საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს ესაუბრა. საუბრისას მაკრონმა და სი ძიპინმა ღაზის სექტორში არსებული ვითარება განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია უფრო სერიოზული ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან არიდება.
“ორმა სახელმწიფოს მეთაურმა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის შესახებ მოსაზრებები გაცვალეს და ორივე მიიჩნევს, რომ მთავარი პრიორიტეტი პალესტინასა და ისრაელს შორის სიტუაციის შემდგომი გაუარესების თავიდან აცილებაა, განსაკუთრებით კი უფრო სერიოზული ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან არიდება”, – აცხადებს ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი.
ასევე სი ძინპინი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ “ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა” კონფლიქტის შეჩერების ფუნდამენტურ გზას წარმოადგენს.
