ემანუელ მაკრონი: „ჰამასის“ სრულ განადგურებას ათწლეული დასჭირდება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ისრაელმა „უფრო ზუსტად უნდა განსაზღვროს“, რის მიღწევას ცდილობს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში, რადგან პალესტინის მებრძოლი ჯგუფის სრულ განადგურებას ათწლეული დასჭირდება. ამის შესახებ მაკრონმა კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე დუბაიში განაცხადა.

„ჩვენ ახლა იმ მომენტში ვართ, როდესაც ს ხელისუფლებამ უფრო ზუსტად უნდა განსაზღვროს ამოცანები და საბოლოო მიზანი: „ჰამასის“ სრული განადგურება – ვინმე ფიქრობს, ეს შესაძლებელია? თუ ეს ასეა, მაშინ ომი, სულ მცირე, 10 წელი  მაინც გაგრძელდება“, – განაცხადა მაკრონმა.

მაკრონმა დუბაიში გამართულ COP28 კლიმატის სამიტზე თქვა, რომ ისრაელისთვის გრძელვადიანი მშვიდობა რეგიონში არ დადგება, თუ უსაფრთხოება პალესტინელების სიცოცხლის ფასად იქნება მიღწეული.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – როცა გართმევენ უფლებას და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ერთადერთი გზა რჩება სახალხო დაუმორჩილებლობა! – ვითხოვთ ახალ არჩევნებს! სახალხო დაუმორჩილებლობა არის კონსტიტუციით მონიჭებული უფლება!

ირაკლი ქადაგიშვილი „ძლიერი საქართველოს“ ინიციატივაზე – ერთმანეთს არ ენდობიან და სურთ, პირველი არც ერთი არ გადახტეს – ახლა ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქვეყანაში კონსტიტუციური წყობა ჩამოამხონ