„ემზარ კვიციანი არის ადამიანი რომელიც სისტემატიურად აზიანებდა დენის მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს და აშანტაჟებდა ხელისუფლებას“ – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ წერილს აქვეყნებს:
„ვისაც აღარ ახსოვს, შეგახსენებთ რომ, ემზარ კვიციანი არის ადამიანი რომელიც სისტემატიურად აზიანებდა დენის მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს და აშანტაჟებდა ხელისუფლებას.
შემდეგ მან მოაწყო ამბოხი და ერთ ხანს თავი შეაფარა სეპარატისტებს აფხაზეთში, მოგვიანებით კი საცხოვრებლად გადავიდა რუსეთში.
მიკვირს რატომ აცდენთ დროს ასეთ უმნიშვნელო პიროვნებებზე, სჯობს პირდაპირ დაკითხოთ “ეფ ეს ბეს” თავმჯდომარე და მედვედევი, რომლებმაც ბევრად მეტი იციან იმ დროინდელ ვითარებაზე.“

ასევე დაგაინტერესებთ

გახარიას პარტიაში ადასტურებენ, რომ პარტიულ სიაში გადაადგილებაა, თუმცა დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ეს თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისის ნაწილია