ემანუელ მაკრონი – „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის სიკვდილი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ახალი შანსია

„ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის სიკვდილი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ახალი შანსია , – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ს პრემიერ-მინისტრს, ს სატელეფონო საუბრისას განუცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სატელეფონო საუბრისას ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ გაერო-მ „სამხრეთ ლიბანში თავისი როლი უნდა შეასრულოს, რათა საზღვრის ორივე მხარეს მშვიდობიანი მოსახლეობა საკუთარ სახლებში დაბრუნდეს“.
ს განცხადებით, „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის სიკვდილი „ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მიზნით მოლაპარაკებების ახალი ეტაპის დაწყების, მძევლების გათავისუფლებისა და ჰუმანიტარული დახმარების დიდი რაოდენობით მიწოდების შესაძლებლობა უნდა იყოს“.
ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ლიბანში, გაერო-ს სამშვიდობო მისიის ძალებზე განხორციელებული დარტყმა დაგმო.