ემიგრანტებისთვის, საარჩევნო უბნების გასახსნელად ხელმოწერების შეგროვება 14 ქალაქში დაიწყო | “გირჩი”-“დროა”

“გირჩი – მეტი თავისუფლებისა” და “დროას” ლიდერებმა, ელენე ხოშტარიამ და ზურა ჯაფარიძემ საზოგადოებას კამპანიის “საარჩევნო ყუთი შენ ქალაქში” მიმდინარეობა გააცნეს. როგორც მათ ბრიფინგზე განაცხადეს, 2024 წლის სთვის, საარჩევნო უბნების გასახსნელად ხელმოწერების შეგროვება 14 ქალაქში დაიწყო.
“2024 წლის არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობისათვის -ს, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ირლანდიის, კანადის და ბელგიის 14 ქალაქში, გირჩი-დროას ორგანიზებით, უკვე დაიწყო მოქალაქეთა მობილიზაცია და გროვდება ხელმოწერები საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სათვის მისამართად, რათა ზემოთჩამოთვლილ ქალაქებში გაიხსნას საარჩევნო უბნები. ცინცინატში (აშშ) 50 ხელმოწერა უკვე შეგროვებულია და განცხადებაც მზადაა. გირჩი-დროას გუნდი მივმართავთ ამ ქალაქებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, დაგვიკავშირდნენ, რათა დავეხმაროთ ადგილზე ხელმოწერებისა და განცხადებების ორგანიზებაში ჩართულ ადამიანებთან დაკავშირებაში. ასევე, მივმართავთ უცხოეთის სხვა ქალაქებში მცხოვრებ ჩვენ თანამოქალაქეებს, დაგვიკავშირდით, რათა საარჩევნო უბანი თქვენ ქალაქშიც გაიხსნას,” – აცხადებენ “დროასა” და “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერები.
ქალაქების სრული ჩამონათვალი, რომლებშიც საარჩევნო უბნის გასახსნელად დაწყებულია ხელმოწერების შეგროვება:
· აშშ – ფილადელფია
· აშშ – ცინცინატი
· აშშ – მაიამი
· აშშ – ჩიკაგო
· კანადა – ტორონტო
· ბელგია – ანტვერპენი
· გერმანია – კარლსრუე
· საფრანგეთი – სტრასბურგი
· იტალია – ლეჩე
· ირლანდია – ლიმერიკი
· გერმანია – ჰამბურგი
· საფრანგეთი – სან-ბრიო
· იტალია – მანტუა
· აშშ – ლოს ანჯელესი
კამპანიის მიზანია, რაც შეიძლება მეტ ემიგრანტს მიეცეს საშუალება საკუთარ საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. საარჩევნო კოდექსის თანახმად, ქვეყნის ფარგლებს გარეთ საარჩევნო უბნის გასახსნელად საჭიროა საქართველოს 50 მოქალაქის ხელმოწერა.