– საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერის ერთგულები რჩებიან, უკრაინის მომავალი უკრაინელების გარეშე ვერ გადაწყდება, ევროპელები აუცილებლად იქნებიან მოგვარების ნაწილი

საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერის ერთგულები რჩებიან, უკრაინის მომავალი უკრაინელების გარეშე ვერ გადაწყდება, ევროპელები აუცილებლად იქნებიან მოგვარების ნაწილი,- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„ამ წამს კიდევ ერთხელ ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, ასევე კანცლერ მერცსა და პრემიერ-მინისტრ სტარმერს.
ვრჩებით ერთგულები მხარი დავუჭიროთ უკრაინას, ერთიანობის სულისკვეთებით ვიმუშაოთ და იმას დავაშენოთ, რაც „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში განხორციელდა.
უკრაინის მომავალი ვერ გადაწყდება უკრაინელების გარეშე, რომლებიც სამ წელზე მეტია საკუთარი თავისუფლებისთვისა და უსაფრთხოებისთვის იბრძვიან.
ევროპელები აუცილებლად იქნებიან მოგვარების ნაწილი, ვინაიდან მათი საკუთარი უსაფრთხოებაა სასწორზე.
გავაგრძელებ პრეზიდენტ ზელენსკისთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციას“, – წერს მაკრონი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – ყველა წამყვანი პოლიტიკური ლიდერი განსასჯელის სკამზეა, არავინ ვიცით რაში გვედება ბრალი – დავაყენებთ შუამდგომლობას სხდომის გახსნაზე, იმედია, მოსამართლეს ირაციონალური ბრაზი გადაუვლის

ევროკავშირმა რუსეთში პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლოებში მონაწილეობის გამო მოსამართლეებს, პროკურორს, გამომძიებელს, ასევე, სასჯელაღსრულების კოლონიებისა და იზოლატორების ხელმძღვანელებს სანქციები დაუწესა