ფსიქოლოგი, ელენე ჯაფარიძე:
გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების კატასტროფა თუ ვერ გაიგეთ – აგიხსნით მარტივად.
აი რამდენ თქვენგანს ერთხელ მაინც ხომ მოგიწერიათ ან დაგირეკავთ: „ელენე, ჩემი ბიძაშვილია უცხოეთში, დეპრესია აქვს, ონლაინ მიიღე…“ „ჩემი მულია / მაზლია / მეგობრის შვილი / შფოთვა აქვს, ინსომნია, პანიკა, PTSD…“ ეს რეალობაა. ეს არის ემიგრანტების და სასწავლებლად წასული სტუდენტების ძალიან ხშირი საჭიროება. მაგრამ ახალი ცვლილებების მიხედვით: თუ მე უცხოეთში მყოფ პაციენტს ონლაინ მივიღებ და კონსულტაციის ჰონორარი უცხოეთიდან ჩამერიცხება — ნებართვის გარეშე ეს ითვლება სამართლებრივ დარღვევად, რაც შეიძლება დასრულდეს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ფსიქოლოგის რისკები პროფესიული საქმიანობა ხდება კრიმინალიზებული უცხოეთიდან მიღებული ჰონორარი ავტომატურად იქცევა სისხლის სამართლის რისკად ნებართვის მოთხოვნა სახელმწიფოსგან ნიშნავს: პაციენტის არსებობის გამჟღავნებას კონფიდენციალურობა პრაქტიკულად იშლება კლიენტის (პაციენტის) რისკები ემიგრანტი რჩება დახმარების გარეშე ან იძულებულია: ეძებოს სპეციალისტი უცხოეთში უცხო ენაზე ისაუბროს ტრავმაზე გადაიხადოს ბევრად მეტი – ევროებში და დოლარებში ფსიქოლოგიური დახმარება იქცევა ფუფუნებად და არა საჭიროებად რეალური „გამოსავალი“ ფსიქოლოგმა არ მიიღოს უცხოეთიდან კლიენტი ემიგრანტი დარჩეს მარტო დარჩა რამე გაუგებარი?




