ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში დაგეგმილ ხელოვნური ინტელექტის შესახებ სამიტზე და ილონ მასკი მიიწვია

ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში დაგეგმილ ხელოვნური ინტელექტის შესახებ სამიტზე და ილონ მასკი მიიწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Figaro საფრანგეთის პრეზიდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მე ჩინეთი, და სხვა ქვეყნები უკვე მოვიწვიე. ასევე, მონაწილეობა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმაც დაადასტურა“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
მისივე თქმით, ილონ მასკი, როგორც „ამ საკითხებში ჩართული ერთ-ერთი მსხვილი მეწარმეც“ მიწვეული იქნება.
ხელოვნური ინტელექტის შესახებ სამიტი საფრანგეთში 10-11 თებერვალს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უცნობია, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა თუ არა – შეუფერებლად მიმაჩნია, როცა სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს ხარ, მსგავსი წინდაუხედავი რაღაც გააკეთო

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანისა და იორდანიის 31 მოქალაქე დააკავა – დაკავებულთაგან 13 პირი მკვლელობის, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა