ემიგრაციის რეკორდი ეკუთვნის „ნაციონალურ მოძრაობას“, სტრასბურგში რომ დადიოდნენ ადამიანები სიმართლის საძებნად მარტო ეგ „ემიგრაცია“ ეყოფათ

ემიგრაციის რეკორდი ეკუთვნის „ნაციონალურ მოძრაობას“, სტრასბურგში რომ დადიოდნენ ადამიანები სიმართლის საძებნად მარტო ეგ „ემიგრაცია“ ეყოფათ
ემიგრაციის რეკორდი ეკუთვნის „ნაციონალურ მოძრაობას“, სტრასბურგში რომ დადიოდნენ ადამიანები სიმართლის საძებნად მარტო ეგ „ემიგრაცია“ ეყოფათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობის“ დროს უვიზო რეჟიმი რომ ჰქონოდა საქართველოს ევროკავშირთან, ძალიან ცოტა ადამიანი დარჩებოდა ქვეყანაში, არა მარტო გაჭირვების, არამედ ხელისუფლების მიერ შელახული ღირსებისა და განხორციელებული მუქარის გამო.
„2011 წელს საქართველოდან წავიდა 107 000 მოქალაქე წელიწადში. თან მაშინ უვიზო რეჟიმი არ ჰქონდა საქართველოს.
მე გარწმუნებთ, რომ იმ რეჟიმის პირობებში, უვიზო რეჟიმი რომ ჰქონოდა საქართველოს ევროკავშირთან, ძალიან ცოტა ადამიანი დარჩებოდა ამ ქვეყანაში, ელემენტარული მიზეზების გამო, რაც ხდებოდა ქვეყანაში და ეს მარტო გაჭირვება კი არ იყო, ბევრს უბრალოდ ღირსება ჰქონდა შელახული, ბევრს არ დაედგომებოდა, ემუქრებოდნენ, დევნიდნენ, ნათესავებს უჭერდნენ და ეს ხალხი ყველა წავიდოდა მაშინ რომ უვიზო რეჟიმი ყოფილიყო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდათ უვიზო მიმოსვლა, ემიგრაციის რეკორდი მაინც „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნით“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

აკაკი ალადაშვილი: საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო ოცეულშია – ეს შედეგი მნიშვნელოვანი მიღწევაა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით, თუმცა ჩვენი გუნდის მუშაობით, კიდევ უფრო მაღალ შედეგებს მივაღწევთ

ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი: ვიცი ყველა უბნის პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი მოეწყობა თითქმის ყველა უბანში, ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია 30-მდე რეკრეაციული სივრცე