“ოცნების” მიერ მიტაცებულ არჩევნებს, ქართველი ემიგრანტები ევროპის ქალაქებში აპროტესტებენ. სამშობლოდან იძულებით ემიგრაციაში წასული საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგებს არ შეეგუებიან და ახალი არჩევნების მოთხოვნით გამოსვლებს ყოველდღიურად გააგრძელებენ.
ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს! ვოთხოვთ რუსული ოცნების სანქცირებას!, – აცხადებენ ემიგრანტები.