ემანუელ მაკრონი უარზეა დონალდ ტრამპის მიწვევაზე, შეუერთდეს მის მიერ შექმნილ მშვიდობის საბჭოს

მაკრონი უარზეა დონალდ ტრამპის მიწვევაზე, შეუერთდეს მის მიერ შექმნილ მშვიდობის საბჭოს.
მშვიდობის საბჭო არის ახალი საერთაშორისო გაერთიანება, რომლის მიზანიც ოფიციალურად გლობალური კონფლიქტების მოგვარება და რეგიონების რეაბილიტაციაა. თუმცა ამ ინიციატივას რამდენიმე სადავო დეტალი ახლავს:
ფინანსური ბარიერი: გავრცელებული ინფორმაციით, საბჭოს მუდმივი წევრობისათვის ქვეყნებმა სოლიდური ფინანსური შენატანი უნდა გაიღონ (საუბარია მინიმუმ 1 მილიარდ დოლარზე).
ალტერნატიული პლატფორმა: ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამით გაეროს ალტერნატიული, მის მიერ მართული სტრუქტურის შექმნას ცდილობს, სადაც მას ექნება გადამწყვეტი ხმა.
ვეტოს უფლება: საბჭოს თავმჯდომარე თავად ტრამპია, რომელსაც ექნება უფლება დაბლოკოს ნებისმიერი გადაწყვეტილება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მოგვიწევს იმ სარჩელის კორექტირება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანეთ – დაგვჭირდება პარტიების დასახელებების შეცვლა ახალი კონფიგურაციიდან გამომდინარე

ლევან ნატროშვილი ეუთოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრაზე – მათ აინტერესებთ, რა ხდება ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე, რა მდგომარეობაა სამოქალაქო სექტორში