ემანუელ მაკრონი – 26-მა ქვეყანამ პირობა დადო, რომ უკრაინაში დამატებითი ძალები გაგზავნოს, ხმელეთზე, ჰაერსა თუ ზღვაში – აშშ უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში მონაწილეობას მიიღებს

უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები მზად არის, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტთან, სთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„26-მა ქვეყანამ პირობა დადო, რომ ში დამატებითი ძალები გაგზავნოს, იქნება ეს ხმელეთზე, ჰაერსა თუ ზღვაში მხარდაჭერა. უკრაინის თავდაცვასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არსებობს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ -თან საბოლოო დეტალებზე მუშაობა დასრულდება.
„აშშ-მა ნათლად განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში მონაწილეობას მიიღებს“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ასევე, მაკრონის განცხადებით, თუ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, მაშინ ევროპა დამატებით სანქციებს აშშ-თან ერთად მიიღებს.
„საერთაშორისო სამართლის დარღვევას ვერ დავუშვებთ. ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება, ეს ყველას უსაფრთხოების საკითხია“, – განაცხადა მაკრონმა.