ემანუელ მაკრონმა ახალ პრემიერმინისტრად სებასტიან ლეკორნუ დაასახელა

ემანუელ მაკრონმა ახალ პრემიერმინისტრად საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი, 39 წლის სებასტიან ლეკორნუ დაასახელა. მისმა წინამორბედმა ფრანსუა ბაირუმ პოსტზე 9 თვე დაჰყო და 8 სექტემბერს, პარლამენტის მიერ უნდობლობის გამოცხადების შედეგად გადადგა. ბაირუმ გადადგომის შესახებ განცხადებით პრეზიდენტს 9 სექტემბერს მიმართა.
სებასტიენ ლეკორნუ იქნება მეხუთე პრემიერმინისტრი ს მეორე ვადით პრეზიდენტობის პერიოდში. შეიარაღებული ძალების მინისტრის პოსტი მას სამი წლის განმავლობაში ეკავა.
ლეკორნუს დაევალა პარტიებთან კონსულტაციების გავლა საფრანგეთის სახელმწიფო ბიუჯეტზე შესათანხმებლად. მისი წინამორბედი ბაირუს მთავრობა სწორედ 44 მილიარდი ევროთი შემცირებული ბიუჯეტის წარმოდგენას შეეწირა. ხარჯების შემცირებით მას სურდა საფრანგეთის სახელმწიფო ვალის ზრდით გამოწვეული ეფექტი შეემსუბუქებინა. ბაირუს მთავრობის მიმართ უნდობლობა 364-მა დეპუტატმა გამოხატა, 194-მა მხარი დაუჭირა.
სებასტიaნ ლეკორნუს კანდიდატურას კრიტიკით შეხვდნენ როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე პარტიების ლიდერები, რომლებიც თვლიან, რომ მაკრონი უნდა გადადგეს.
ფორუმი