ემანუელ მაკრონმა და ბიძინა ივანიშვილმა ტელეფონით ისაუბრეს – „ქართული ოცნება“

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ექსპრემიერი, პარტიის საპატიო თავმჯდომარე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა.
„ქართული ოცნების“ თანახმად, სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა.
„მაკრონმა აღნიშნა, რომ წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა“, – წერს ქართული ოცნება“ 11 დეკემბერს გავრცელებულ ცნობაში.
„თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი ძალისხმევის იდეას მიესალმა“, – წერია განცხადებაში.
პარტიის განცხადებით, საუბარი ერთ საათს გაგრძელდა და „ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი“.
ელისეს სასახლეს ან თავად პრეზიდენტ მაკრონს სატელეფონი საუბრის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საფრანგეთის საელჩოს საქართველოში ინფორმაციის გადასამოწმებლად და დამატებითი დეტალების გასარკვევად. საელჩოსგან პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
ეს პირველი შემთხვევაა ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის მსოფლიო ლიდერებთან კომუნიკაციის შესახებ.
ბიძინა ივანიშვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსებთან და მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე უარს ამბობდა. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, მიზეზი იყო „ფინანსური შანტაჟი“ და „გლობალური ომის პარტიის“ გავლენები.
თუმცა 21 ოქტომბერს, – არჩევნებამდე 5 დღით ადრე, – ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ის მიზეზები, რაც იყო, რეალურად, თავისით გადაწყდა“ და მზაობა გამოთქვა -ის ელჩ რობინ დანიგანთან შესახვედრად „ს შემდეგ“. თუმცა ეს შეხვედრა არ გამართულა.
მაკრონისა და ივანიშვილის სატელეფონო ზარამდე რამდენიმე დღით ადრე, 7 დეკემბერს, პრეზიდენტმა მაკრონმა პარიზში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის პარალელურად, მიიღო საქართველოს პრეზიდენტი , რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ და ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებულია. ის, ოპოზიციის მსგავსად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
იმავე ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ზურაბიშვილი ესაუბრა შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.
„სიღრმისეული განხილვა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ მაკრონთან. ვამხილე მოპარული არჩევნები და უკიდურესად საგანგაშო რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხაზი გავუსვი ძლიერი აშშ-ს საჭიროებას. ქართველ ხალხს ს სახით მეგობარი ჰყავს. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა X-ზე.
ბიძინა ივანიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, საქართველოსა და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეა.
ინფორმაცია განახლდება
ფორუმი