– სიდნეიში ანტისემიტური ტერორისტული თავდასხმა მოხდა – დაუნდობლად გავაგრძელებთ ბრძოლას ანტისემიტური სიძულვილის წინააღმდეგ

სიდნეიში, ხანუქას აღსანიშნავად შეკრებილ ოჯახებზე ანტისემიტური ტერორისტული თავდასხმა მოხდა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, საფრანგეთი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულებს, დაშავებულებს და მათ ახლობლებს.
„ვიზიარებთ ავსტრალიელი ხალხის ტკივილს და დაუნდობლად გავაგრძელებთ ბრძოლას ანტისემიტური სიძულვილის წინააღმდეგ, რომელიც ყველას გვაზიანებს“, – აცხადებს მაკრონი.