ემანუელ მაკრონი: უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასუსტებული ქვეყანაა

განაგრძობს მშვიდობიან მოსახლეობაზე დარტყმებს და ანადგურებს ენერგეტიკულ ობიექტებს, რისი აშკარა მიზანიც, ყინვის მეშვეობით უკრაინელების დამორჩილებაა. პასუხი არ შეიძლება იყოს რუსეთის მოთხოვნებზე დათანხმება, არამედ რუსეთზე წნეხი უნდა გაიზარდოს.

მოდით, სრულ სურათს შევხედოთ: ბოლო ოთხ წელს თუ შეხედავთ, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთი დასუსტებული ქვეყანაა. მან ჭარბი ოდენობის ფული გაფლანგა უაზრო ომზე და ახლა რეცესიაში შევიდა. ის ეკონომიკურად იზოლირებულია და სრულადაა დამოკიდებული ჩინეთზე. მაშინ, როცა ქვეყანას უკვე ჰქონდა სერიოზული დემოგრაფიული პრობლემა, ასობით ათასი ახალგაზრდის სიცოცხლე შესწირა ილუზიას.

განზრახული ჰქონდა, რომ NATO-ს გაფართოებას შეჰბრძოლებოდა – ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანდნენ. მიზნად ისახავდა ევროპის დასუსტებას – ევროპა მასობრივი შეიარაღების პროცესშია. ეს სტრატეგიული, ეკონომიკური და სამხედრო მარცხია, – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი ადგილობრივ მწარმოებლებს – 60 დღე ქსელი თქვენს ფულს იყენებს, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მგონია, 60 დღე თქვენ იხდით ალბათ ბანკის სესხს, მაშინ, როდესაც თქვენი გაყიდული პროდუქციის თანხას ქსელი ატრიალებს თავის სასარგებლოდ