– ჩარევისა და ზეწოლის მცდელობების მიუხედავად, მოლდოველი ხალხის არჩევანი მტკიცედ დადასტურდა

ჩარევისა და ზეწოლის მცდელობების მიუხედავად, მოლდოვას რესპუბლიკის ხალხის არჩევანი მტკიცედ დადასტურდა, – ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი, მოლდოვაში ჩატარებული საპარლამენტო ს ოფიციალურ წინასწარ შედეგებს.
„საფრანგეთი მხარს უჭერს მოლდოვას მის ევროპულ პროექტში და თავისუფლებისა და სუვერენიტეტისკენ სწრაფვაში“, – წერს მაკრონი.
ცნობისთვის, მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების 99.91 პროცენტის დათვლის შედეგად, საპარლამენტო არჩევნებში მოლდოვის მმართველი „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმათა 50.16 პროცენტით ლიდერობს.