ემანუელ მაკრონი – უკრაინისა და საკუთარი უსაფრთხოების მხარდასაჭერად ევროპა -ის არჩევნებს არ უნდა დაელოდოს

უკრაინისა და საკუთარი უსაფრთხოების მხარდასაჭერად ევროპა -ის არჩევნებს არ უნდა დაელოდოს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
„ჩვენ ამერიკის არჩევნების შედეგებს ვერ დაველოდებით, რათა გადავწყვიტოთ, როგორი იქნება ჩვენი მომავალი. ევროპის მომავალი სასწორზე დგას, ამიტომ გადაწყვეტილება ევროპელებმა უნდა მიიღონ. თუ სხვებს დახმარება სურთ, ეს ფანტასტიკურია, მაგრამ ეს მხოლოდ დამატებითი ბონუსია“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა პარიზში გამართულ ევროპელი ლიდერების სამიტზე აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოებისთვის რუსეთის დამარცხება აუცილებელია.
„იგი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ეს ომი გამოიწვია. ჩვენს უსაფრთხოებაზე, როგორც ტრადიციული, ისე ჰიბრიდული ომით ახდენს გავლენას“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ემანუელ მაკრონმა, ასევე, ხაზი გაუსვა იმას, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მოსკოვის ქმედებები იმაზე მიუთითებს, რომ მომდევნო რამდენიმე წელიწადში რუსეთმა შეიძლება ნატო-ს ქვეყნებს შეუტიოს.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია