ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი ბირთვული ქობინების რაოდენობას გაზრდის

საფრანგეთი ბირთვული ქობინების რაოდენობას გაზრდის, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ბირთვული დოქტრინის შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ბრძანება გავეცი, რომ ჩვენს არსენალში ბირთვული ქობინების რაოდენობა გავზარდოთ. ჩვენი ბირთვული არსენალის შესახებ ინფორმაციას აღარ გავასაჯაროებთ“, – განაცხადა მაკრონმა.

მისი თქით, საფრანგეთის „როგორც კონკურენტები, ისე პარტნიორებიც განვითარდნენ“.

„შემაკავებელი ელემენტი ევროპულ კონტექსტში უნდა გაძლიერდეს. ევროპამ თავისი თავდაცვითი შესაძლებლობები უნდა გააძლიეროს“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.