ემანუელ მაკრონი – უნდა ვიპოვოთ გზა, რომ რუსეთზე ზეწოლა გავაძლიეროთ და მოლაპარაკებების მაგიდასთან დავაბრუნოთ

საფრანგეთის პრეზიდენტის, ს განცხადებით, რუსეთს ში გამარჯვების მოპოვება და ნატო-ს სისუსტე სურს.
„ძალიან ცხადია, ევროპაში დესტაბილიზაციის გამომწვევი და აგრესიული ძალაა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მათ გააძლიერეს თავდასხმები კიევზე და უამრავი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირეს. გაანადგურეს უკრაინის მთავრობის ოფიციალური შენობები, ასევე დიდი ბრიტანეთის მთავრობისა და ევროკავშირის შენობები. ამავდროულად, იმავე კვირების განმავლობაში, მათ დაარღვიეს პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცე. აქ შეცდომა არ არის. არსებობს მხოლოდ პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის მაქსიმალური ტერიტორიების განადგურებას, უკრაინაში გამარჯვების მოპოვებას და უბრალოდ იმის ხაზგასმას, რაც მათ სურთ – ნატო-ს სისუსტე“, – აღნიშნა მაკრონმა CBS-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, -ის პრეზიდენტი იყო და რჩება უკრაინაში მშვიდობის დამყარების ერთგული, მაგრამ ამავე დროს, რუსეთის პრეზიდენტი არ გამოხატავს მზადყოფნას, რომ ამ ნაბიჯს შეუერთდეს.
„რუსები ზრდიდნენ თავდასხმებს დონბასში, მაგრამ არა მხოლოდ დონბასში, ერთი მხრივ, აძლიერებდნენ პროვოკაციებს, მეორე მხრივ კიევზე თავდასხმებს ახორციელებდნენ. ასე რომ, მე უბრალოდ ვუყურებ ფაქტებს და თქვენი პრეზიდენტიც ასევე უყურებს ფაქტებს. ახლა რა ვქნათ? ჩვენ უნდა გავზარდოთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ უნდა ვიპოვოთ გზა, რომ გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე, რათა ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდნენ“, – აღნიშნა მაკრონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – როცა „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვით პოლიტიკური სიტუაციის გაჯანსაღებაზე ვსაუბრობთ, ეს როგორი სიჯანსაღეა იცით?! საბჭოთა კავშირში რომ იყო, ჩიტების ჭიკჭიკი რომ ისმის, პოლიტიკა რომ კვდება