ემანუელ მაკრონი – უკრაინასთან დაკავშირებით უკრაინელების გარეშე არაფერი არ უნდა გადაწყდეს

უკრაინასთან დაკავშირებით არაფერი არ უნდა გადაწყდეს უკრაინელების გარეშე. ცეცხლის შეწყვეტა ნებისმიერი მოლაპარაკების აუცილებელი წინაპირობაა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, შესანიშნავი შეხვედრა გამართეს ევროპელ პარტნიორებთან და პრეზიდენტ ტრამპთან, პრეზიდენტ პუტინთან 15 აგვისტოს ალასკაში დაგეგმილი შეხვედრის წინ.
სთან დაკავშირებით არაფერი არ უნდა გადაწყდეს უკრაინელების გარეშე. ცეცხლის შეწყვეტა ნებისმიერი მოლაპარაკების აუცილებელი წინაპირობაა. ამ მოლაპარაკებებმა უნდა გამოიწვიოს მყარი და ხანგრძლივი მშვიდობა, უსაფრთხოების გარანტიებით, რაც უზრუნველყოფს უკრაინის სუვერენიტეტს და ჩვენი კონტინენტის სტაბილურობას“, – წერს მაკრონი.
მისი თქმით, ყველა თანხმდება, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევამდე, უკრაინისადმი მხარდაჭერა ურყევი დარჩება.
შეგახსენებთ, გუშინ ბერლინში ჩავიდა, სადაც მან ვიდეოკონფერენციები გამართა -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან.