ემანუელ მაკრონი უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგებაზე – ყოველი სიტყვა, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვამბობ, არის გააზრებული

უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგების შესახებ განცხადებები “გამოზომილი და გააზრებული” იყო.
ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტს კომენტარის გაკეთება სთხოვეს მის განცხადებაზე, რომელიც მან პარიზში მოკავშირეების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გააჟღერა და განაცხადა, რომ “არ შეიძლება გამოვრიცხოთ” ში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების გაგზავნა.
“ეს საკმაოდ სერიოზული საკითხებია. ყოველი სიტყვა, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვამბობ, არის გამოზომილი, გააზრებული და გამოზომილი”, – განაცხადა მაკრონმა.
ცნობისთვის, მაკრონის სიტყვებმა რეზონანსი და ნეგატიური რეაქცია გამოიწვიეს მოკავშირე ქვეყნების მხრიდან. ნატო-ს ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის -მა, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ გამორიცხეს უკრაინაში მათი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა.

ასევე დაგაინტერესებთ