ემიგრაციაში მყოფი ვეტერანების მიმართვა ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი ემიგრაციაში მყოფი ვეტერანების სახელით მიმართვას ავრცელებს და საქართველოს ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს მიმართავს 4 ოქტომბერთან დაკავშირებით.
“ჩვენ, საქართველო სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურების, ემიგრაციაში მყოფი ვეტერანები, საქართველოს ეროვნული გმირებისა და ჩვენი დროშის ფონზე ვერთიანდებით ერთი მიზნით – ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოს გადასარჩენად.
დღეს სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის ჟამი დგას, რა დროსაც ჩვენი ერთობით, ბრძოლისუნარიანობითა და სიმტკიცით უნდა გადავარჩინოთ საქართველო, რათა არ გახდეს ს მონობის, უსამართლობისა და სრული უიმედობის მსხვერპლი. ჩვენ დღეს ვერთიანდებით სამშობლოს, ეროვნულ გმირებისა და მომავალი თაობების გამო. ეს ერთიანობა ეძღვნება 4 ოქტომბერს “, – აცხადებენ ვეტერანები.
“დღეს, როცა საქართველოს ისტორიის ახალი ფურცელი უნდა გადაიშალოს, ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ახალი საქართველოს დაბადება. თუ ვინმემ იცის აბსოლუტური სიზუსტით, რა ხდება დღეს ქვეყანაში, ეს ძალოვანი სტრუქტურებია. ამიტომ მოგმართავთ თქვენ, რიგი და საშუალო რგოლის თანამშრომლებს და არამც და არამც თქვენს ხელმძღვანელებს, რომლებმაც უკვე გააკეთეს თავიანთი არჩევანი და ისინი სიბნელის მხარეს დადგნენ.
ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. დადგა დრო, როცა ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს. დადგა დრო, როცა ერთი და იგივე, წლობით სისტემაში ჩამჯდარმა, ყველა რეჟიმისა და მთავრობის მორჩილმა, ყველა დანაშაულებრივი ბრძანების უსიტყვო შემსრულებელმა, ერთი და იგივე სახეებმა აღარ უნდა გვმართონ.
მოვიდა დრო, ქვეყანაში მოხდეს ცვლილებები. მათ შორის, განხორციელდეს ძალოვანი სისტემების საფუძვლიანი, სტრუქტურული რეორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებული იქნება ერთი მხრივ მშვიდობაზე, სამართლიანობასა და უსაფრთხოების დაცვაზე და მეორე მხრივ, საკანონმდებლო დონეზე თანამშრომელთა მოვალეობების დარეგულირებაზე. მოვიდა დრო და თქვენ კი გეძლევათ შანსი, გახდეთ ამ უნიკალური ცვლილებების თანამონაწილე.
თქვენ დღეს ხედავთ, რომ თბილისსა თუ სხვა ქალაქებში ასი ათასობით წარმატებული პროფესიონალი, თავისუფალი და სამშობლოზე შეყვარებული ადამიანები დგანან და ს მოპარვასთან ერთად, საქართველოს ევროკავშირისა და დასავლეთისგან იზოლაციას აპროტესტებენ.
ჩვენ ხომ ყველამ ზედმიწევნით ზუსტად ვიცით, რომ ისინი არც რომელიმე ქვეყნის აგენტები არიან და არც სხვა ქვეყნის პროპაგანდისტული მესიჯებით არიან დაზომბებული. ჩვენ ხომ ყველას ზუსტად გვესმის მათი გულისა და მაჯისცემა სამართლიანობის მოთხოვნაზე, იმიტომ, რომ ჩვენშიც თუ რამეს სწუხს და ყვირის, სწორედ, რომ უსამართლობა და უთანასწორობაა. ისინიც ხომ ზუსტად იმას ითხოვენ, რასაც თქვენ სულ მცირე, გულში ფიქრობთ და ეთანხმებით. ითხოვენ იმას, რაც მოპარეს, რითაც ღირსება შეულახეს – საარჩევნო ხმას და ამისთვის იბრძვიან მთელი თავიანთი შეგნებით, იმიტომ, რომ ჩემი, თქვენი, მათი შვილების, ჩვენი ყველას მოპარული მომავალი არ დაკარგონ. ისინი ხომ მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის არ იბრძვიან? ისინი ხომ ამით ჩვენი შვილების მომავალსაც კბილებით იცავენ? ცხადია, თქვენც, ჩვენც, მათაც და ყველა სხვასაც ესმის, რომ ხელისუფლება არჩევნებით უნდა შეიცვალოს. ამაში არაფერი არაბუნებრივი. პირიქით, თუ ვინმე ესე არ ფიქრობს, ისაა უცხო, თუმცა მათ და ჩვენ ყველას ერთად, მთელ ქვეყანას ეს ხმები მოგვპარეს.
მოპარული ხმების ერთ-ერთი თანამონაწილე კი ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები იყავით და ეს ყველაზე კარგად თქვენ იცით, ვინაიდან იძულებით გაქციეს ან სიბინძურის თანამონაწილეებად. და როცა ადამიანებს ეყოთ ღირსება, სამშობლოს სიყვარული, ბრძოლისუნარიანობა და ეს მოპარული არჩევნები გააპროტესტეს, მათ უბრალოდ ძალმომრეობის პრინციპით თავპირის დაალეწეს. ხოლო უკვე დაკავებულებს, რომლებიც არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ, წიხლებით შედგნენ, დემონსტრაციულად და დამამცირებლად.
ამ სისტემური დანაშაულებების თანამონაწილე თქვენ, თქვენი მოქმედებები თუ უმოქმედობით ქმნიან და ეს ყველაფერი თქვენი სახელით კეთდება. ამ ამ პერიოდში ერთ-ერთი სამარცხვინო ფურცელი იწერება საქართველოს ისტორიაში, როცა ქვეყნის მეორედ გასაბჭოებას მთელი ძალით და სრული რესურსებით ახორციელებს რუსული ოცნება. თქვენ ხართ ერთადერთი დასაყრდენი, რაზეც დგას ეხლა არალეგიტიმური და არაკანონიერი ხელისუფლება. არ დასჭირდება ისტორიას ბევრი დრო ამ მოვლენების შესაფასებლად. მიეცით თქვენს შვილებს და შვილიშვილებს საშუალება, იამაყონ თქვენით. ვიცით, რომ ფინანსურად ყველას გიჭირთ, მაგრამ ეხლა ისეთი დროა, უამრავი მხარში მდგომი აღმოგიჩნდებათ.
ვიცით, რომ არ არის ადვილი გაიხადო ფორმა, გადახვიდე ხალხის მხარეს, როცა უბრალო მოქალაქეები მოგიწოდებენ ხოლმე. ჩვენ გვესმის ეს ნიუანსები. ერთის და ორის პროტესტის ხმა ჩაიკარგება. საჭირო იქნება მესამე და მეოთხე შედეგისთვის. ამიტომ გაიხედ- გამოიხედეთ გვერდით. შესაძლოა იქ ჩვენ დაგვინახოთ. დაინახოთ თქვენი ყოფილი თანამებრძოლები, ვისთან ერთადაც არაერთი ბრძოლა გამოგივლიათ. ირწმუნეთ, რომ ბევრნი ხართ.
ირწმუნეთ ერთმანეთის. ირწმუნეთ იმ გმირების, რომლებიც იცავდნენ ეროვნულ ინტერესებს. ირწმუნეთ ახალგაზრდა თაობის, რომლებიც სისტემიდან წამოსულ თითოეულ თქვენთაგანს ახტაცებით შეხვდება და გულის ფანცქალით გელოდებათ, ვინ იქნებით შემდეგი, რომ მიგიღოთ, რომ გმირებად გაქციოთ. ირწმუნეთ თქვენი სამშობლოს მომავლის, რომ თქვენ უნდა ააშენოთ ახალი ევროპული საქართველო, ახალი ევროპული ძალოვანი სისტემებით. ბოლოს და ბოლოს ირწმუნეთ საკუთარი თავის. გაეცალეთ მაგ ბოროს სისტემას და შეატოვეთ რუსული სახელი მათ. თქვენ კი წამოდით და თან წამოიღეთ თქვენი წილი ღირსება, რაც ამდენი წელი სიამაყით ატარეთ. უბრალოდ შეასრულეთ თქვენი ფიცი, ემსახურეთ საქართველოს. და ბოლოს დავასრულებ გიორგი კვინიტაძის სიტყვებით, ჩვენს მიმართვას. თუ თქვენ გიყვართ თქვენი სამშობლო, თქვენ იპოვით თქვენს ასე. დიდება გმირებს! დიდება გმირებს!”, – ასე მიმართავენ ემიგრაციაში მყოფი ვეტერანები ძალოვანი უწყებების თანამშრომლებს.
4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება, რომელსაც ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ბოიკოტს უცხადებს. მოქალაქეები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავენ, 4 ოქტომბერს დემონსტრაციის გამართვას გეგმავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ფონდში არის ძალიან ბევრი ჩარიცხვა, მაგრამ პროკურატურამ გამოარჩია ორი გვარი: ბაჩიაშვილი და გილაური, აინტერესებდათ, რაში დაიხარჯა თანხა – ეს არ ყოფილა დამალული, არსებობს „ფეისბუკ პოსტი“

პროკურორი – “ნანუკას ფონდი” მატერიალურ მხარდაჭერას უწევდა ძალადობრივ აქციებს – რომელ საქველმოქმედო მიზანს ემსახურებოდა 600 000 ლარის დახარჯვა პიროტექნიკაში, ჩაფხუტებში და სხვა ნივთებში, რომლებიც სამარშრუტო ტაქსით მიიტანეს აქციაზე?