ემანუელ მაკრონმა და სი ძინპინმა ტელეფონით ისაუბრეს

ემანუელ მაკრონმა და სი ძინპინმა სატელეფონო საუბრისას ღაზაში არსებული სიტუაცია განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი CCTV-ი ავრცელებს.
ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა და ფრანგმა კოლეგამ, ემანუელ მაკრონმა, სატელეფონო საუბრისას ღაზას სექტორში არსებული ვითარება განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია უფრო სერიოზული ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან არიდება.
„ორმა სახელმწიფოს მეთაურმა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის შესახებ მოსაზრებები გაცვალეს და ორივე მიიჩნევს, რომ მთავარი პრიორიტეტი პალესტინასა და ისრაელს შორის სიტუაციის შემდგომი გაუარესების თავიდან აცილებაა, განსაკუთრებით კი უფრო სერიოზული ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან არიდება“, – აცხადებს ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი.
სი ძინპინი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ „ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა“ კონფლიქტის შეჩერების ფუნდამენტურ გზას წარმოადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ