ემიგრაციაში მყოფი ვეტერანები საქართველოს ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს მიმართავენ

ემიგრაციაში მყოფი ვეტერანები საქართველოს ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს მიმართავენ და მოუწოდებენ, შეასრულონ ფიცი, ემსახურონ საქართველოს და არა ხელისუფლებას.
ვიდეო მიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს ირაკლი შაიშმელაშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი, რომელმაც საქართველო ოჯახთან ერთად გასული წლის ბოლოს დატოვა:
„…დადგა დრო, როცა ერთი და იგივე, წლობითმ სისტემაში ჩამჯდარმა ყველა რეჟიმის და მთავრობის მონა-მორჩილმა, ყველა დანაშაულებრივი ბრძანების უსიტყვო შემსრულებელმა ერთი და იგივე სახეებმა აღარ უნდა გვამრთონ. მოვიდა დრო, ქვეყანაში მოხდეს ცვლილებები. მათ შორის, განხორციელდეს ძალოვანი სისტემების საფუძვლიანი, სტრუქტურული რეორგანიზაცია.
სისტემური დანაშაულებების თანამონაწილედ თქვენ თქვენი მოქმედებით თუ უმოქმედობით გხდიან და ეს ყველაფერი თქვენი სახელით კეთდება. ამ პერიოდში ერთ-ერთი სამარცხვინო ფურცელი იწერება საქართველოს ისტორიაში, როცა ქვეყნის მეორედ გასაბჭოებას მთელი ძალით და სრული რესურსებით ახორციელებს რუსული ოცნება.
ირწმუნეთ საკუთარი თავის. გამოეცალეთ მაგ ბოროტ სისტემას და შეატოვეთ რუსული სახელი მათ, თქვენ კი წამოდით და თან წამოიღეთ თქვენი წილი ღირსება, რაც ამდენი წელი სიამაყით ატარეთ. უბრალოდ შეასრულეთ თქვენი ფიცი – ემსახურეთ საქართველოს!“, – ამბობს ვიდეო-მიმართვაში ირაკლი შაიშმელაშვილი.
ემიგრაციაში მყოფი ვეტერანები აცხადებენ, რომ „ეს ერთიანობა ეძღვნება 4 ოქტომბერს“.
4 ოქტომბრს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, თბილისში ოპოზიციური სპექტრისა და აქტივისტების ორგანიზებით, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის გამართვა იგეგმება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?