საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთს არ სურს მესამე მსოფლიო ომის გაჩაღება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, მაგრამ უკრაინას თავის დაცვაში დაეხმარება, – ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს.
„ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას თავის დაცვაში, მაგრამ არ გვინდა მესამე მსოფლიო ომის გაჩაღება. ომი უნდა შეწყდეს და უკრაინა მოლაპარაკებების დასაწყებად საუკეთესო მდგომარეობაში უნდა იყოს“, – აღნიშნა მაკრონმა.
ამასთან, მისი თქმით, საფრანგეთი მზადაა, სხვა ევროპულ ქვეყნებთან დაიწყოს მოლაპარაკებები ბირთვული იარაღით აღჭურვილი ფრანგული საბრძოლო თვითმფრინავების მათ ტერიტორიაზე განლაგების შესახებ, როგორც ამას შეერთებული შტატები აკეთებს.
„ამერიკელებს თვითმფრინავები ჰყავთ ბელგიაში, გერმანიაში, იტალიასა და თურქეთში. მზად ვართ ამ დისკუსიის დასაწყებად. ჩარჩოს ძალიან კონკრეტულად განვსაზღვრავ მომდევნო კვირებსა და თვეებში“, – განაცხადა მაკრონმა.
