციურად საჭირო დახმარების გაწევა შეუძლიათ.
– გვერდს ვერ აუვლით აშშ-ს ახალი პრეზიდენტის თემას, უფრო სწორად იმაზე საუბარს, თუ როგორ აისახება ტრამპის გაპრეზიდენტება ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე.
ბევრის დაკვირვებით, ტრამპის მეორე ვადით გაპრეზიდენტება ყველაზე მეტად ისრაელს შეიძლება წაადგეს, რადგან ტრამპს არასდროს დაუმალავს სთვის მისი მხარდაჭერა.
ფაქტია ისიც, რომ ტრამპის გაპრეზიდენტებამდე ისრაელმა 2023 წლის ბოლოდან მოახერხა ჰამასის თითქმის სრულად ჩამოშლა, ჰეზბოლას დასუსტება, ირანის სამხედრო დანიშნულების ობიექტების დაბომბვა. ჩამოშლილია ის ცეცხლი რკალი, რომელსაც ირანი ისრაელის გარშემო აშენებდა.
მეტიც, ტრამპის გაპრეზიდენტებამდე ებრაული სახელმწიფო თავდაცვიდან შეტევაზე იყო გადასული. ამის პარალელურად საერთაშორისო ძალისხმევის შედეგად, ისრაელსა და ჰამასისა და ჰესბოლოს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და გარკვეულ შეთანხმებებსაც მოეწერა ხელი.
სავარაუდოდ, რა გავლენას იქონიებს თეთრ სახლში ტრამპის დაბრუნება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე?
– ახლო აღმოსავლეთში ისრაელის დომინირების ხანა დაიწყო. ირანის წინააღმდეგობის ღერძი მნიშვნელოვნად დასუსტებულია და თეირანმა დაკარგა პირდაპირი სახმელეთო დერეფანი ხმელთაშუა ზღვამდე. მართლაც, ისლამურ რესპუბლიკას კიდევ ბევრი წელი დასჭირდება, რომ აღადგინოს თავისი გავლენა ისრაელის საზღვრებს გარშემო. ამასთან ერთად, დონალდ ტრამპის დაბრუნებით ისრაელს ვაშინგტონისგან უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება. ამაზე მეტყველებს პრემიერ ნეთანიაჰუს დაპატიჟება თეთრ სახლში.
ირანის წინააღმდეგობის ღერძი მნიშვნელოვნად დასუსტებულია და თეირანმა დაკარგა პირდაპირი სახმელეთო დერეფანი ხმელთაშუა ზღვამდე. ისლამურ რესპუბლიკას კიდევ ბევრი წელი დასჭირდება, რომ აღადგინოს თავისი გავლენა ისრაელის საზღვრებს გარშემო. ამასთან ერთად, დონალდ ტრამპის დაბრუნებით ისრაელს ვაშინგტონისგან უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება. ამაზე მეტყველებს პრემიერ ნეთანიაჰუს დაპატიჟება თეთრ სახლში
ვფიქრობ, ისრაელსა და აშშ-ში ხედავენ იმ შესაძლებლობების ფანჯარას, რომელიც ახლო აღმოსავლეთში იქმნება – ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტონ ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი, მკვეთრად შეამცირონ მისი სამხედრო პოტენციალი და გამოაცალონ მოკავშირეები.
– თქვენ და ბევრი თქვენი კოლეგა, ვინც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს სწავლობს და აკვირდება, ამბობდა, რომ ტრამპის გაპრეზიდენტება მოასწავებდა „აშშ-ს მხრიდან ირანზე მაქსიმალური ზეწოლის გაძლიერებას“.
თეირანმა მოსკოვთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება კი გააფორმა, მაგრამ, ტრამპის ადმინისტრაციის გავლენიანმა წარმომადგენელმა ილონ მასკმა „თეირანში ჩასვლა არ გამორიცხა“. ამ განცხადებამ დიდი მითქმა-მოთქმა კი გამოიწვია, მაგრამ ბევრმა ეს ნათქვამი „ფეიკადაც“ კი მიიჩნია….
– მასკის განცხადების მიუხედავად, აშშ-ის მიერ „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკის გატარება გარდაუვალია. მიზანი ირანის ბირთვული პროგრამის ან გაუქმება, ან მნიშვნელოვნად შეზღუდვაა. ამასთან ერთად, ჯერჯერობით, სანქციების გამო, ამერიკის მხრიდან ირანში ინვესტიციების ჩადება შეუძლებელია.
ირანის საკითხს უფრო გლობალურ ჭრილში თუ განვიხილავთ, ვაშინგტონი შეეცდება სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვებას, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ საუდის არაბეთი ან გაერთიანებული ემირატები ამერიკას გაჰყვნენ ამ თამაშში.
ვაშინგტონი შეეცდება სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვებას, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ საუდის არაბეთი ან გაერთიანებული ემირატები ამერიკას გაჰყვნენ ამ თამაშში
ტრამპის მოსვლა კი დადებითად შეფასდა ერ-რიადსა და აბუ-დაბიში, მაგრამ საუდელებს კარგად ახსოვთ, რომ იგივე ტრამპს თითი არ გაუნძრევია 2019 წელს, როდესაც ჰუსიტებმა საუდის არაბეთის ნავთობმრეწველობის ცენტრები დაბომბეს.
ამიტომაც, ირანის წინააღმდეგ პირდაპირ წასვლა, დღეს, ბევრ არაბულ ქვეყანას შეიძლება აღარც აწყობდეს აშშ-გან მყარი უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი