ემანუელ მაკრონი – საფრანგეთი უახლოეს დღეებში ს დამატებით Mirage საბრძოლო თვითმფრინავებსა და Aster ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებს გადასცემს

საფრანგეთი უახლოეს დღეებში ს დამატებით Mirage საბრძოლო თვითმფრინავებსა და Aster ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებს გადასცემს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა „მსურველთა კოალიციის” ვიდეოზარის დროს განაცხადა. მისი სიტყვები ფრანგულ ტელეარხ TF1-ს მოჰყავს.
„უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის ჩვენი სამხედრო დახმარების გაძლიერება: საჰაერო თავდაცვის სისტემები, შორი მანძილის შესაძლებლობები, დრონები და დრონების საწინააღმდეგო სისტემები“, – განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი უახლოეს დღეებში უკრაინას დამატებით Aster ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებსა და Mirage საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემს. მას არ დაუზუსტებია, რა რაოდენობაზეა საუბარი.
მაკრონმა ცალკე ს წინააღმდეგ სანქციებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირის ბოლო სანქციებმა „უნდა იმოქმედოს ს საბრძოლო ქმედებების დაფინანსებაზე”.