საარჩევნო წლის პირველი შეხვედრა ცესკოს ადმინისტრაციასთან, რომელმაც კონსტრუქციული დიალოგის ნაცვლად უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა. დაპირიპირება შეხვედრის მონაწილეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც სხდომაზე კომისიის ხელმძღვანელობა ოპოზიციამ “ქართული ოცნების” ინტერესების გატარებასა და ნეპოტიზმში დაადანაშაულა. მთავარი განსახილველი საკითხი კი დღეს არჩევნების ახალი, ელექტრონული წესით ჩატარება იყო. პირველად საქართველოს ისტორიაში ამომრჩევლის 90 პროცენტი კენჭისყრაში მონაწილებას ელექტრონულად მიიღებს.