ემიგრანტებს წილოსანი სთავაზობს დაბრუნდნენ და სამსახური იპოვონ ქვეყანაში

ნინო წილოსანი ირაკლი კობახიძის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მის გასაგებად “ჯანსაღი აზროვნებაა საჭირო”.
“ჯანსაღი აზროვნება სჭირდება, რომ რაც თქვა მ, სწორად გაიგო. ირაკლი მ თქვა, რომ ვიზალიბერალიზაციამ, რა თქმა უნდა, გაამარტივა შრომითი მიგრაცია, რის შედეგადაც, თავისთავად გაიზარდა მიგრანტების რაოდენობა. რაც შეეხება იმას, თუ რას ვთავაზობთ საქართველოს მოქალაქეებს, ვინც საზღვარგარეთ მუშაობენ, ეს არის გაორმაგებული და გასამმაგებული ეკონომიკა. 2012 წლის შემდგომ ქართული ეკონომიკა გასამმაგდა და ბოლო წლების მანძილზეც, განსხვავებით იმ ქვეყნებისგან, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებისგან, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები მუშაობენ, ჩვენი ეკონომიკა იზრდება ორნიშნა ციფრით, ხოლო ევროპის საშუალო ეკონომიკური ზრდა 0.5%-თან არის მიახლოებული. შესაბამისად, ვთავაზობთ იმას, რომ საკუთარ სამშობლოში მათ ექნებათ ყველანაირი ხელშეწყობა, რომ იშოვონ და იპოვონ ღირსეული სამუშაო და საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ,” – განაცხადა წილოსანმა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ხელისუფლება შეკითხვებს გაექცა, თუ ვინმეს ბოდიში აქვს საზოგადოებისთვის მოსახდელი, ეს „ქართული ოცნებაა“, რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის გახარიას მიმართ განაჩენი

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, ვინც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ, უწყვეტი სტაჟი უნარჩუნდებათ