ბალტიის ქვეყნებში მცხოვრები ქართველები ბალტიის ქვეყნებს და ევროკავშირს ქართველი მოსამართლეების, პროკურორების, პოლიციელებისა და გამომძიებლებისთვის სანქციების დაწესებას სთხოვენ.
ემიგრანტებმა ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს უკვე გაუგზავნეს მიმართვა სასანქციო პოლიტიკის გაძლიერების თხოვნით – ამ წერილს თან ახლავს თითქმის 200-კაციანი სია, რომელთა დასანქცირებას ითხოვენ მიმართვის ხელმომწერები და რომელთა შესახებ დოკუმენტირებულია მათი საქმიანობა აქტივისტების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებებსა და სასამართლოს განხილვებში.
სანქციების მოთხოვნაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ე.წ. ცრუ მოწმეებზე, ანუ იმ პოლიციელებზე, ვინც დაკავებულების პროცესებზე მოწმეებად არიან წარმოდგენილი და მათ წინააღმდეგ აძლევენ ჩვენებას. არცთუ იშვიათად, ეს არის ერთადერთი მტკიცებულება პროტესტისას ან მის გამო დაკავებული მოქალაქეების წინააღმდეგ, რაც სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს უდევს ხოლმე საფუძვლად.
წერილის ავტორების სიაში ვხვდებით შემდეგ ადამიანებს:
პროკურორები:
· ნუგზარ ჩიტაძე
· თამარ ბეჟუაშვილი
· შმაგი გობეჯიშვილი
· თამარ იაკობიძე
· როინი ხინთიბიძე
· ანი ხუბეჯაშვილი
· ირაკლი ყვავაძე (ძებნის პროკურორი)
· გიორგი მუკბანიანი
· ვაჟა თოდუა
· ვახტანგ ცალუღელაშვილი
· პაატა ცეცხლაძე
მოსამართლეები:
· კობა ჩაგუნავა
· ნინო ჭალიძე
· ნინო ენუქიძე
· თეონა ეპიტაშვილი
· გიორგი გელაშვილი
· ნათია გუდაძე
· ქეთევან ჯაჭვაძე
· მიხეილ ჯინჯოლავა
· არსენ კალატოზიშვილი
· შორენა ყაველაშვილი
· ირაკლი ხუსკივაძე
· ლევან ყოლბაია
· დავით კურტანიძე
· ლელა მილდენბერგერი
· ლელა მარიდაშვილი
· თამარ მჭედლიშვილი
· დავით მგელიაშვილი
· ლევან მურუსიძე
· ნანა შამათავა
· ზვიად შარაძე
· ნინო თარაშვილი
· დავით თეთრაული
· ლელა ცაგარეიშვილი
· მანუჩარ ცაცუა
· ზვიად ცეკვავა
პოლიციელები და გამომძიებლები:
· შალვა ზარგინავა
· ნუგზარ ტურაშვილი
· რევაზ წურწუმია
· ირაკლი წულაია
· მაია წიწილაშვილი
· ლაშა ცერცვაძე
· ზაურ წერეთელი
· ლანა ცანავა
· თეონა თოთაძე
· ილია ტიტვაძე
· რუსუდან ტაბატაძე
· გიორგი ტაბატაძე
· ვაჟა სირაძე
· გივი სიხარულიძე
· ვახტანგ შუკაკიძე
· ზურაბ რუსიშვილი
· ლუკა შერმადინი
· სოსო ფალიშვილი
· ედგარ ოგანესიანი
· ბუბა ნაჭყებია
· კახაბერ მურადაშვილი
· ნინო მელაძე
· ბერიკა მაჭარაშვილი
· ვიქტორ ქურდაძე
· ემილ კუპრავა
· ნაზი კუპატაძე
· თეკლა კობახიძე
· სალომე ქირია
· თამთა ქიმბარიშვილი
· ანა ავსაჯანიშვილი
· მირანდა ბაქრაძე
· ლევან ბასილაძე
· დიანა ბერიძე
· შოთა ლეკიშვილი
· ვარლამ ჩოფლიანი
· ჯაბა ღუნკიძე
· ქეთევან ჯაფარიძე
· თინათინ კაჭკაჭიშვილი
· მარიამ კერესელიძე და ა.შ.
