: ყველას სურს მშვიდობა – ს გარდა, რომელიც ჯიუტად აგრძელებს უკრაინის დაბომბვას

“ევროპელ და G7-ის პარტნიორებთან ერთად, ჩვენ მივესალმებით შეერთებული შტატების ძალისხმევას ში მშვიდობის დასამყარებლად. ეს ერთ რამეს აჩვენებს: ყველას სურს მშვიდობა – ს გარდა, რომელიც ჯიუტად აგრძელებს უკრაინის დაბომბვას.
28-პუნქტიანი გეგმა უნდა გაძლიერდეს. არც ერთი საზღვარი არ შეიძლება შეიცვალოს ძალის გამოყენებით და არ უნდა დარჩეს დაუცველი. ევროკავშირთან ან ნატოსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას უნდა ჰქონდეს მათი წევრების თანხმობა. ჩვენ გავაგრძელებთ კიევთან და ვაშინგტონთან მჭიდრო კოორდინაციას. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გადამწყვეტია. მთელი ევროპის უსაფრთხოება და თავისუფლება სასწორზეა,” – წერს სოციალურ ქსელში საფრანგეთის პრეზიდენტი, .
უკრაინულმა მხარემ გამოაქვეყნა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შედგენილი 28-პუნქტიანი გეგმის შინაარსი, რომელშიც წერია, რომ უკრაინამ უარი უნდა თქვას NATO-ში გაწევრიანებაზე, რუსეთი არ შეიჭრება ევროპისა და სხვა მეზობელ ქვეყნებში და ასევე ანექსირებული , ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონები დე ფაქტო აღიარებული იქნებიან რუსეთის რეგიონებად. ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საზღვარი ამ დროისთვის არსებულ ფრონტის ხაზზე გავა, უკრაინული სამხედრო ძალები კი დატოვებენ დონეცკის ოლქის იმ ნაწილის, რომელსაც ისინი ამჟამად აკონტროლებენ. მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა დაამტკიცა სია, რომელიც გეგმის ფარგლებში მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას. უკრაინის დელეგაციას ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი ხელმძღვანელობს. გუშინ სამხრეთ აფრიკაში გაიმართა G20-ის სამიტი, სადაც დიდი ოცეულის წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს: ტრამპის სამშვიდობო გეგმა გადახედვას საჭიროებს და საზღვრების ძალით შეცვლა შეუძლებელია. ასევე, დღეს ჟენევაში უკრაინის, -ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის მოლაპარაკებები გაიმართება

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე იაკობი – ამ ბოლო ომს ბევრი განიცდის, თითქოს მანამდე ომი არ ყოფილიყო – პირველად მოხდა, რომ ქართველი ერი გონივრულად მოიქცა და მხარე არ გახდა – ვისი მხარე უნდა იყო: ოკუპანტის, თუ იმის, ვინც იჩაგრება, მაგრამ მისი ხელისუფლება გიტევს?